სუპერლიგის მე-4 ტური

PDF ბეჭდვა ელ. ფოსტა
საქართველო
GeosportS.ge   
შაბათი, 28 ოქტომბერი 2017 18:54

skh__din_28102017_gal9090სუპერლიგის მე-4 ტური დღეს თბილისის ოლიმპიურ სასახლეში გაიხსნა.

„მგზავრებმა“ „ბათუმს“ უმასპინძლეს და 13 ქულის სხვაობით - 75:62 დამარცხდნენ.

თამაში თანაბრად დაიწყო და ორივე გუნდი მეტ ყურადღებას დაცვას უთმობდა. ანგარიშიც თანაბრად იზრდებოდა, პირველი პერიოდის მიწურულს კი სტუმრებმა მცირედით იძალეს და ათწუთეული 15:13 მოიგეს. ზღვისპირელებმა მეორე მეოთხედში მეტოქეზე ზეწოლა გააძლიერეს და კარგ დაცვას შედეგიანი შეტვაც შეაშველეს, რაც ანგარიშში აისახა - 37:29 პირველი ტაიმის შემდეგ.

დიდი შესვენების შემდეგ ვითარება რადიკალურად არ შეცვლილა, თუმცა პერიოდის დასაწყისში „მგზავრებმა“ გაქცევა მოაწყვეას და ჩამორჩნა მინიმუმამდე - 36:37 შეამცირეს. თბილისურ კლუბს შანსი მიეცა, თუმცა ბათუმელებმა დაცვა გაამაგრეს და ხელჩასაჭიდი ლიდერობა მესამე მეოთხედის ბოლომდე დაიბრუნეს - 53:46.

ბოლო ათწუთეულში ბათუმელებმა წარმატებით შეინარჩუნეს რიტმი და შეხვედრაც სასურველი შედეგით დაასრულეს. გამარჯვებულებს 18 ქულითა და 12 მოხსნით სერბმა ცენტრმა - სტეფან ანდრესევიჩმა ულიდერა. 14 ქულა მიითვალა უკრაინელმა ლეონიდ სტეპანიშინმა, ხოლო სპენსერ კოლინსის ანგარისზე 16 ქულა და 8 მოხსნა დაგროვდა. „მგზავრებში“ 18 ქულით საუკეთესო იყო სანდრო სანაძე, დერონ პაუერსმა 17 ქულა მიითვალა, ხოლო ბერნარდ ნკალის ანგარიშზე 8 ქულა და 12 მოხსნა დაგროვდა.

მომდევნო მატჩში „დინამო“ „სოხუმს“ დაუპირისპირდება.

მატჩისშემდგომი კომენტარები

ვლადიმირ ბოსნიაკი, „ბათუმის“ მთავარი მწვრთნელი: ცოტათი ნელი ტემპით დავიწყეთ თამაში, სპენსერ კოლინზი ძალიან ავად იყო და მხოლოდ ნახევარი ითამაშა, შემდეგ ვახო ქადარიამ გამოიჩინა კარგი თამაშით თავი, რამაც ძალიან გამახარა. მოგვიანებით სტეფან ანდრესევიჩი გავიყვანე მოედნიდან. მიუხედავად იმისა, რომ კარგი შედეგი აჩვენა, მისი დასვენება ვამჯობინე. სხვადასხვა განლაგება გამოვცადე დღეს მოედანზე, რომელმაც ვთვლი, რომ გაამართლა. ჩვენ გავაგრძელებთ მსგავსი ტემპით და ვნახოთ რა გამოვა.

ბუბა ბერიშვილი, „მგზავრების“ მთავარი მწვრთნელი: ჯერჯერობით ვერ ვართ ისევ სასურველ კონდიციაში. ძალიან ბევრი შეცდომა და აცილება გვაქვს, ამაზე დიდი მუშაობა გვმართებს და მომავალში აუცილებლად გამოვასწორებთ.

სუპერლიგის მე-4 ტურის მორიგ მატჩში ერთმანეთს მოქმედი ჩემპიონი „დინამო“ და „სოხუმი“ შეხვდნენ. ირაკლი ხოშტარიას გუნდი ბოლო წლების დომინანტია და ამ სეზონში ფიბა ევროპის თასზე ასპარეზობს. სოხუმელებთან მატჩი „დინამოსთვის“ კარგი სპარინგი გამოდგა, რომელშიც მეტოქე საკმაოდ გაუძალიანდა და გამარჯვებულის ვინაობა ბოლო წუთებამდე გაურკვეველი იყო.

„სოხუმმა“ სამაგალითოდ იბრძოლა და ფავორიტად მიჩნეულ მეტოქეს არაფერი დაუთმო. „დინამომ“, თავის მხრივ, სეზონის ერთ-ერთი სუსტი მატჩი ითამაშა, რაც უპირველესად, სოხუმელთა აგრესიული გარჯის გამო მოხდა.

სოხუმელები დებიუტში რომ დაწინაურდნენ, უპირატესობას პირველი პერიოდის ბოლომდე ინარჩუნებდნენ. ათწუთეულიც 25:24 მოიგეს და მეორე პერიოდში „დინამოს“ მაქსიმალური მობილიზება დასჭირდა, თამაში სათავისო კალაპოტში რომ ჩაეყენებინათ. მეორე მეოთხედში დინამოელებმა მეტოქეს აჯობეს და დიდი შესვენებისთვის 10 ქულით გალიდერდნენ - 32:22.

„სოხუმმა“ მესამე მეოთხედში თამაში გამოასწორა და „დინამოს“ არ რჩებოდა. გუნდური თამაშის წყალობით სოხუმელებმა ჩამორჩენა ჯერ შეამცირეს, თამაშის დასრულებამდე 2 წუთით ადრე ანგარიში გაათანაბრეს კიდეც - 81:81. ეს აღმოჩნდა „სოხუმის“ მაქსიმუმი. „დინამომ“ ბოლო წუთები მაღალი დონის თამაშით ჩაამთავრა და მონაკვეთის 8:0 მოგებით შეხვედრაც სათავისო ანგარიშით დაასრულა - 89:81.

დინამოელთა ხუთივე სასტარტომ გადალახა ათქულიანი ზღვარი, რომელთაგანაც ყველაზე მეტი - 19 ქულა ამერიკელმა ლაველ ბოიდმა მიითვალა. 17 ქულა, 10 მოხსნა და 6 პასი დააგროვა მიხეილ ბერიშვილმა, ლევან ფაცაციას ანგარიშზე კი 13 ქულა იყო. „სოხუმში“ 19 ქულით ბომბარდირი მაქსიმ ლუცენკო გახლდათ, ხოლო ანატოლი ჩელოვანმა მატჩი 16 ქულითა და 8 მოხსნით დაასრულა.

მატჩისშემდგომი კომენტარები

მიხეილ კობეშავიძე, „სოხუმის“ მთავარი მწვრთნელი: მადლობა მინდა მოვუხადო ჩემს მოთამაშეებს, აქვე უნდა აღვნიშნო, რომ გვაკლდა გუნდის ერთერთი წამყვანი მოთამაშე. შევივსებით და ისევ გავაგრძელებთ უკეთესად ბრძოლას. ყველამ ნახეთ, რომ ვიბრძოლეთ. მადლობა ჩემს ბიჭებს.

ირაკლი ხოშტარია, „დინამოს“ მთავარი მწვრთნელი: ჯერჯერობით ჩვენი ყველაზე ცუდი მატჩი ჩავატარეთ. არაუშავს, ხდება ხოლმე, თუმცა აუცილებლად უნდა გავაანალიზოთ, თუ რა იყო ამის მიზეზი. სოხუმს წარმატებებს ვუსურვებ შემდეგ თამაშებში.

„კაკტუსმა“ „ქუთაისს“ უმასპინძლა და მარცხი განიცადა. თბილისურმა კლუბმა ჩემპიონატი 2 მოგებით გახსნა, თუმცა წინა ტურში „ბათუმთან“ დამარცხდა, ხოლო დღეს „ქუთაისთანაც“ წარუმატებლად იასპარეზა.

გასული სეზონის ფინალისტმა „ქუთაისმა“ ინიციატივა თავიდანვე მოიპოვა, რაც დაბალანსებული თამაშის წყალობით მოახერხა. პირველი პერიოდის შემდეგ იმერული გუნდი 10 ქულით იგებდა და ეს უპირატესობა მეორე ათწუთეულშიც იოლად შეინარჩუნა.

„კაკტუსი“ შანსს ინარჩუნებდა, თუმცა მესამე მეოთხედში 20 ქულით ჩამორჩა და დარჩენილ დროში დეფიციტი ვეღარ აღმოფხვრა. დასკვნითი პერიოდის წინ სტუმრები 19 ქულით ლიდერობდნენ და მატჩის გამარჯვებამდე მიყვანა აღარ გასჭირვებიათ. „ქუთაისმა“ საბოლოოდ 82:70 იმარჯვა და მოგებ-წაგებათა დადებითი ბალანსი გაიფორმა.

გამარჯვებულთაგან 19 ქულითა და 8 მოხსნით ბექა ბექაური გამოირჩა. 16 ქულა მიითვალა ჯონათან ლიმ. აკაკი ლომოურმა ქუთაისელებს 15 ქულა მიაშველა. „კაკტუსში“ 24 ქულით საუკეთესო იყო დეანდრე პარკსი. 15 ქულა მიითვალა ფრენკ როჯერსმა, ხოლო კრისტიან ჯონსონის ანგარიშზე 10 ქულა დაგროვდა.

სუპერლიგის მე-4 ტურის ბოლო მატჩი თბილისის ოლიმპიურ სასახლეში 29 ოქტომბერს შედგება. 18:00 საათზე „ოლიმპი“ „მარნეულს“ უმასპინძლებს.

მატჩისშემდგომი კომენტარები

არჩილ ჟღენტი, „კაკტუსის“ მთავარი მწვრთნელი:

„ქუთაისი ძალიან ძლიერი გუნდია. ჩვენ ბევრი შეცდომები დავუშვით. ვერ მოვახერხეთ, რომ თამაშის ბოლომდე თანაბარი ბრძოლა ყოფილიყო. რა თქმა უნდა, სამუშაო ჯერ კიდევ ბევრი გვაქვს და გავაგრძელებთ ხარვეზების გამოსწორებას“.

კოტე ტუღუში, „ქუთაისის“ მთავარი მწვრთნელი:

„ყოველი მომდევნო მატჩი მნიშვნელოვანია. „კაკტუსთან“ მატჩისთის ვემზადებოდით. ჩვენს მეტოქეს წინა შეხვედრა 40 ქულით ჰქონდა წაგებული და ვიცოდით, რომ ბოლომდე იბრძოლებდა. აქედან გამომდინარე, ვთვლი, რომ ჩემმა გუნდმა დავალება შეასრულა როგორც დაცვაში, ისე შეტევაში. მომდევნო მატჩი უკვე სამშაბათს გვაქვს საკმაოდ ძლიერ „რუსთავთან“ ქუთაისში და მოვემზადებით ამ შეხვედრისთვის“.

 

ჟურნალი

ადამიანი, რომელიც ფეხბურთს მართავს

დაწვრილებით...
 

ფენომენი

დაწვრილებით...
 

მამის საამაყო შვილი ... დავიდ ლუიზი

დაწვრილებით...
 

როგორ დავიკლოთ წონაში?

დაწვრილებით...
 

რივალდო - დამზადებულია ბრაზილიაში

დაწვრილებით...
 

ვიცხოვროთ ჯანსაღად! - მუცლის პრესი

დაწვრილებით...
 

რას კითხულობენ პრემიერლიგის ვარსკვლავები

დაწვრილებით...
 

უელსელი მარადონა - აარონ რამზი

დაწვრილებით...
 

მსაჯია-ადამიანი

დაწვრილებით...
 

საფეხბურთო ზოდიაქო

დაწვრილებით...

ნოემბერი 2017 დეკემბერი 2017 იანვარი 2018
კვ ორ სა ოთ ხუ პა შა
1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30
31
There are no upcoming events currently scheduled.
სრულად...

LIVESCORE.in

ჩვენ გვყავს 258 სტუმარი ონლაინში