ნორიოში ავთანდილ ჭრიკიშვილის სახელობის ძიუდოს დარბაზი გაიხსნა

PDF ბეჭდვა ელ. ფოსტა
ძიუდო
GeosportS.ge   
პარასკევი, 20 ოქტომბერი 2017 12:21

uniIncგარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ ნორიოში, საქართველოს ეროვნული ნაკრების წევრის, ევროპის სამგზის და მსოფლიოს ჩემპიონის, ავთანდილ ჭრიკიშვილის სახელობის ძიუდოს დარბაზი გაიხსნა.

თანამედროვე სტანდარტებით აღჭურვილ ძიუდოს დარბაზის გახსნაში, თავად სპორტსმენთან ერთად მონაწილეობა მიიღეს - სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრმა ტარიელ ხეჩიკაშვილმა,საქართველოს პარლამეტის წევრმა, ოლიმპიურმა ჩემპიონმა ძიუდოში შოთა ხაბარელმა, გარდაბნის მუნიციპალიტეტის გამგებელმა გოჩა ჯამარაულმა, საკრებულოს თავმჯდომარე ვაჟა გენგაშვილმა და ადგილობრივი ხელისუფლების სხვა წარმომადგენლებმა.

დარბაზის გახსნას ესწრებოდნენ ოლიმპიური და მსოფლიოს ჩემპიონები ძიუდოში - ზურაბ ზვიადაური, ლაშა შავდათუაშვილი, ირაკლი ცირეკიძე, ამირან ტოტიკაშვილი, საქართველოს ნაკრების წევრები და სხვა მოწვეული სტუმრები, მათ შორის სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრის მოადგილეები - რევაზ ჯაველიძე, შალვა გოგოლაძე და მუხრან შამათავა.

ნორიოს ძიუდოს დარბაზის მშენებლობა 2016 წლის სექტემბერში დაიწყო. პროექტი  ადგილობრივი ბიუჯეტიდან დაფინანსდა და მისმა ღირებულებამ ჯამში 470 000 ლარი შეადგინა. 

პროექტის ფარგლებში, სპორტულ დარბაზში მოეწყო გათბობის სისტემა, წყალგაყვანილობა და ვენტილაცია. კომპლექსში შედის სამასწავლებლო, იზოლირებული გასახდელები და საშხაპეები, ასევე იფუნქციონირებს ტრენაჟორების ოთახი. 

ძიუდოს სპორტული დარბაზი 300-მდე ახალგაზრდას მოემსახურება. დარბაზი, რომლის ფართობი 370 კვ. მეტრია, 200-ზე მეტ მაყურებელს იტევს.

აღსანიშნავია, რომ სწორედ ნორიოდან გახლავთ საქართველოს ძიუდოს ეროვნული ნაკრების ერთ-ერთი ლიდერი, მსოფლიოს ჩემპიონი, ევროპის სამგზის და ასევე არაერთი საერთაშორისო ტურნირის გამარჯვებული - ავთანდილ ჭრიკიშვილი.

ოქტომბრის თვეში, გარდაბნის მუნიციპალიტეტში უკვე მეორე სპორტული დარბაზი გაიხსნა, ძიუდოს ახალი დარბაზი ნორიოს გარდა, ასევე სართიჭალაშიც აშენდა.

ფოტო: თამუნა ყულუმბეგაშვილი

სამინისტროს პრესსამსახური

 

ჟურნალი

ადამიანი, რომელიც ფეხბურთს მართავს

დაწვრილებით...
 

ფენომენი

დაწვრილებით...
 

მამის საამაყო შვილი ... დავიდ ლუიზი

დაწვრილებით...
 

როგორ დავიკლოთ წონაში?

დაწვრილებით...
 

რივალდო - დამზადებულია ბრაზილიაში

დაწვრილებით...
 

ვიცხოვროთ ჯანსაღად! - მუცლის პრესი

დაწვრილებით...
 

რას კითხულობენ პრემიერლიგის ვარსკვლავები

დაწვრილებით...
 

უელსელი მარადონა - აარონ რამზი

დაწვრილებით...
 

მსაჯია-ადამიანი

დაწვრილებით...
 

საფეხბურთო ზოდიაქო

დაწვრილებით...

ნოემბერი 2017 დეკემბერი 2017 იანვარი 2018
კვ ორ სა ოთ ხუ პა შა
1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30
31
There are no upcoming events currently scheduled.
სრულად...

LIVESCORE.in

ჩვენ გვყავს 1375 სტუმარი ონლაინში