საქართველო - კვიპროსი 1:0

PDF ბეჭდვა ელ. ფოსტა
საქართველო
GeosportS.ge   
შაბათი, 11 ნოემბერი 2017 16:24

download10 ნოემბერს გორის თენგიზ ბურჯანაძის სახელობის სტადიონზე საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა კვიპროსის წინააღმდეგ საერთაშორისო ამხანაგური მატჩი გამართა.

მატჩის დაწყებამდე ამპუტანტ ფეხბურთელთა ეროვნული ნაკრები გორის სტადიონზე შეკრებილ გულშემატკივარს მიესალმა. ფეხბურთის ფედერაციის დაფინანსებით, 2 წელია ამპუტანტ ფეხბურთელთა ლიგა ტარდება, რომელშიც მთელი ქვეყნის მასშტაბით 6 გუნდი მონაწილეობს. წელს კი, ამპუტანტ ფეხბურთელთა ეროვნულმა ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატზე პირველად იასპარეზა.

შეხვედრა გარდამავალი უპირატესობით წარიმართა და ჩვენი გუნდის გამარჯვებით 1:0 დასრულდა. შეხვედრის ერთადერთი გოლი 24-ე წუთზე გავიდა. ჯაბა კანკავამ დასწრებაზე კარგად ითამაშა და ერთი შეხებით დასარტყმელ პოზიციაზე გიორგი ქვილითაია გაიყვანა. ეროვნული გუნდის ფორვარდმა გიორგალიდის დაბალ კუთხეში გაუტანა.

მატჩის შემდგომ პრესკონფერენციაზე ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ჟურნალისტების კითხვებს უპასუხა:

ვლადიმირ ვაისი: "რა თქმა უნდა, მოუგებელი სერიის შემდეგ გამარჯვებით გახარებული ვარ. ჩვენ მომავალზე უნდა ვიფიქროთ, რადგან საკვალიფიკაციო ეტაპი, რომელიც ჩვენ უნდა გავიაროთ არ იქნება ადვილი, მაგრამ გვაქვს შანსი ევროპის ჩემპიონატზე მოსახვედრად ვიბრძოლოთ.

ერთა ლიგაზე გასამართი შეხვედრები დღევანდელის მსგავსი იქნება. კვიპროსი დაახლოებით ჩვენი დონის გუნდია. მათი ცხრა და ათი ნომრები კარგი ფეხბურთელები არიან. რაც შეეხება ჩვენს თამაშს, დაცვაში პრობლემები ნაკლებად გვაქვს ჩვენი მთავარი პრობლემა შეტევაა. ქვილითაიამ გოლი გაიტანა, მაგრამ მე მისგან მეტს ველი. იგივეს თქმა შემიძლია ყაზაიშვილზეც. დღეს ფლანგებმა, მერებაშვილმა და პაპუნაშვილმა კარგად ითამაშეს, განსაკუთრებით პირველ ნახევარში. თუმცა ცენტრალური თავდამსხმელებისგან მეტ აგრესიას, მოძრაობას და გახსნას ვითხოვ.

ყველა იმ გუნდისთვის, რომელიც რეიტინგში ჩვენთან ახლოსაა მომავალი საკვალიფიკაციო ეტაპი დიდი შანსია. თექვსმეტი გუნდიდან ევროპის ჩემპიონატის საგზურს მხოლოდ ერთი მოიპოვებს და ეს რეიტინგში დაბლა მყოფი ნაკრებებისთვის კარგი შანსია. რა თქმა უნდა ჩვენ ბოლომდე ვიბრძოლებთ. ვნახოთ რა მოხდება წილისყრაზე. სექტემბერ-ოქტომბერ-ნოემბერში გასამართი ჯგუფური ეტაპის მოგება გვსურს, რაც საშუალებას მოგვცემს ერთი წლის შემდეგ ევროპის ჩემპიონატზე მოსახვედრად ვიბრძოლოთ. ეს არის მიზანი და ეს უნდა იყოს ჩვენი დავალება. თითოეული თამაშისთვის ინდივიდუალურად უნდა მოვემზადოთ. დღეს ბიჭებს ვუთხარი, რომ ჩვენი დონის გუნდებთან მოგება უნდა ვისწავლოთ. 

ვფიქრობ, რომ საქართველოში ყველა ხედავს რამდენად მნიშვენლოვანი მოთამაშეები არიან ლორია, კანკავა და კაშია ჩვენი გუნდისთვის. შეიძლება ითქვას, რომ ეს მოთამაშეები გუნდის ტვინი და გული არიან და მათ ეს დღესაც დაამტკიცეს. ჯაბა ნახევარი წელია უგუნდოდაა და უბრალოდ დაუჯერებულია როგორ ახერხებს ის, ამ დონეზე თამაშს. რაც შეეხება გურამ კაშიას, ის დღეს საუკეთესო იყო მოედანზე. ლორიამ კი, რთული ბურთი მოიგერია, კარი მშრალად შეინახა და სწორედ ამიტომ მოვიგეთ. ასევე კარგი თამაში ჩაატარეს კაკაბაძემ და ნავალოვსკიმ, მაგრამ მათ მეტი შეუძლიათ. კმაყოფილი ვარ ხოჭოლავას თამაშითაც, ის ართმევაზე შესანიშნავად მოქმედებს. მადლობა მინდა გადავუხადო გორის სტადიონს, საგულშემატკივრობდ მოსულ ადამიანებს და ორგანიზატორებს, ასეთი პირობების შექმნისთვის."

ვლადიმირ ვაისის გუნდი მომდევნო ამხანაგურ შეხვედრას 13 ნოემბერს ქუთაისის რამაზ შენგელიას სახელობის სტადიონზე ბელარუსის ეროვნული ნაკრების წინააღმდეგ გამართავს. მატჩი 18:00 საათზე დაიწყება. შეხვედრაზე დასასწრები ბილეთების რეალიზაცია TKT.ge-ზე და სტადიონის სალაროებში მიმდინარეობს. ბილეთის ფასი 2 ლარს შეადგენს.

საქართველო - კვიპროსი 1:0

გორი, „თენგიზ ბურჯანაძე“

საქართველო:
ლორია, კაკაბაძე, ხოჭოლავა, კაშია, კანკავა, ყაზაიშვილი (67’ ს. ლობჟანიძე), კვეკვესკირი (82’ აბურჯანია), ქვილითაია (82’ კაჭარავა), მერებაშვილი (82’ სიხარულიძე), პაპუნაშვილი (74’ გვილია), ნავალოვსკი (82’ გრიგალავა)

სათადარიგო შემადგენლობა: მაკარიძე, კვასხვაძე, შერგელაშვილი, გეგეჭკორი, ჯიღაური, დვალი

მთავარი მწვრთნელი: ვლადიმირვაისი

კვიპროსი: გიორგალიდისი, მერკისი, დემეტრუ, ეფრემი (65’ კასტანოსი), კირიაკუ (73’ ავრაამი), კრისტოფი (73’ მიტიდესი), სოტირუ, ლაბანი (65’ ფილაკტუ), მარგასა (82’ ვასილეუ), არტიმატასი (82’ ეკონომიდესი), ლაიფისი

სათადარიგო შემადგენლობა: გოასი, მიხაელი, დოსა, კატელარისი, ანტონიადესი, პაპაფოტისი, სტილიანუ, რუშიასი

მთავარიმწვრთნელი: რანბენშიმონი

მსაჯები: სურენ ბალიანი (სომხეთი), ვანიკ სიმონიანი (სომხეთი), ერიკ არევშატიანი (სომხეთი), ირაკლი კვირიკაშვილი (საქართველო)

გაფრთხილება: 25’ ლაბანი, 26’ კაკაბაძე, 26’ მერკისი, 79’ სოტირუ

გოლი: 1:0 ქვილითაია (24)

gff.ge

 

 

ჟურნალი

ადამიანი, რომელიც ფეხბურთს მართავს

დაწვრილებით...
 

ფენომენი

დაწვრილებით...
 

მამის საამაყო შვილი ... დავიდ ლუიზი

დაწვრილებით...
 

როგორ დავიკლოთ წონაში?

დაწვრილებით...
 

რივალდო - დამზადებულია ბრაზილიაში

დაწვრილებით...
 

ვიცხოვროთ ჯანსაღად! - მუცლის პრესი

დაწვრილებით...
 

რას კითხულობენ პრემიერლიგის ვარსკვლავები

დაწვრილებით...
 

უელსელი მარადონა - აარონ რამზი

დაწვრილებით...
 

მსაჯია-ადამიანი

დაწვრილებით...
 

საფეხბურთო ზოდიაქო

დაწვრილებით...

ოქტომბერი 2017 ნოემბერი 2017 დეკემბერი 2017
კვ ორ სა ოთ ხუ პა შა
1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30
There are no upcoming events currently scheduled.
სრულად...

LIVESCORE.in

ჩვენ გვყავს 806 სტუმარი ონლაინში