ლევან კობიაშვილი მის მიმართ გაჟღერებულ ბრალდებებს აბსურდულს უწოდებს

PDF ბეჭდვა ელ. ფოსტა
საქართველო
GeosportS.ge   
ორშაბათი, 30 ოქტომბერი 2017 18:30

kobi

დღეს ე.წ. ქართველთა მარშის წევრებმა გაავრცელეს განცხადება, თითქოს ლევან კობიაშვილი მათ წელში გადამტვრევით დაემუქრა, რასაც ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი აბსურდულს უწოდებს.

"სამწუხაროა, რომ მიწევს გამოვეხმაურო ქართული მარშის აბსურდულ განცხადებას. განვმარტავ საზოგადოებისთვის, რომ შეხვედრაზე საერთოდ არ იმყოფებოდა ის ოთხი ადამიანი, ვინც დღეს ბრიფინგი გამართა. მე მათ არ ვიცნობ და არასოდეს შევხვედრილვარ.

გია კორკოტაშვილთან და სანდრო ბრეგაძესთან შეხვედრაზე, ჩემი მხრიდან მსგავსი ტიპის მუქარა (სიცოცხლის მოსპობა, მუხლების დახვრეტა, მიწაში ჩადება და სხვ.) რასაკვირველია, არ გაჟღერებულა, რადგან კიდევ ერთხელ ვიმეორებ, რომ მე ყოველთვის ვიყავი, ვარ და ვიქნები ძალადობის ნებისმიერი ფორმით გამოვლინების წინააღმდეგი ნებისმიერი ადამიანის მიმართ", – აცხადებს ლევან კობიაშვილი.

გია კორკოტაშვილი და სანდრო ბრეგაძე ლევან კობიაშვილს გურამ კაშიას საკითხზე შეხვდნენ.

ე.წ. ქართველთა მარშის წევრები ხვალ ფეხბურთის ფედერაციასთან ჰომოფობიური აქციის გამართვას გეგმავენ და აცხადებენ, რომ თუ საპარლამენტო უმრავლესობის წევრი მათ ბოდიშს არ მოუხდის, აუდიოჩანაწერს გაასაჯაროებენ და ფედერაციას ლგბტ-ს ფერებში შეღებავენ. ე.წ. ქართველთა მარშის წევრები შემდეგ კვლავ სოროსის ფონდთან აპირებენ მისვლას, რათა ორგანიზაციის “კარები აჭედონ”.

 

ჟურნალი

ადამიანი, რომელიც ფეხბურთს მართავს

დაწვრილებით...
 

ფენომენი

დაწვრილებით...
 

მამის საამაყო შვილი ... დავიდ ლუიზი

დაწვრილებით...
 

როგორ დავიკლოთ წონაში?

დაწვრილებით...
 

რივალდო - დამზადებულია ბრაზილიაში

დაწვრილებით...
 

ვიცხოვროთ ჯანსაღად! - მუცლის პრესი

დაწვრილებით...
 

რას კითხულობენ პრემიერლიგის ვარსკვლავები

დაწვრილებით...
 

უელსელი მარადონა - აარონ რამზი

დაწვრილებით...
 

მსაჯია-ადამიანი

დაწვრილებით...
 

საფეხბურთო ზოდიაქო

დაწვრილებით...

ნოემბერი 2017 დეკემბერი 2017 იანვარი 2018
კვ ორ სა ოთ ხუ პა შა
1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30
31
There are no upcoming events currently scheduled.
სრულად...

LIVESCORE.in

ჩვენ გვყავს 259 სტუმარი ონლაინში