ვაისმა შესაძლოა სერბეთის ნაკრები გაწვრთნას

PDF ბეჭდვა ელ. ფოსტა
საქართველო
GeosportS.ge   
ოთხშაბათი, 01 ნოემბერი 2017 17:00

ვაისი

საქართველოს საფეხბურთო ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ვლადიმირ ვაისმა, შესაძლოა, ​სერბეთის ეროვნული გუნდი ჩაიბაროს. ამის შესახებ ინფორმაციას საზოგადოებრივი მაუწყებელი ავრცელებს.

ორი დღის წინ, სერბებმა მოულოდნელად გადაწყვიტეს, რომ სლავოლუბ მუსლინი თანამდებობიდან გაეთავისუფლებინათ. ამ სპეციალისტის ხელმძღვანელობით, გუნდმა 2018 წლის მსოფლიოს საფეხბურთო ჩემპიონატის საგზური მოიპოვა.

საქართველოს ნაკრების სლოვაკი მთავარი მწვრთნელი სერბეთის ნაკრებში ვერ იმუშავებს, თუმცა არა იმიტომ, რომ შესარჩევ ჯგუფში მუსლინის სერბეთმა საქართველო ორჯერ დაამარცხა. საქმე ისაა, რომ გუშინ სერბეთის ნაკრები მლადენ კრსტაიჩს ჩააბარეს - ლევან კობიაშვილის ყოფილ თანაგუნდელს, რომელიც სერბეთის ნაკრების, “ვერდერის” და “შალკეს” ყოფილი მცველი გახლდათ. კრსტაიჩს სამწვრთნელო კარიერაც წარმატებული აქვს - ის ბოლოს ბელგრადის "პარტიზანს" ავარჯიშებდა.

სლოვაკი სპეციალისტისა და საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ურთიერთობა კი დღემდე გასარკვევია - ვაისს საქართველოს ნაკრებთან კონტრაქტი დეკემბერში უმთავრდება და ჯერ ხელშეკრულება არ გახანგრძლივებულა.

 

ჟურნალი

ადამიანი, რომელიც ფეხბურთს მართავს

დაწვრილებით...
 

ფენომენი

დაწვრილებით...
 

მამის საამაყო შვილი ... დავიდ ლუიზი

დაწვრილებით...
 

როგორ დავიკლოთ წონაში?

დაწვრილებით...
 

რივალდო - დამზადებულია ბრაზილიაში

დაწვრილებით...
 

ვიცხოვროთ ჯანსაღად! - მუცლის პრესი

დაწვრილებით...
 

რას კითხულობენ პრემიერლიგის ვარსკვლავები

დაწვრილებით...
 

უელსელი მარადონა - აარონ რამზი

დაწვრილებით...
 

მსაჯია-ადამიანი

დაწვრილებით...
 

საფეხბურთო ზოდიაქო

დაწვრილებით...

ნოემბერი 2017 დეკემბერი 2017 იანვარი 2018
კვ ორ სა ოთ ხუ პა შა
1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30
31
There are no upcoming events currently scheduled.
სრულად...

LIVESCORE.in

ჩვენ გვყავს 254 სტუმარი ონლაინში