მსოფლიოს ოთხგზის ჩემპიონი მუნდიალს მიღმა

PDF ბეჭდვა ელ. ფოსტა
მთავარი სიახლე
GeosportS.ge   
სამშაბათი, 14 ნოემბერი 2017 14:49

jijiiმსოფლიოს ოთხგზის ჩემპიონი მუნდიალს მიღმა

კომენტატორები ერთმანეთს ეპითეტების მოფიქრებაში ეჯიბრებიან, სკუარდა აძურას გულშემატკივრები დაღონებულები არიან, ისინი კი, ვინც შვედების გასვლა იწინასწარმეტყველა - ზეიმობენ.

მსოფლიოს ოთხგზის ჩემპიონი იტალიის ნაკრები, პირველად ბოლო 60 წლის განმავლობაში, მსოფლიოს ჩემპიონატის მიღმა დარჩა.

ჯამპიერო ვენტურა, იტალიის ნაკრების მწვრთნელი: "გულშემატკივრებს ბიდიშს ვუხდი შედეგისთვის, თუმცა ჩვენ სასურველი რეზულტატის მისაღწევად ძალა არ დაგვიშურებია. როდესაც ცუდ შედეგს აჩვენებთ, არ აქვს მნიშვნელობა ეს სამართლიანია თუ არა, პასუხისმგებლობა მთლიანად მწვრთნელს ეკისრება".

უგოლო ფრე საპასუხო შეხვედრაში, რომელიც მილანის სან სიროზე გაიმართა, შვედთათვის ოქროს მატჩად იქცა. შვედებს პლეი ოფის პირველი შეხვედრა მინიმალური სხვაობით - 1:0 ჰქონდათ მოგებული. ფენომენალურმა ჯანლუიჯი ბუფონმა კი მეექვსე მუნდიალზე თამაში ვერ მოახერხა. სტადიონი თვალცრემლიანებნა დატოვეს იტალიელმა გულშემატკივრებმაც.

ვენტურას გუნდი იმასაც არ იმსახურებს, რომ მოედანზე საერთოდ გამოვიდეს. ამ გუნდს გაცილებით უკეთესად უნდა ეთამაშა და არა ისე, რაც ჩვენ ვნახეთ.

იტალიამ გამარჯვებისკენ სწრაფვა ვერ გამოავლინა, ყველა ამბობს, რომ ჩვენ ძლიერი გუნდი გვაყავს, მაგრამ ეს ასე არ არის. ახლა ბრძოლას შვედები განაგრძობენ, ჩვენ კი სახლში ვრჩებით.

შვედები კი ზეიმობენ. მათმა ნაკრებმა მსოფლიოს ჩემპიონატზე ბოლოს 2006 წელს ითამაშა.

იანე ანდერსონი, შვედეთის ნაკრების მწვრთნელი: "ამ შედეგმა გვაჩვენა, როგორც გუნდს რა შეგვძლია. ჩვენ ყველა შეხვედრაში მწყობრად ვითამაშეთ".

მსოფლიოს ჩემპიონატი რუსეთში 2018 წლის 14 ივნისიდან 15 ივლისამდე გაიმართება. ამ დროისთვის მუნდიალის მონაწილე 30 გუნდის ვინაობაა ცნობილი.

 

ჟურნალი

ადამიანი, რომელიც ფეხბურთს მართავს

დაწვრილებით...
 

ფენომენი

დაწვრილებით...
 

მამის საამაყო შვილი ... დავიდ ლუიზი

დაწვრილებით...
 

როგორ დავიკლოთ წონაში?

დაწვრილებით...
 

რივალდო - დამზადებულია ბრაზილიაში

დაწვრილებით...
 

ვიცხოვროთ ჯანსაღად! - მუცლის პრესი

დაწვრილებით...
 

რას კითხულობენ პრემიერლიგის ვარსკვლავები

დაწვრილებით...
 

უელსელი მარადონა - აარონ რამზი

დაწვრილებით...
 

მსაჯია-ადამიანი

დაწვრილებით...
 

საფეხბურთო ზოდიაქო

დაწვრილებით...

ოქტომბერი 2017 ნოემბერი 2017 დეკემბერი 2017
კვ ორ სა ოთ ხუ პა შა
1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30
There are no upcoming events currently scheduled.
სრულად...

LIVESCORE.in

ჩვენ გვყავს 886 სტუმარი ონლაინში