წლის ბოლო მატჩი ბელარუსთან

PDF ბეჭდვა ელ. ფოსტა
საქართველო
ორშაბათი, 13 ნოემბერი 2017 14:52

nakrebi

საქართველოს ეროვნული ნაკრები წლის ბოლო ამხანაგურ მატჩს ქუთაისში, ბელარუსის წინააღდეგ გამართავს.

მატჩის წინ ვლადიმირ ვაისის გუნდმა თბილისის ზღვაზე მდებარე ს.კ „ზესტაფონის“ ბაზაზე ივარჯიშა. შეკრებაზე მყოფი ყველა ფეხბურთელი ჯანმრთელადაა და მოახლოებული ამხანაგური მატჩისთვის სრული დატვირთვით ემზადება.

ეროვნული ნაკრების შემადგენლობა ბელარუსის ნაკრების წინააღმდეგ:

მეკარეები: გიორგი ლორია (ანჟი, რუსეთი), გიორგი მაკარიძე (მორეირენსე, პორტუგალია), როინ კვასხვაძე (ტორპედო, ქუთაისი)

მცველები: ოთარ კაკაბაძე (ხიმნასტიკი, ესპანეთი), გურამ კაშია (ვიტესი, ჰოლანდია), ლევან გეგეჭკორი (დინამო, თბილისი), გია გრიგალავა (არსენალი, ტულა, რუსეთი), ლაშა დვალი (პოგონი, პოლონეთი) დავით ხოჭოლავა (შახტარი, უკრაინა) გიორგი ნავალოვსკი (სკა ენერგია, რუსეთი), ლაშა შერგელაშვილი (რიგასი, ლატვია)

ნახევარმცველები: ნიკა კვეკვესკირი (ტობოლი, ყაზახეთი), ჯაბა კანკავა, ვაკო გვილია (ბატე, ბელარუსი), გიორგი აბურჯანია (სევილია, ესპანეთი), გიორგი მერებაშვილი (ვისლა, პლოცკი, პოლონეთი), ჯაბა ჯიღაური (ვარდარი, მაკედონია), გიორგი პაპუნაშვილი (სარაგოსა, ესპანეთი), საბა ლობჟანიძე (რანდერსი, დანია), ვაკო ყაზაიშვილი (სან ხოსე ერსქვიკსი, აშშ)

თავდამსხმელები: გიორგი ქვილითაია (რაპიდი, ავსტრია), ნიკა კაჭარავა (კორონა, პოლონეთი), ირაკლი სიხარულიძე (ლოკომოტივი, თბილისი)

საქართველოსა და ბელარუსის მატჩზე ბილეთის ფასი 2 ლარს შეადგენს და მისი შეძენა TKT.ge-ზე და სტადიონის სალაროებში შეგიძლიათ. შეგახსენებთ, რომ შეხვედრაზე დასასწრებად ბილეთი ყველა გულშემატკივარს სჭირდება.

 

ნოემბერი 2017 დეკემბერი 2017 იანვარი 2018
კვ ორ სა ოთ ხუ პა შა
1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30
31
There are no upcoming events currently scheduled.
სრულად...

LIVESCORE.in

ჩვენ გვყავს 1365 სტუმარი ონლაინში