მერაბ შარიქაძე: „გულშემატკივრისთვის ვიხარჯებით“

PDF ბეჭდვა ელ. ფოსტა
საქართველო
GeosportS.ge   
შაბათი, 11 ნოემბერი 2017 16:32

DSC_4375_Instoryბორჯღალოსანთა კაპიტანმა მერაბ შარიქაძემ გულშემატკივრის მნიშვნელობაზე ისაუბრა და მათ ‘დინამო არენაზე’ მოსვლისკენ მოუწოდა.

„ჩვენთვის გულშემატკივარი ყველაზე ძვირფასია და მათ მხარდაჭერას უდიდესი მნიშვნელობა აქვს. რაგბს სწორედ იმიტომ ვთამაშობ, რომ ქომაგს სიამოვნება მივანიჭო. მოედანზე მხოლოდ მათთვის ვიბრძვით, მათთვის ვიხარჯებით და ხვალ ყველას სტადიონზე ველოდებით“ - განაცხადა თიბისი რაგბის სერიების პირველი მატჩისწინა პრესკონფერენციაზე შარიქაძე.

 

თიბისი რაგბის სერიების პირველ შეხვედრაში, ბორჯღალოსნები კანადას ‘დინამო არენაზე’ დაუხვდებიან (11 ნოემბერი, 18 საათი). დღეისათვის ამ გუნდებს შორის თანაბარი ბალანსია (3-3 მოგება) და ხვალ მილთონ ჰეიგის შეგირდები ურთიერთშეხვედრებში დაწინაურებას ეცდებიან. შარიქაძე ამბობს, რომ გამარჯვების მოპოვება იოლი არ იქნება:

„კანადის წინააღმდეგ რამდენჯერმე მითამაშია და მარტივი არცერთი იყო. მათთან დიდი სხვაობით არასდროს მოგვიგია, ამ ზაფხულს კი მეტოქე სტუმრად პირველად დავამარცხეთ.

ნოემბერში ეს ჩვენი პირველი თამაშია. რაგბი უამრავი დეტალისგან შედგება და ერთი კვირა ყველაფრის გასავლელად საკმარისი არაა. ამ მხრივ ძლიერ წაგვადგა მონპელიეში გავლილი 3-დღიანი შეკრება. იმდენი რამაა შესათანხმებელი, რომ ხშირად კრებებით უფრო ვიღლებით, ვიდრე ვარჯიშით.

მთლიანობაში, კანადასთან მატჩისთვის კარგად მოვემზადეთ. პროგნოზებისგან თავს შევიკავებ, მაგრამ შემიძლია გითხრათ, რომ ხვალ კარგი სანახაობრივი თამაში იქნება. გვეიმედება იმ ახალგაზრდების, რომლებიც შემადგენლობაში არიან და მათიც, ვინც ამ ეტაპზე განაცხადში ვერ მოხვდნენ“.

ბორჯღალოსანთა მთავარმა მწვრთნელმა მილთონ ჰეიგმა იმ სიახლეებზე ისაუბრა, რომელიც 23-კაციან განაცხადშია და ახალგაზრდები საუკეთესოდ დაახასიათა:

„მსოფლიო თასამდე 2 წელია და ახლა ახალბედების სანახავად საუკეთესო პერიოდია. ჩვენ დიდი ხნის განმავლობაში ვეძებდით ისეთ მოთამაშეებს, რომლებიც ფრთისა და 15 ნომრის პოზიციას დაფარავდნენ. ამ ბიჭებმა 20-წლამდელთა ნაკრებში თამაშისას თავი გამოიჩინეს და ახლა შანსი ეროვნულში ეძლევათ. კოშაძე შარშანაც გვყავდა ნაკრებში და ძალიან კარგი შთაბეჭდილება დატოვა. სოსო მათიაშვილი 15 ნომრად პირველად იწყებს თამაშს. ზაფხულში მან ამ პოზიციაზე არგენტინასთან 30 წუთი ითამაშა და ახლა დაწყების შანსი დაიმსახურა. კვესელაძე თადარიგშია და მინდა გითხრათ, რომ ის ტრავმებმა შეაწუხა, თორემ ნაკრებში აქამდეც იქნებოდა.

როდესაც ფრთისა და 15 ნომრის პოზიციაზე მოთამაშეებს ვარჩევთ, მნიშვნელოვანია, რომ ისინი სამივე პოზიციას ფარავდნენ. მოდებაძეს და მათიაშვილს ამის პოტენციალი აქვთ, რაც დიდი პლიუსია. კოშაძე დიდ 10-ში შუამარბად თამაშობს, თუმცა ნაკრებში მას გარემარბად განვიხილავთ. ტესტებმა გვაჩვენა, რომ ის ჩვენს გუნდში ერთ-ერთი ყველაზე სწრაფი მოთამაშეა“.

ჰეიგს შერკინების მეორე ხაზში არსებული პრობლემის შესახებაც კითხეს:

„ჩვენ ვეძებთ მაღალ, ათლეტურ ბიჭებს, რომლებიც ამ პოზიციას დაფარავენ, თუმცა ამ ეტაპზე, მიუხედავად ასაკისა, საუკეთესოები გიორგი ნემსაძე და გიორგი ჩხაიძე არიან. ისინი კარგად ასრულებენ დაკისრებულ მოვალეობას. ახალგაზრდები მოდიან, თუმცა ისინი დიდი რაგბისთვის ჯერ მზად არ არიან. მომავალი მსოფლიო თასებისთვის ძიება გაგრძელდება“.

კანადა უძლიერესი შემადგენლობით ითამაშებს

კანადის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა კინგსლი ჯონსმა იმ მიზეზებზე ისაუბრა, რის გამოც ერთი კვირის წინ ‘მაორებთან’ ნათამაშები სასტარტო 15-ეულში 7 ცვლილება განახორციელა:

„წინა კვირაში მსოფლიო რაგბის საერთაშორისო ფანჯარა არ იყო და ამის გამო ყველა სასურველი მოთამაშე ვერ გამოვიძახეთ. სამაგიეროდ, შანსი მიიღეს ახალგაზრდებმა, რაც ძალიან მნიშვნელოვანია. ახლა ჩვენ ლეგიონერებიც დაგვემატნენ და ტურნეზე უძლიერესი შემადგენლობით წამოვედით.

ჩვენი მიზანია, რომ უახლოესი თამაშები მოვიგოთ და ხვალ მოედანზე სწორედ ამ მიზნით გავალთ. მნიშვნელოვანია, რომ მსოფლიო თასის შესარჩევ თამაშებს (ურუგვაისთან 2018 წლის იანვარ-თებერვალში) გამარჯვებულის ფსიქოლოგიით შევხვდეთ. თუ ურუგვაის ვძლიეთ და მსოფლიო თასზე ჯგუფში საქართველოსთან მოვხვდით, მაშინ ტაქტიკის გადახედვა მოგვიწევს, ხვალ კი, მხოლოდ გამარჯვებისთვის ვიბრძოლებთ“.

უელსელი სპეციალისტი ქართველი ახალგაზრდების შესაძლებლობებს კარგად იცნობს:

„მე მსოფლიო რაგბის 20-წლამდელთა ჩემპიონატის მსვლელობისას კომენტატორი ვიყავი და ახალგაზრდა ქართველი მორაგბეების თამაშით აღფრთოვანებული ვარ. შესაძლოა მათ გამოცდილება არ ქონდეთ, მაგრამ ძლიერი შემსრულებლები არიან. ნებისმიერ შემთხვევაში, ხვალ ჩვენი მიზანი ქართველთა ძლიერი შერკინების განეიტრალებაა და თუ ეს მოვახერხეთ, მოგების შანსი აუცილებლად გვექნება“.

კინგსლი ჯონსი, რომელიც ადრე რუსეთის ნაკრების მთავარი მწვრთნელი იყო, მამუკა გორგოძის არყოფნით გახარებულია, თუმცა იქვე დასძენს, რომ სხვა ქართველი მორკინალებიც არანაკლები სიძლიერის არიან:

„მშვიდად ვარ, რადგან ხვალ მამუკა მოედანზე არ იქნება. წლების განმავლობაში, როდესაც რუსეთის ნაკრებში ვმუშაობდი, ჩვენი მთავარი ამოცანა სწორედ გორგოძის გაჩერება იყო. კარგია მის წინააღმდეგ რომ არ მოგვიწევს თამაში, თუმცა საქართველოში სხვა ძლიერი მორკინალებიც არიან. ჩვენ მეტოქე გუნდის შემადგენლობას პატივისცემით ვეკიდებით“.

მწვრთნელმა კანადელთა ჩავარდნა დროებით მოვლენად მიიჩნია:

„კანადის ნაკრების თამაშებს ბავშვობიდან ვუყურებ. კანადა არ იმსახურებს იმ ადგილზე ყოფნას, სადაც მას ახლა ვხედავთ. ამ გუნდს აქვს უდიდესი პოტენციალი და დარწმუნებული ვარ, სწორი მიდგომით სულ მალე კუთვნილ ადგილს დავიბრუნებთ“.

„ნეკერჩხლების“ კაპიტანი ფილ მაკი იმედოვნებს, რომ ხვალ საქართველოში კარგი ამინდი იქნება და თამაშის ხარისხიც ექვსი თვის წინანდელზე უკეთესი გამოვა:

„კანადაში გამართული მატჩისას ძალიან ცუდი მეტეოროლოგიური პირობები იყო და საკუთარი პოტენციალი ვერცერთმა გუნდმა ვერ გამოავლინა. ჩვენი მატჩის გეგმაა, რომ გავანეიტრალოთ მეტოქის მორკინალები და თამაში გავშალოთ. ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ 2018 წლის იანვარ-თებერვალში მსოფლიო თასის კვალიფიკაცია გავიაროთ, თუმცა მანამდე ხვალინდელი თამაშია და მოსაგებად მაქსიმუმს გავიღებთ“.

rugby.ge

 

ჟურნალი

ადამიანი, რომელიც ფეხბურთს მართავს

დაწვრილებით...
 

ფენომენი

დაწვრილებით...
 

მამის საამაყო შვილი ... დავიდ ლუიზი

დაწვრილებით...
 

როგორ დავიკლოთ წონაში?

დაწვრილებით...
 

რივალდო - დამზადებულია ბრაზილიაში

დაწვრილებით...
 

ვიცხოვროთ ჯანსაღად! - მუცლის პრესი

დაწვრილებით...
 

რას კითხულობენ პრემიერლიგის ვარსკვლავები

დაწვრილებით...
 

უელსელი მარადონა - აარონ რამზი

დაწვრილებით...
 

მსაჯია-ადამიანი

დაწვრილებით...
 

საფეხბურთო ზოდიაქო

დაწვრილებით...

ოქტომბერი 2017 ნოემბერი 2017 დეკემბერი 2017
კვ ორ სა ოთ ხუ პა შა
1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30
There are no upcoming events currently scheduled.
სრულად...

LIVESCORE.in

ჩვენ გვყავს 950 სტუმარი ონლაინში