საკალათბურთო ნაკრებმა მსოფლიოს ჩემპიონატისთვის მზადება დაიწყო

PDF ბეჭდვა ელ. ფოსტა
საქართველო
GeosportS.ge   
ორშაბათი, 13 ნოემბერი 2017 19:02

zurosსაკალათბურთო ნაკრებმა მსოფლიოს ჩემპიონატისთვის მზადება დაიწყო

საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა მსოფლიოს 2019 წლის ჩემპიონატის შესარჩევი ტურნირისთვის მზადება დაიწყო. მთავარმა მწვრთნელმა, ილიას ზუროსმა 24 კანდიდატი დაასახელა, რომელთაგან ნოემბრის საკვალიფიკაციო მატჩებისთვის 12-ს შეარჩევს.

არაერთ ახალბედასთან ერთად, ეროვნულ ნაკრებში გამოძახებულნი არიან ევროლიგის მოთამაშეები - გიორგი შერმადინი (უნიკახა, ესპანეთი) და თორნიკე შენგელია (ბასკონია, ესპანეთი). საქართველოს ნაკრებთან თანამშრომლობა გააგრძელა ამერიკელმა მაიკლ დიქსონმა, რომელიც საქართველოს პასპორტს ფლობს და ჩვენი ეროვნული ნაკრების ღირსებას ბოლო 2 წელია, იცავს. ნაკრების გაფართოვებულ შემადგენლობას აღნიშნულ პრეს-რელიზში გაეცნობით.

ცვლილებები განხორციელდა სამწვრთნელო შტაბში. გასული ევრობასკეტის შემდეგ ამოწურული კონტრაქტები არ გაუხანგრძლივდათ მთავარი მწვრთნელის ასისტენტებს - იურიცა გოლემაცს, ირაკლი ხოშტარიას და კოტე ტუღუშს. ილიას ზუროსის გადაწყვეტილებით მათი ადგილები დაიკავეს „ოლიმპის“ მწვრთნელმა, დავით როგავამ და ბერძენმა სპეციალისტმა გეორგიოს ლიმნიატისმა. ეს უკანასკნელი პროფესიონალი კალათბურთელი იყო და საბერძნეთის ეროვნულ ნაკრებშიც გამოდიოდა. მოთამაშის კარიერის დასრულების შემდეგ ლიმნიატისმა მუშაობა მწვრთნელად დაიწყო.

გასულ სეზონში ის ბერძნული პაოკ-ის მთავარი მწვრთნელის ასისტენტი გახლდათ. სამწვრთნელო შტაბში, ასისტენტის პოზიციაზე მუშაობას აგრძელებენ უცხოელი სპეციალისტები - სერბი მილოშ გლიგორიევიჩი და ხორვატი ტიხომირ ბუიანი.

შეიცვალა ფიზმომზადების მწვრთნელიც. დამსახურებული ავთო ბერიძის ადგილი ახალგაზრდა სპეციალისტმა - ირაკლი შიოშვილმა დაიკავა. ბერიძე მუშაობას საქართველოს ასაკობრივ ნაკრებებში გააგრძელებს. ექიმთა შტაბს კვლავინდებურად თემურ ხვედელიძე უხელმძღვანელებს, რომელსაც ზურა სულეიმანაშვილი დაეხმარება.

საქართველოს ეროვნული ნაკრები გაფართოებული შემადგენლობით ვარჯიშს 12 ნოემბერს, „დინამოს“ საწვრთნელ ბაზაზე შეუდგა. ილიას ზუროსი გუნდს 20 ნოემბრამდე ავარჯიშებს, რის შემდეგაც ჩვენი ნაკრები გერმანიაში გაემგზავრება და 24 ნოემბერს მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევი ტურნირის პირველ მატჩს გამართავს.

საქართველოს ნაკრები გერმანიიდან ბელგრადში გადაინაცვლებს და ფიბას მიერ გამოყოფილი სანაკრებო ფანჯრის მეორე შეხვედრას გასული ევრობასკეტის ვერცხლისმედალოსან სერბეთთან გამართავს.

შეგახსენებთ, შესარჩევ ჯგუფში საქართველოს, გერმანიისა და სერბეთთან ერთად ავსტრიაც გახლავთ. მომდევნო ეტაპზე 3 საუკეთესო ნაკრები გადის. ფიბას მიერ დაწესებული მომდევნო სანაკრებო ფანჯრები თებერვალში და ივნის-ივლისშია დაგეგმილი.

საქართველოს ეროვნული ნაკრების კალენდარი

მსოფლიოს 2019 წლის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ტურნირი #FIBAWORLDCUP2019

24 ნოემბერი, 2017

გერმანია - საქართველო

ქემნიცი, გერმანია

27 ნოემბერი, 2017

სერბეთი - საქართველო

ბელგრადი, სერბეთი

23 თებერვალი, 2018

ავსტრია - საქართველო

ავსტრია

25 თებერვალი, 2018

საქართველო - გერმანია

თბილისი, საქართველო

29 ივნისი, 2018

საქართველო - სერბეთი

თბილისი, საქართველო

2 ივლისი, 2018

საქართველო - ავსტრია

თბილისი, საქართველო

საქართველოს ეროვნული ნაკრების გაფართოებული შემადგენლობა

მსოფლიოს 2019 წლის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ტურნირი

მოთამაშეები

პოზიცია

სიმაღლე

გუნდი

თორნიკე შენგელია

4

207

ბასკონია (ესპანეთი)

გიორგი შერმადინი

5

215

უნიკახა (ესპანეთი)

გიორგი ცინცაძე

1

192

პოლიტექნიკა (რუმინეთი)

მანუჩარ მარკოიშვილი

2/3

196

რეჯიო ემილია ((სერია „ა“, იტალია)

დუდა სანაძე

2/3

196

ფლექს პისტოია (სერია „ა“, იტალია)

მაიკლ დიქსონი

2/1

186

სტრასბური (PRO A, საფრანგეთი)

გოგა ბითაძე

5

211

მეგა ბიმაქსი (სერბეთი)

ილია ლონდარიძე

5/4

206

დინამო

მიხეილ ბერიშვილი

3/4

203

დინამო

ანატოლი ბოისა

3/2

196

კაკტუსი

ბექა ბექაური

4/5

208

ქუთაისი

ნოდარ გოგოძე

2/1

192

დინამო

ნიკა ცქიტიშვილი

4/5

213

თავისუფალი აგენტი

ლევან ფაცაცია

3/2

198

დინამო

აკაკი დვალიშვილი

5/4

208

ქუთაისი

ბექა წივწივაძე

1

188

ქუთაისი

რევაზ როგავა

2

193

ოლიმპი

ნიკა დარბაიძე

3/4

203

ოლიმპი

გეგი ბაქრაძე

5/4

203

ოლიმპი

გიგი გოგობერიშვილი

2

195

რუსთავი

ოთარ პერტაია

1

180

ეისბარენ ბრემერჰავენი (გერმანია)

ნიკა მეცხვარიშვილი

4/3

200

ზაზა

რატი ანდრონიკაშვილი

1

190

ბასკონია (ესპანეთი)

მერაბ ბოქოლიშვილი

2

194

ოლიმპი

1 - გამთამაშებელი, 2 - მსროლელი, 3 - მსუბუქი ფორვარდი, 4 - მძიმე ფორვარდი, 5 - ცენტრი

სამწვრთნელო შტაბი

გეორგიოს ლიმნიატისი

მთ. მწვრთნელის ასისტენტი

მილოშ გლიგორიევიჩი

მთ. მწვრთნელის ასისტენტი

ტიხომირ ბუიანი

მთ. მწვრთნელის ასისტენტი

დავით როგავა

მთ. მწვრთნელის ასისტენტი

ირაკლი შიოშვილი

ფიქმომზადების მწვრთნელი

თემურ ხვედელიძე

ექიმი

ზურა სულეიმანაშვილი

ექიმი

 

ჟურნალი

ადამიანი, რომელიც ფეხბურთს მართავს

დაწვრილებით...
 

ფენომენი

დაწვრილებით...
 

მამის საამაყო შვილი ... დავიდ ლუიზი

დაწვრილებით...
 

როგორ დავიკლოთ წონაში?

დაწვრილებით...
 

რივალდო - დამზადებულია ბრაზილიაში

დაწვრილებით...
 

ვიცხოვროთ ჯანსაღად! - მუცლის პრესი

დაწვრილებით...
 

რას კითხულობენ პრემიერლიგის ვარსკვლავები

დაწვრილებით...
 

უელსელი მარადონა - აარონ რამზი

დაწვრილებით...
 

მსაჯია-ადამიანი

დაწვრილებით...
 

საფეხბურთო ზოდიაქო

დაწვრილებით...

ნოემბერი 2017 დეკემბერი 2017 იანვარი 2018
კვ ორ სა ოთ ხუ პა შა
1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30
31
There are no upcoming events currently scheduled.
სრულად...

LIVESCORE.in

ჩვენ გვყავს 269 სტუმარი ონლაინში