კანადა დამარცხებულია!

PDF ბეჭდვა ელ. ფოსტა
საქართველო
შაბათი, 11 ნოემბერი 2017 21:04

jpg-1510413559-1024x683

დღეს, საქართველოს მორაგბეთა ნაკრებმა თიბისი რაგბის სერიის პირველი შეხვედრა გამართა. "ბორჯღალოსნებმა" კანადას დამაჯერებლად 54:22 მოუგეს.

შეხვედრის პირველი ტაიმი “ბორჯღალოსნებმა” 23:8 მოიგეს.

მეორე ნახევარიც მასპინძლების უპირატესობით დაიწყო. კანადელები საკუთარ 22 მეტრიან ზონაში დაჯარიმდნენ, რაც მათიაშვილმა სამ ქულად აქცია – 26:8.

ამის შემდეგ კვლავ “ბორჯღალოსნები” უტევდნენ. ხუთმეტრიან ზონაში რამდენიმე ფაზის შემდეგ ბურთი ლელოს ხაზზე კოტე მიქაუტაძემ დაამიწა. მათიაშვილმა გარდასახა და ქართველები წინ უკვე 25 ქულიანი უპირატესობით გავიდნენ.

გაშვებული ლელოს შემდეგ კანადელები გააქტიურდნენ, ქართველთა დაცვაში ცარიელი ადგილი მოძებნეს და ანგარიშში სხვაობა გარდასახული ლელოთი შეამცირეს.

25 ქულიანი უპირატესობა ნაკრებს გუნდის კაპიტანმა მერაბ შარიქაძემ დაუბრუნა. მან კანადელთა მგეზავს დაუფარა, ბურთს დაეწია, თავადვე დაეუფლა და მორიგი სანაკრებო ლელო დადო – 40:15.

მეორე ტაიმში ქართველები დაცვაში ბევრად უყურადღებოდნენ თამაშობდნენ, რითიც სტუმრები კარგად სარგებლობდნენ. შარიქაძის ლელოს ორიოდ წუთში კანადელთა გარემარბის, სთოლერის ლელო მოჰყვა. საქართველო 40:22 კანადა.

დადებული ლელოს შემდეგ ისევ კანადელები აქტიურობდნენ, თუმცა მათ მიერ შეტევაში დაკარგულ ბურთს სოსო მათიაშვილი დაეუფლა და გადაიკიდა. თითქოს ბურთი მოედნის ფარგლებს ტოვებდა, მაგრამ მათიაშვილმა მიასწრო და დაამიწა. მსაჯმა ლელო ვიდეო რეფერისთან კონსულტაციის შემდეგ ჩათვალა.

მატჩის ბოლო წუთებზე ქართველები მეტოქის ხუთმეტრიან ზონაში გამაგრდნენ და ლელო ასიეშვილმაც მიითვალა.

სოსო მათიაშვილმა შეხვედრაში 34 ქულა გააკეთა (2 ლელო, 6 გარდასხვა, 4 ჯარიმა).

გიორგი კვესელაძეს კი სანაკრებო დებიუტი დაბადების დღეზე მოუწია და გამარჯვებით აღნიშნა.

“ბორჯღალოსნებმა” კანადელები 32 ქულიანი სხვაობით პირველად დაამარცხეს.

საბოლოო ანგარიში – საქართველო 54:22 კანადა.

 

ნოემბერი 2017 დეკემბერი 2017 იანვარი 2018
კვ ორ სა ოთ ხუ პა შა
1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30
31
There are no upcoming events currently scheduled.
სრულად...

LIVESCORE.in

ჩვენ გვყავს 1347 სტუმარი ონლაინში