ფუტსალის ლიგის 2017/18 წ.წ სეზონი იწყება!

PDF ბეჭდვა ელ. ფოსტა
ფუტსალი
GeosportS.ge   
პარასკევი, 03 ნოემბერი 2017 15:02

TMN_6096დღეს თბილისის  სპორტის სასახლეში (ძველი სპორტის სასახლე), საქართველოს ფუტსალის ლიგის 2017/18 წ.წ სეზონის პირველი ტურის შეხვედრები გაიმართება.

წლევანდელი გათამაშება, რომელშიც რვა გუნდი მიიღებს მონაწილეობას, სამ წრედ წარიმართება, რის შემდეგაც საქართველოს ჩემპიონის ტიტულისთვის ბრძოლის უფლებას ოთხი საუკეთესო მოიპოვებს. 1/2 ფინალურ, ფინალურ და III ადგილისთვის შეხვედრებში, გამარჯვებული ორი მოგების შედეგად გამოვლინდება.

პირველი წრე სტარტს 15:00 სთ-ზე აიღებს, მოქმედი ჩემპიონი სტუ-თელასი, ლიგის დებიუტანტს, წყალტუბოს დაუპირისპირდება. 17:00 სთ-ზე დაიწყება „აფხაზური დერბი“ - მფკ აფხაზეთის მეტოქე, კიდევ ერთი დებიუტანტი ფკ კოლხი-გულრიფში იქნება. პირველ ტურში გაარკვევენ ურთიერთობას შარშანდელი პრიზიორები, ვერცხლის მედლების მფლობელი, ტატიშვილი, ბრინჯაოს მედალოსან თბილისს დაუპირისპირდება. მატჩი 19:00 სთ-ზე დაიწყება. რაც შეეხება ტურის ცენტრალურ შეხვედრას, მფკ აგორასა და ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის დაპირისპირება 21:00 სთ-ზე აიღებს სტარტს და გულშემატკივარს საშუალება ექნება ამ მატჩის პირდაპირი რეპორტაჟი სილკ უნივერსალის ეთერში იხილოს. ტურის სხვა შეხვედრების ინტერნეტ ლაივი, ვებ-გვერდ sbm.ge-ზე განხორციელდება.

საქართველოს ფეხბურთის ფედერაციასა და სპორტულ სააგენტო SBM-ს შორის, 2016 წლის 10 თებერვალს გაფორმებული ურთიერთ თანამშრომლობის მემორანდუმის საფუძველზე, ფუტსალის ლიგის რიგით მესამე სეზონსაც მხარეები ერთობლივ ორგანიზებას გაუწევენ. ახალი სეზონიდან ლიგის პარტნიორი იქნება საქართველოს ფეხბურთის განვითარების ფონდი, რომლის თანადაფინანსებითაც ჩატარდება  აღნიშნული ჩემპიონატი.

ახალ სეზონზე იზრდება საპრიზო ფონდი -  ფრის და მოგების შემთხვევაში, გუნდებს გაზრდილი ბონუსები დაერიცხებათ. ასევე დამატებითი ფულადი წახალისების მიზნით, ორგანიზატორების გადაწყვეტილებით, გუნდები გათავისუფლდებიან საწევრო გადასახადისგან.

***

ღონისძიების პარტნიორები და მხარდამჭერები არიან: “სოკარი“ ტელეკომპანია „SILK“, „ნაბეღლავი“, იურიდიული ჯგუფი „McGill“, „ტატიშვილის სამედიცინო და სპორტული რეაბილიტაციის ცენტრი“

მედია პარტნიორები: რადიოები, „იმედი“, JAKO FM, „კომერსანტი“, “თანამგზავრი“, ვებ პორტალები, sportall.ge, worldsport.ge, sportstar.ge, adjarasport.com, mysports.ge, geosports.ge,  tsff.ge, გაზეთი „ლელო”

სპორტული სააგენტო SBM-ის პრეს-სამსახური

 

ჟურნალი

ადამიანი, რომელიც ფეხბურთს მართავს

დაწვრილებით...
 

ფენომენი

დაწვრილებით...
 

მამის საამაყო შვილი ... დავიდ ლუიზი

დაწვრილებით...
 

როგორ დავიკლოთ წონაში?

დაწვრილებით...
 

რივალდო - დამზადებულია ბრაზილიაში

დაწვრილებით...
 

ვიცხოვროთ ჯანსაღად! - მუცლის პრესი

დაწვრილებით...
 

რას კითხულობენ პრემიერლიგის ვარსკვლავები

დაწვრილებით...
 

უელსელი მარადონა - აარონ რამზი

დაწვრილებით...
 

მსაჯია-ადამიანი

დაწვრილებით...
 

საფეხბურთო ზოდიაქო

დაწვრილებით...

ნოემბერი 2017 დეკემბერი 2017 იანვარი 2018
კვ ორ სა ოთ ხუ პა შა
1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30
31
There are no upcoming events currently scheduled.
სრულად...

LIVESCORE.in

ჩვენ გვყავს 256 სტუმარი ონლაინში