ძიუდოისტთა ნაკრების 1 ოქროს და 2 ბრინჯაოს მედალი მსოფლიოს ჩემპიონატიდან

PDF ბეჭდვა ელ. ფოსტა
ძიუდო
GeosportS.ge   
სამშაბათი, 24 ოქტომბერი 2017 15:38

22810343_1931705453507044_1428221950_o24 ოქტომბერს, სამინისტროში, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრმა ტარიელ ხეჩიკაშვილმა უმასპინძლა მსოფლიოს ჩემპიონატიდან დაბრუნებულ საქართველოს ძიუდოისტთა ახალგაზრდულ ნაკრებს.

ძიუდოისტებთან შეხვედრას ესწრებოდა მინისტრის მოადგილე შალვა გოგოლაძე.

18-22 ოქტომბერს ხორვატიის დედაქალაქ ზაგრებში ახალგაზრდა ძიუდოისტთა მსოფლიოს ჩემპიონატი გაიმართა, რომელშიც მსოფლიოს 83 ქვეყნის 590 ძიუდოისტმა მიიღო მონაწილეობა. საქართველოს ახალგაზრდული ნაკრები მსოფლიოს პირველობაზე წარმატებით გამოვიდა და ოქროს და 2 ბრინჯაოს მედალი მოიპოვა!

მსოფლიოს ჩემპიონი გახდა ჯაპა პაპინაშვილი (55 კგ), რომელმაც ფინალში აზერბაიჯანელი ნატიგ გურბანლი დაამარცხა, მანამდე კი ფრანგ, ბრაზილიელ, მონღოლ და ყაზახ მეტოქეებს სძლია. ბაგრატ ნინიაშვილმა (66 კგ) და ტატო გრიგალაშვილმა (73 კგ) კი ბრინჯაოს მელები მოიპოვეს.

ტარიელ ხეჩიკაშვილი:“ მინდა მოგილოცოთ ჩვენი ძიუდოისტების კიდევ ერთი გამარჯვება, რომელიც ახალგაზრდა სპორტსმენებმა მსოფლიოს ჩემპიონატზე მოიპოვეს. ოქროს და 2 ბრინჯაოს მედალი არ არის ურიგო შედეგი, ცხადია ჩვენ ძიუდოისტებისგან ყოველთვის მეტს ველით, მაგრამ გასათვალისწინებელია ის უდიდესი კონკურენცია, რომელიც ასეთი მაღალი დონის ტურნირებზე გვხვდება. 3 მედალი რა დასამალია და გვეცოტავება, თუმცა ისიც კარგად გვესმის, რომ ყოველთვის ერთნაირი წარატებით გამოსვლა შეუძლებელია. ნებისმიერ შემთხვევაში, გვეიმედება ამ ბიჭების და მჯერა  უახლოეს წლებში ეროვნული ნაკრების სახელითაც ისევე წარმატებით იჭიდავებენ, როგორც ამას დღეს ახერხებენ. ცხადია, ჩვენი მხარდაჭერა და დახმარება იქნება შეუქცევადი და კიდევ უფრო შთამბეჭდავი. ძიუდოს ფედერაცია ძალიან წარმატებულად მუშაობს. წლეულს საქართველოს მასშტაბით არაერთი ძიუდოს დარბაზი გაიხსა, სადაც ჩვენი მომავალი თაობა, ძლიერი სპეციალისტების მეთვალყურეობით კომფორტულ პირობებში ივარჯიშებენ. ასეთი დარბაზების მშენებლობა ხელს შეუწყობს მასობრიობის ზრდას, რაც თავისთავად, დადებითად აისახება შედეგებზე“

საქართველოს ნაკრების შემადგენლობა

ვაჟები

-55კგ - ვანო ნინიაშვილი, ჯაბა პაპინაშვილი
-66კგ - ბაგრატ ნინიაშვილი
-73კგ - ტატო გრიგალაშვილი
-81კგ - ლუკა მაისურაძე, ტრისტან მოსახლიშვილი
-90კგ - იმედა გოგოლაძე, გიორგი ჩიქოვანი
-100კგ - ონისე სანებლიძე
+100კგ - გელა ზაალიშვილი

გოგონები

-57კგ - ეთერ ლიპარტელიანი
-63კგ - მარიამ ჭანტურია
+78კგ - სოფიო სომხიშვილი

მთავარი მწვრთნელი: ლაშა გუჯეჯიანი

სინქრონები
1. ტარიელ ხეჩიკაშვილი - სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრი
2. ლაშა გუჯეჯიანი - ახალგაზრდული ნაკრების მთავარი მწვრთნელი
3. ჯაბა პაპინაშვილი - მსოფლიოს ჩემპიონი ახალგაზრდებში

სამინისტროს პრესსამსახური

 

ჟურნალი

ადამიანი, რომელიც ფეხბურთს მართავს

დაწვრილებით...
 

ფენომენი

დაწვრილებით...
 

მამის საამაყო შვილი ... დავიდ ლუიზი

დაწვრილებით...
 

როგორ დავიკლოთ წონაში?

დაწვრილებით...
 

რივალდო - დამზადებულია ბრაზილიაში

დაწვრილებით...
 

ვიცხოვროთ ჯანსაღად! - მუცლის პრესი

დაწვრილებით...
 

რას კითხულობენ პრემიერლიგის ვარსკვლავები

დაწვრილებით...
 

უელსელი მარადონა - აარონ რამზი

დაწვრილებით...
 

მსაჯია-ადამიანი

დაწვრილებით...
 

საფეხბურთო ზოდიაქო

დაწვრილებით...

ნოემბერი 2017 დეკემბერი 2017 იანვარი 2018
კვ ორ სა ოთ ხუ პა შა
1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30
31
There are no upcoming events currently scheduled.
სრულად...

LIVESCORE.in

ჩვენ გვყავს 1402 სტუმარი ონლაინში