ლაშა ტალახაძის ახალი მსოფლიო რეკორდი

PDF ბეჭდვა ელ. ფოსტა
საინტერესო
GeosportS.ge   
კვირა, 05 ნოემბერი 2017 14:58

lasha

ქართველმა ძალოსანმა ლაშა ტალახაძემ ახალი მსოფლიო რეკორდი დაამყარა. დუშეთის კულტურის სახლში ძალოსნობაში საქართველოს ჩემპიონატი მიმდინარეობს.

"საზოგადოებრივი მაუწყებლის" ინფორმაციით, ოლიმპიურმა ჩემპიონმა ატაცში 220 კილოგრამის აწევა სწორედ ამ ტურნირზე შეძლო. ტალახაძემ თავისივე მსოფლიო რეკორდი (217 კილოგრამი) გააუმჯობესა, რითაც ყველა დროის საუკეთესო შედეგი დააფიქსირა.

დუშეთის კულტურის სახლში, ატაცში 220 კილოგრამი აწევისა და მსოფლიო რეკორდის დამყარების შემდეგ, ლაშა ტალახაძემ აკვრაში 254 კილო დასძლია და ჯამური მსოფლიო რეკორდი დაამყარა (474 კილო).

საგულისხმოა, რომ აღნიშნული რეკორდი თავად ლაშა ტალახაძეს ეკუთვნოდა. მან რიოს ოლიმპიადაზე ჯამში 473 კილო ასწია (ატაცი - 217, აკვრა 256).

წელს ძალოსნობაში მსოფლიო ჩემპიონატი კალიფორნიაში, ქალაქ ანაჰაიმში გაიმართება და ტურნირი 28 ნოემბერს დაიწყება. მძიმეწონოსნები 5 დეკემბერს იასპარეზებენ.

ლაშა ტალახაძე მსოფლიო ჩემპიონატს მთავარი ფავორიტის სტატუსით ხვდება.

 

ჟურნალი

ადამიანი, რომელიც ფეხბურთს მართავს

დაწვრილებით...
 

ფენომენი

დაწვრილებით...
 

მამის საამაყო შვილი ... დავიდ ლუიზი

დაწვრილებით...
 

როგორ დავიკლოთ წონაში?

დაწვრილებით...
 

რივალდო - დამზადებულია ბრაზილიაში

დაწვრილებით...
 

ვიცხოვროთ ჯანსაღად! - მუცლის პრესი

დაწვრილებით...
 

რას კითხულობენ პრემიერლიგის ვარსკვლავები

დაწვრილებით...
 

უელსელი მარადონა - აარონ რამზი

დაწვრილებით...
 

მსაჯია-ადამიანი

დაწვრილებით...
 

საფეხბურთო ზოდიაქო

დაწვრილებით...

ნოემბერი 2017 დეკემბერი 2017 იანვარი 2018
კვ ორ სა ოთ ხუ პა შა
1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30
31
There are no upcoming events currently scheduled.
სრულად...

LIVESCORE.in

ჩვენ გვყავს 1058 სტუმარი ონლაინში