მგზავრებმა მარნეული ოვერტაიმში დაამარცხა

PDF ბეჭდვა ელ. ფოსტა
საქართველო
GeosportS.ge   
ხუთშაბათი, 02 ნოემბერი 2017 13:19

sl_mrn__mgz_01112017_coverpicსუპერლიგის მე-5 ტურის მორიგი მატჩი გაიმართა თბილისის ოლიმპიურ სასახლეში.

"დელტას" "მგზავრებისთვის" მარნეულში უნდა ემასპინძლა, მაგრამ ტექნიკური მიზეზების გამო ეს შეხვედრა დედაქალაქში გაიმართა.

დაძაბულობის მხრივ, ეს მატჩი ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული გამოდგა მიმდინარე სუპერლიგაში. გამარჯვებული ძირითადმა დრომ ვერ გამოავლინა და შეხვედრა ახლოს იყო მეორე ოვერტაიმთანაც, თუმცა მარნეულელთა ერთ-ერთმა ლიდერმა, რომლის სამქულიანით "დელტამ" ოვერტაიმამდე მიიყვანა საქმე, ბოლო წამებზე მეორე საჯარიმო ვერ ჩააგდო და შეხვედრა მეორე დამატებით დროში ვეღარ გადაიყვანა.

მარნეულელები ბოლო პერიოდში 12 ქულით იგებდნენ, თუმცა სოლიდური უპირასესობა ვერ შეინარჩუნეს, რაც "მგზავრების" სწრაფი და გუნდური თამაშის დამსახურება გახლდათ. გადამწყვეტ ეპიზოდებში გამორჩეულად ითამაშეს "მგზავრების" უკანახაზელებმა - სანდრო სანაძემ, დერონ პაუერსმა, გრეგორი ტაკერმა, რიმლებსაც სამწამიან ზონაში შედეგიანობით ირაკლი ალხანაიძეც შეეშველა და "მგზავრებმა" მიმდინარე სეზონში მე-2 გამარჯვება მოიპოვეს. რაც შეეხება "დელტას", 5 წაგების მქონე სუპერლიგის დებიუტანტებს მოგება ჯერ არა აქვთ.

მატჩისშემდგომი კომენტარები

ბექა ქარცივაძე (მარნეულის „დელტას“ მწვრთნელი): საკმაოდ დაძაბული შეხვედრა იყო. ძალიან გვჭირდებოდა ეს მოგება, თუმცა მთავარი მწვრთნელის არ ყოლას დავაბრალებ. აქედან გამომდინარე გუნდი გადაღლილი იყო. იმედი მაქვს ახალი მთავარი მწვრთნელის მოსვლის შემდეგ უფრო უკეთესი გუნდი ვიქნებით.

ბუბა ბერიშვილი (მგზავრების მთავარი მწვრთნელი): სიმართლე გითხრათ არ ველოდი ასეთ თამაშს. ძალიან ბევრი შეცდომები გვაქვს, ძალიან ბევრი აცილებები გვაქვს და სიმართლე ითქვას ცოტათი იღბალი მარნეულის მხარეს იყო - ძალიან ბევრი ჩაგვიგდეს. იმედი მაქვს სამომავლოდ შეცდომებს გამოვასწორებთ და ფარქვეშ უკეთ ვითამაშებთ.

 

ჟურნალი

ადამიანი, რომელიც ფეხბურთს მართავს

დაწვრილებით...
 

ფენომენი

დაწვრილებით...
 

მამის საამაყო შვილი ... დავიდ ლუიზი

დაწვრილებით...
 

როგორ დავიკლოთ წონაში?

დაწვრილებით...
 

რივალდო - დამზადებულია ბრაზილიაში

დაწვრილებით...
 

ვიცხოვროთ ჯანსაღად! - მუცლის პრესი

დაწვრილებით...
 

რას კითხულობენ პრემიერლიგის ვარსკვლავები

დაწვრილებით...
 

უელსელი მარადონა - აარონ რამზი

დაწვრილებით...
 

მსაჯია-ადამიანი

დაწვრილებით...
 

საფეხბურთო ზოდიაქო

დაწვრილებით...

ნოემბერი 2017 დეკემბერი 2017 იანვარი 2018
კვ ორ სა ოთ ხუ პა შა
1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30
31
There are no upcoming events currently scheduled.
სრულად...

LIVESCORE.in

ჩვენ გვყავს 260 სტუმარი ონლაინში