ლევან კობიაშვილი: " არასწორი და არაადეკვატურია ამ თამაშის სხვა კონტექსტში განხილვა"

PDF ბეჭდვა ელ. ფოსტა
საქართველო
GeosportS.ge   
ხუთშაბათი, 21 სექტემბერი 2017 20:22

kobi

ლევან კობიაშვილმა 29 სექტემბერს თბილისში გასამართ საქველმოქმედო მატჩთან დაკავშირებით ინგა გრიგოლიას გადაცემა "რეაქციაში" ისაუბრა.

"ათასობით ადამიანია, ვისაც უხარია ამ ვარსკვლავების თბილისში ჩამოსვლა. არასწორი და არაადეკვატურია ამ თამაშის სხვა კონტექსტში განხილვა. ჩვენ საქართველო-ირლანდიის თამაშის დროს დავიწყეთ ბორჯომის ტყის აღსადგენი კამპანია. შემდეგ მოვიფიქრეთ, რომ უფრო მასშტაბური გამხდარიყო ეს იდეა და მსოფლიოს ვარსკვლავები ჩამოგვეყვანა საქართველოში, რათა გუშემატკივარს საშუალება ჰქონოდა თავისი წვლილი შეეტანა ბორჯომის ხეობის აღდგენაში", - განაცხადა კობიაშვილმა.

მსოფლიო ფეხბურთის ლეგენდების ჩამოყვანა უკავშირდება თუ არა კახა კალაძის საარჩევნო კამპანიას, ამ კითხვაზე სფფ-ის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ მნიშვნელოვანი ღონისძიება გაუგებარ და პოლიტიკურ ჭრილში არ უნდა იყოს განხილული. მისი თქმით, უამრავი ადამიანი ჩართული თამაშის პროცესში, რომელთაც წვლილი შეაქვთ კეთილ საქმეში და სხვა ინტეპრეტაცია ზიანს აყენებს ასეთ საქმეს.

რა როლში მოევლინება კახი კალაძე გულშემატკივარს საქველმოქმედო მატჩში? - ამ კითხვაზე ლევან კობიაშვილმა ასეთი პასუხი გასცა: "წარმოუდგენელია ჩვენს ქვეყანაში ჩატარდეს საფეხბურთო ღონისძიება და მასში კახა კალაძემ მონაწილეობა არ მიიღოს. კალა კვირაში ორჯერ მაინც თამაშობს ფეხბურთს, მეგობრებთან ერთად".

სფფ-ის პრეზიდენტი აღნიშნავს, რომ საქველმოქმედო მატჩისთვის ფეხბურთის ფედერაცია საბიუჯეტო თანხებს არ ხარჯავს.

საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის მოწვევით, 29 სექტემბერს თბილისს მსოფლიო ფეხბურთის ვარსკვლავები ესტუმრებიან, მათ შორის: ფრანჩესკო ტოტი, კარლეს პუიოლი, რივალდო, დიდა, ანდრეი შევჩენკო, ხავიერ ძანეტი, ზვონიმირ ბობანი, სერჟინიო, პაოლო მალდინი, ლუკა ტონი, ერნან კრესპო, ვინსენტ კანდელა, მარეკ იანკულოვსკი, ალესანდრო კოსტაკურტა, დემეტრიო ალბერტინი, დინო ბაჯო, მასიმო ამბროზინი, მასიმო ოდო, მარკო დელვეკიო, სებასტიან ფრეი, ანჯელო დი ლივიო, ენრიკო ანონი, კრისტიან აბიატი, სებასტიანო როსი,  ჯუზეპე ფავალი, მაურო ტასოტი, ანჯელო კარბონე, ივან კორდობა, დარიო შიმიჩი, იბრაჰიმ ბა და პიეტრო ვერხოვოდი   ესტუმრებიან.

29 სექტემბერს, 21:00 საათზე, დინამო არენაზე, „მსოფლიოს XI” მატჩის მასპინძელ „GFF –XI“-ს დაუპირისპირდება. საქველმოქმედო მატჩიდან შემოსული თანხა, მიმდინარე წლის ზაფხულში ხანძრის შედეგად დაზარალებული ბორჯომის ტყის აღდგენას მოხმარდება.

 

ჟურნალი

ადამიანი, რომელიც ფეხბურთს მართავს

დაწვრილებით...
 

ფენომენი

დაწვრილებით...
 

მამის საამაყო შვილი ... დავიდ ლუიზი

დაწვრილებით...
 

როგორ დავიკლოთ წონაში?

დაწვრილებით...
 

რივალდო - დამზადებულია ბრაზილიაში

დაწვრილებით...
 

ვიცხოვროთ ჯანსაღად! - მუცლის პრესი

დაწვრილებით...
 

რას კითხულობენ პრემიერლიგის ვარსკვლავები

დაწვრილებით...
 

უელსელი მარადონა - აარონ რამზი

დაწვრილებით...
 

მსაჯია-ადამიანი

დაწვრილებით...
 

საფეხბურთო ზოდიაქო

დაწვრილებით...

ნოემბერი 2017 დეკემბერი 2017 იანვარი 2018
კვ ორ სა ოთ ხუ პა შა
1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30
31
There are no upcoming events currently scheduled.
სრულად...

LIVESCORE.in

ჩვენ გვყავს 884 სტუმარი ონლაინში