გურამ კაშია: ყოველთვის ძალადობის წინააღმდეგი ვიქნები

PDF ბეჭდვა ელ. ფოსტა
საქართველო
GeosportS.ge   
შაბათი, 04 ნოემბერი 2017 18:51

kashia

საქართველოს ეროვნული ნაკრების ფეხბურთელმა და არნემის "ვიტესის" კაპიტანმა გურამ კაშიამ "რუსთავი 2"-ისთვის მიცემულ ინტერვიუში იმ გადაწყვეტილების შესახებ ისაუბრა, რომელიც მისი ნაკრებიდან გაძევების მოთხოვნის საბაბი გახდა.

კაშია ერედივიზიონის მატჩში მის გუნდს ლგბტ დროშის სამკლაურით გაუძღვა.

შეკითხვას – რა მოხდა საბოლოო ჯამში და რამ განაპირობა ის, რომ ასეთი არაჯანსაღი აჟიოტაჟი ატყდა შენს ირგვლივ- გურამ კაშიამ ასე უპასუხა:

“ეს იყო ჩვეულებრივი კამპანია, რაც დაწყებული იყო ჰოლანდიაში, ერედივიზიონში იყო ტური, რომელშიც, საერთოდ ფედერაციამ გადაწყვიტა, რომ ასეთი ტური ყოფილიყო და მხარი დაეჭირათ გარკვეულ კატეგორია ხალხზე, რომლეთა მიმართაც ძირითადად აგრესიით არიან განწყობილი, არავინ არ ელოდა ამხელა გამოხმაურებას საქართველოში. მე კაპიტანი ვარ, რა თქმა უნდა, პასუხისმგებელი ვარ გუნდის, რომ გავიყვანო. ეს ჩვეულებრივი თამაში იყო, ამხელა ყურადღება რატომ დაუთმეს და რატომ მიაქციეს მართალი გითხრა…

ბევრს ჰქონდა ამაზე თავიანთი აზრი, მაგრამ ეს იყო ჩვეულებრივი კამპანია, რომელიც ემსახურებოდა, რაც მე ვთქვი ინტერვიუში, რომ მე ყოველთვის აგრესიის წინააღმდეგი ვარ, მარტო იმ აგრესიის არა, რომელიც გარკვეული კატეგორიის ადამიანების მიმართ არის. რამდენი რამეში შეიძლება აგრესია ნახო?! ბავშვები, ცოლი, ქმარი, კაცი, ქალი, შავკანიანი, თეთრკანიანი, რელიგია, რამდენ რამეში აქვთ ადამიანებს აგრესია ერთმანეთის მიმართ?! მე ამის წინააღმდეგ ვთქვი, ამის წინააღმდეგი ყოველთვის ვიქნები და ყველა უნდა იყოს ჩემი აზრით”,- განაცხადა კაშიამ “რუსთავი 2”-სთვის მიცემულ ინტერვიუში.

საქართველოს ეროვნული ნაკრების ფეხბურთელი და არნემის “ვიტესის” კაპიტანი გურამ კაშია ერედივიზიონის მატჩში მის გუნდს ლგბტ დროშის სამკლაურით გაუძღვა ისევე, როგორც სხვა კლუბების ლიდერები, რითაც ლგბტ ადამიანებს მხარდაჭერა გამოუცხადა.

შედეგად, ქართველი ფეხბურთელის წინააღმდეგ საზოგადოების ნაწილმა სოციალურ ქსელში ჰომოფობიური კამპანია წამოიწყო და მისი ეროვნული ნაკრებიდან მოკვეთა მოითხოვა. გურამს ადამიანის უფლებადამცველი ორგანიზაციები, აქტივისტები, საზოგადოების სხვადასხვა ჯგუფების წარმომადგენლები და კოლეგები მხარდაჭერას უცხადებენ. ამის გამო მოძრაობამ “ქართველთა მარში” ფეხბურთის ფედერაციასთან აქციაც გამართა, კაშია არის პირველი ქართველი ფეხბურთელი, ვინც საჯაროდ გაბედა ლგბტ თემის მხარდაჭერა და განაცხადა, რომ ყველა ადამიანი თანასწორია.

წყარო: ნეტგაზეთი

 

ჟურნალი

ადამიანი, რომელიც ფეხბურთს მართავს

დაწვრილებით...
 

ფენომენი

დაწვრილებით...
 

მამის საამაყო შვილი ... დავიდ ლუიზი

დაწვრილებით...
 

როგორ დავიკლოთ წონაში?

დაწვრილებით...
 

რივალდო - დამზადებულია ბრაზილიაში

დაწვრილებით...
 

ვიცხოვროთ ჯანსაღად! - მუცლის პრესი

დაწვრილებით...
 

რას კითხულობენ პრემიერლიგის ვარსკვლავები

დაწვრილებით...
 

უელსელი მარადონა - აარონ რამზი

დაწვრილებით...
 

მსაჯია-ადამიანი

დაწვრილებით...
 

საფეხბურთო ზოდიაქო

დაწვრილებით...

ნოემბერი 2017 დეკემბერი 2017 იანვარი 2018
კვ ორ სა ოთ ხუ პა შა
1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30
31
There are no upcoming events currently scheduled.
სრულად...

LIVESCORE.in

ჩვენ გვყავს 258 სტუმარი ონლაინში