კაშია: სანამ ერთი გულშემატკივარი მაინც მეყოლება ჩვენს ქვეყანაში, იმ ადამიანისთვის გამოვცხადდები ნაკრებში

PDF ბეჭდვა ელ. ფოსტა
საქართველო
სამშაბათი, 14 ნოემბერი 2017 11:41

guram kashias gancxadeba

გურამ კაშია სოციალურ ქსელში განცხადებას ავრცელებს და გუშემატკივარს მხარდაჭერისთვის მადლობას უხდის.

"მადლობა გორში და ქუთაისში მოსულ მაყურებელს! დიდი მადლობა, ვინც ამ ორი თამაშის განმავლობაში მხარი დაუჭირა ჩვენს ნაკრებს", – ამ განცხადებას ფეისბუკზე საქართველოს ნაკრების ვიცეკაპიტანი გურამ კაშია ავრცელებს.

"მე სანამ ერთი გულშემატკივარი მაინც მეყოლება ჩვენს ქვეყანაში, იმ ადამიანისთვის გამოვცხადდები ნაკრებში! შევხვდებით 2018-ში", – წერს კაშია.

საქართველოს ნაკრებმა 10 და 13 ნოემბერს გურამ კაშიას მონაწილეობით ორი მატჩი გამართა: გორში კვიპროსს სძლია 1-0, ხოლო ქუთაისში ბელარუსთან 2-2 ითამაშა.

კვირპოსთან მატჩში ე.წ. ქართული მარში, რომელიც კაშიასგან ბოდიშის მოხდას ან მისი ნაკრებიდან მოკვეთას მოითხოვს თანასწორობის მხარდაჭერის გამო, არ გამოჩენილა, ქუთაისში კი მათ აქცია გამართეს და სტადიონზე ლგბტ დროშა დაწვეს.

ქუთაისში დღევანდელი მატჩის წინ ქომაგებს სტადიონის უსაფრთხოების სამსახურები ჩხრეკდნენ. გულშემატკივრებს თამაშზე შესვლა დაუგვიანდათ. "ქართული მარშის" წევრებმა და ფეხბურთის გულშემატკივრების ნაწილმა სტადიონზე შესვლა მოახერხეს. რამდენიმე მედიასაშუალების ცნობით, გულშემატკივრები სტადიონზე შეიჭრნენ, ხოლო რ2-ის ცნობით, კარი საბოლოოდ პოლიციამ გააღო.

"ქართული მარშის" წევრები სკანდირებდნენ ჰომოფობიურ შეძახილებს, რის შემდეგაც მათ ლგბტ დროშა დაწვეს და სტადიონი დატოვეს.

შსს-ში ნეტგაზეთს უთხრეს, რომ მათ ქუთაისში არავინ დაუკავებიათ. სტადიონზე სპეცრაზმი იყო მობილიზებული.

 

ნოემბერი 2017 დეკემბერი 2017 იანვარი 2018
კვ ორ სა ოთ ხუ პა შა
1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30
31
There are no upcoming events currently scheduled.
სრულად...

LIVESCORE.in

ჩვენ გვყავს 1327 სტუმარი ონლაინში