თბილისის მსოფლიო თასი ლევონ არონიანმა მოიგო

PDF ბეჭდვა ელ. ფოსტა
საქართველო
GeosportS.ge   
ოთხშაბათი, 27 სექტემბერი 2017 19:32

chessთბილისის მსოფლიო თასი სომეხი დიდოსტატის ლევონ არონიანის გამარჯვებით დასრულდა.

ფინალში, ოთხი პარტიის ყაიმით დასრულების შემდეგ, არონიანმა დამატებით ტაი-ბრეიქში სძლია ჩინელ მეტოქეს დინ ლიჟენს.

ლევონ არონიანმა, რომელიც მსოფლიო რეიტინგში ამჟამად მეორეა, მეორედ მოიგო მსოფლიო თასი. პირველად მან 2005 წელს გაიმარჯვა.

მსოფლიო ჭადრაკის ისტორიაში ერთ-ერთი უძლიერესი ტურნირი - თბილისში ვაჟთა რეიტინგის მოწინავე 25-მა მოჭადრაკემ ითამაშა - 2 სექტემბერს სასტუმრო ჰუალინგში დაიწყო, ფინალურ პარტიებს კი სასტუმრო ბილტმორმა უმასპინძლა. სომეხი და ჩინელი დიდოსტატები სწორედ იმ დარბაზში დაუპირისპირდნენ ერთმანეთს, სადაც 1995 წლის 24 აგვისტოს საქართველოს კონსტიტუცია დამტკიცდა.

მსოფლიო თასის გამარჯვებულმა ლევონ არონიანმა 120 ათასი დოლარი მიიღო, მისმე მეტოქემ კი 80 ათასი.

შეგახსენებთ: ფინალის საზეიმო გახსნის ცერემონიაში სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრთან ტარიელ ხეჩიკაშვილთან ერთად ევროპის საჭადრაკო ფედერაციის პრეზიდენტი ზურაბ აზმაიფარაშვილი, პარლამენტის სპორტის და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე მიხეილ ყაველაშვილი, ფიდე-ს ვიცე-პრეზიდენტი ისრაელ გელფერი, საქართველოს ჭადრაკის ფედერაციის პრეზიდენტი გია გიორგაძე, მსოფლიოს ხუთგზის ჩემპიონი ნონა გაფრინდაშვილი მონაწილეობდნენ.

სამინისტროს პრესსამსახური

 

ჟურნალი

ადამიანი, რომელიც ფეხბურთს მართავს

დაწვრილებით...
 

ფენომენი

დაწვრილებით...
 

მამის საამაყო შვილი ... დავიდ ლუიზი

დაწვრილებით...
 

როგორ დავიკლოთ წონაში?

დაწვრილებით...
 

რივალდო - დამზადებულია ბრაზილიაში

დაწვრილებით...
 

ვიცხოვროთ ჯანსაღად! - მუცლის პრესი

დაწვრილებით...
 

რას კითხულობენ პრემიერლიგის ვარსკვლავები

დაწვრილებით...
 

უელსელი მარადონა - აარონ რამზი

დაწვრილებით...
 

მსაჯია-ადამიანი

დაწვრილებით...
 

საფეხბურთო ზოდიაქო

დაწვრილებით...

ოქტომბერი 2017 ნოემბერი 2017 დეკემბერი 2017
კვ ორ სა ოთ ხუ პა შა
1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30
There are no upcoming events currently scheduled.
სრულად...

LIVESCORE.in

ჩვენ გვყავს 914 სტუმარი ონლაინში