"ქართული მარში" ლევან კობიაშვილისგან ბოდიშის მოხდას ითხოვს

PDF ბეჭდვა ელ. ფოსტა
საქართველო
GeosportS.ge   
ორშაბათი, 30 ოქტომბერი 2017 13:58

;gbt

მოძრაობის ერთ-ერთმა წევრმა ლადო სადღობელაშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტსა და ხელმძღვანელ პირებს გუშინ "ქართული მარშის" წევრები შეხვდნენ, სადაც, მისი მტკიცებით, ლევან კობიაშვილის მხრიდან მათი მისამართით გაისმა მუქარა.

"შეხვედრა შეეხებოდა გურამ კაშიას მოედანზე ლგბტ ფერებში სამკლაურით გამოსვლას. ლევან კობიაშვილი დაგვემუქრა და გვითხრა, რომ წელში გადაგვამტრევდა. ჩვენ ამის აუდიოჩანაწერი გვაქვს. იმ შემთხვევაში თუ ლევან კობიაშვილი და ფეხბურთის ფედერაციის მესვეურები ბოდიშს არ მოიხდიან, ხვალ 20:00 საათამდე, მაშინ ჩვენ შესაბამის ზომებს მივმართავთ. ფეხბურთის ფედერაციის შენობა ლგბტ ფერებში შეიღებება. ასევე მივმართავთ პროკურატურას, რათა დაიწყოს გამოძიება. ჯოჯოხეთი ელის საქართველოს ფეხბურთის ფედერაციას", - განაცხადა ლადო სადღობელაშვილმა. 

"ქართული მარშის" წევრები ასევე აპირებენ მოითხოვონ შეუწყდეს დეპუტატის მანდატი ლევან კობიაშვილს, ასევე გადადგეს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტობიდან. 

"ქართული მარშის" წევრები ლევან კობიაშვილის მხრიდან მათ მიმართ მუქარას თბილისის ახლად არჩეულ მერს, კახა კალაძეს უკავშირებენ და აღნიშნავენ, რომ კალაძის მხარდაჭერის გარეშე ლევან კობიაშვილი "ამდენს ვერ გაბედავდა".

 

ჟურნალი

ადამიანი, რომელიც ფეხბურთს მართავს

დაწვრილებით...
 

ფენომენი

დაწვრილებით...
 

მამის საამაყო შვილი ... დავიდ ლუიზი

დაწვრილებით...
 

როგორ დავიკლოთ წონაში?

დაწვრილებით...
 

რივალდო - დამზადებულია ბრაზილიაში

დაწვრილებით...
 

ვიცხოვროთ ჯანსაღად! - მუცლის პრესი

დაწვრილებით...
 

რას კითხულობენ პრემიერლიგის ვარსკვლავები

დაწვრილებით...
 

უელსელი მარადონა - აარონ რამზი

დაწვრილებით...
 

მსაჯია-ადამიანი

დაწვრილებით...
 

საფეხბურთო ზოდიაქო

დაწვრილებით...

ნოემბერი 2017 დეკემბერი 2017 იანვარი 2018
კვ ორ სა ოთ ხუ პა შა
1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30
31
There are no upcoming events currently scheduled.
სრულად...

LIVESCORE.in

ჩვენ გვყავს 255 სტუმარი ონლაინში