რაგბის კავშირმა ნოემბრის ტესტ-მატჩების ტრანსლირებაზე პირველ არხს უარი უთხრა

PDF ბეჭდვა ელ. ფოსტა
საქართველო
GeosportS.ge   
ოთხშაბათი, 25 ოქტომბერი 2017 12:45

downloadსაქართველოს რაგბის კავშირმა რაგბიში საქართველოს ნაკრების 11 და 25 ნოემბრის ტესტ-მატჩების ტრანსლირებაზე პირველ არხს უარი უთხრა.

პირველი არხის სპორტული მიმართულების პროდიუსერის ვოვა ნიკოლაიშვილის ინფორმაციით,  რაგბის კავშირის პრეზიდენტი გოჩა სვანიძე აცხადებს, რომ რეპორტაჟების ტრანსლირებას რაგბის კავშირი უზრუნველყოფს, სავარაუდოდ "რაგბიტივის" მეშვეობით.

"კანადასთან და აშშ-სთან ჩვენ ზაფხულში ჩავატარეთ ანალოგიური ტესტ-მატჩები, კანადასა და აშშ-ში. შევძელით, რომ კანადას ჩვენთვის სტრიმი მოეწოდებინა და მატჩის ტრანსლაცია მაყურებელს შევთავაზეთ. სტრიმი გაკეთდა იმიტომ, რომ თავად კანადა არ აწარმოებდა ტელერეპორტაჟს, მაგრამ სტრიმი მაინც მოგვაწოდა. რაც შეეხება აშშ-ს, ჩვენ რეპორტაჟის გაცვლის თაობაზე მათთან კონტრაქტი გავაფორმეთ, რომელიც საკმაოდ ძვირი დაგვიჯდა და აშშ-დან მივიღეთ სიგნალი. ახლა, როდესაც 25 ნოემბერს ჩვენ უნდა მიგვეწოდებინა ანალოგიურად სიგნალი აშშ-სთვის, საქართველოს რაგბის კავშირის პრეზიდენტმა, გოჩა სვანიძემ თქვა, რომ ამ მატჩების ტრანსლირება არის მათი უფლებები და ყველანაირ მომსახურებას თავიანთ თავზე აიღებენ. როდესაც კონტრაქტის თანახმად, აშშ კონტრაქტის მეორე მხარესთან, ანუ ჩვენთან კონტაქტზე გამოვა, გოჩა სვანიძე ითხოვს, რომ გადამისამართება რაგბის კავშირზე მოხდეს და რაგბის კავშირი უზრუნველყოფს რეპორტაჟს, სავარაუდოდ “რაგბიტივის“ მეშვეობით", - განაცხადა ვოვა ნიკოლეიშვილმა.

რაც შეეხება უელსში თამაშს, რომელიც 18 ნოემბერს გაიმართება, ნიკოლაიშვილის ინფორმაციით, მისი ჩვენების უფლება დიდი ხნის წინ გაყიდულია და სავარაუდოდ ერთ-ერთი ტელეკომპანია გადასცემს..

ნოემბერში საქართველოს რაგბის ნაკრებს სამი ტესტს-მატჩი აქვს ჩასატარებელი - 11 ნოემბერს თბილისში კანადასთან, 18 ნოემბერს უელსში და 25 ნოემბერს ისევ თბილისში, აშშ-ის გუნდთან.

 

ჟურნალი

ადამიანი, რომელიც ფეხბურთს მართავს

დაწვრილებით...
 

ფენომენი

დაწვრილებით...
 

მამის საამაყო შვილი ... დავიდ ლუიზი

დაწვრილებით...
 

როგორ დავიკლოთ წონაში?

დაწვრილებით...
 

რივალდო - დამზადებულია ბრაზილიაში

დაწვრილებით...
 

ვიცხოვროთ ჯანსაღად! - მუცლის პრესი

დაწვრილებით...
 

რას კითხულობენ პრემიერლიგის ვარსკვლავები

დაწვრილებით...
 

უელსელი მარადონა - აარონ რამზი

დაწვრილებით...
 

მსაჯია-ადამიანი

დაწვრილებით...
 

საფეხბურთო ზოდიაქო

დაწვრილებით...

ნოემბერი 2017 დეკემბერი 2017 იანვარი 2018
კვ ორ სა ოთ ხუ პა შა
1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30
31
There are no upcoming events currently scheduled.
სრულად...

LIVESCORE.in

ჩვენ გვყავს 1339 სტუმარი ონლაინში