შენგელია "ბასკონიას" ევროლიგაში პირველი გამარჯვების მოპოვებაში დიდად დაეხმარა

PDF ბეჭდვა ელ. ფოსტა
ევროლიგა
GeosportS.ge   
პარასკევი, 03 ნოემბერი 2017 15:06

shengeliaთორნიკე შენგელიას "ბასკოიამ" ევროლიგაში პირველი დამარჯვება ბერძნულ "პანათინაიკოსთან" მოიპოვა, რაშიც ვიტორიული გუნდის ქართველმა კაპიტამა დიდი წვლილი შეიტანა.

ერთი, რომ შენგელიამ ერთ-ერთი საუკეთესო შედეგი დააფიქსირა და მეორეც, მატჩის ბოლო წამებზე, ქულით დაწინაურებული მეტოქის შეტევა დაფარებით ჩაშალა და სწორედ ამის შემდეგ ჩააგდო როდრიგ ბობუამ გამარჯვების ბურთი - 85:84.

შენგელია სასტარტო ხუთეულში არ ყოფილა, თუმცა, მასპინძელთაგან მოედანზე ყველაზე დიდი დრო (29:35) გაატარა. ქართველმა ფორვარდმა 11-დან 6 ორქულიანი და 5-დან 3 საჯარიმო ჩააგდო, 2 სამქულიანი ააცილა და 15 ქულას 3 მოხსნა, 3 პასი და 1 დაფარება მოაგროვა.
შენგელიამ ბურთი ერთხელ დაკარგა, 3 პერსონალური ფოლი მიიღო, მის წინააღმდეგ კი 5-ჯერ დაჯარიმდნენ.

ბასკური კლუბის მხრიდან, ჩვენებურის გარდა, 10-ქულიან ზღვარს ამერიკელები ჯეისონ გრეინჯერი (20) და მეტ ჯენინგი (12) და ფრანგი როდრიგ ბობუა (15) ასცდნენ.
“პანათინაიკოსის” რიგებში სარგებლიანობის საუკეთესო მაჩვენებელი ნიკ კალატესს ჰქონდა, რომელმაც ორმაგი დუბლი შეასრულა – 14 ქულა, 14 პასი. ნიკოს პაპასმა 22 ქულა ჩააგდო, ჯეიმს გისტმა – 16, კრის სინგლტონმა – 15, კეისი რივერსმა კი 12 ქულას 9 მოხსნა წაამატა.

ამ გამარჯვების წყალობით, “ბასკონიამ” 5 ტურის თავზე, სატურნირო ცხრილში ბოლო ადგილს თავი დააღწია, მომდევნო მატჩს კი 10 ნოემბერს, რუსეთში, “ხიმკის” წინააღმდეგ ჩაატარებს.

 

ჟურნალი

ადამიანი, რომელიც ფეხბურთს მართავს

დაწვრილებით...
 

ფენომენი

დაწვრილებით...
 

მამის საამაყო შვილი ... დავიდ ლუიზი

დაწვრილებით...
 

როგორ დავიკლოთ წონაში?

დაწვრილებით...
 

რივალდო - დამზადებულია ბრაზილიაში

დაწვრილებით...
 

ვიცხოვროთ ჯანსაღად! - მუცლის პრესი

დაწვრილებით...
 

რას კითხულობენ პრემიერლიგის ვარსკვლავები

დაწვრილებით...
 

უელსელი მარადონა - აარონ რამზი

დაწვრილებით...
 

მსაჯია-ადამიანი

დაწვრილებით...
 

საფეხბურთო ზოდიაქო

დაწვრილებით...

ნოემბერი 2017 დეკემბერი 2017 იანვარი 2018
კვ ორ სა ოთ ხუ პა შა
1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30
31
There are no upcoming events currently scheduled.
სრულად...

LIVESCORE.in

ჩვენ გვყავს 256 სტუმარი ონლაინში