უელსი-საქართველო - 13:6

PDF ბეჭდვა ელ. ფოსტა
საქართველო
GeosportS.ge   
შაბათი, 18 ნოემბერი 2017 21:44

wales geoკარდიფში, უელსის მთავარ სტადიონზე "პრინსიპალითიზე" საქართველოს ნაკრებისთვის ისტორიული სარაგბო შეხვედრა ადგილობრივ ნაკრებთან დასრულდა.

“ბორჯღალოსნები” არსებობის ისტორიაში პირველად ხვდებოდნენ “დრაკონებს”.

ჩვენი გუნდის მთავარმა მწვრთნელმა მილტონ ჰეიგმა ზუსტად იგივე შემადგენლობით დაიწყო მატჩი, როგორც ერთი კვირის წინ, კანადის ნაკრების წინააღმდეგ. რაც შეეხება უელსს, ამ გუნდის დამრიგებელმა უორენ გეთლანდმა ერთბაშად 14 ახალი მოთამაშე გაიყვანა მოედანზე.

მიუხედავად იმისა, რომ მასპინძელთა რიგებში ბევრი ახალი სახე იყო და მეტოქე, ფაქტობრივად, მეორე შემადგენლობით თამაშობდა, უელსმა ძალიან აქტიურად დაიწყო, თუმცა, პირველი ლელო მხოლოდ მე-18 წუთზე დადო – ჰალამ ეიმოსმა მარცხენა ფლანგზე დაასრულა სწრაფი შეტევა. მანამდე კი რის პრისტლენდმა ჯერ ჯარიმა გაიტანა, შემდეგ კი ლელოს გარდასახვაც მოახერხა, რითაც ანგარიში 10:0 გახდა.

ეიმოსმა მეორე ლელოს გატანაც შეძლო, თუმცა ფრანგმა მატიო რეინალმა უელსელებს წინ თამაში დაუფიქსირა და ლელო გაუქმდა.

პირველი ტაიმში სოსო მათიაშვილმა შეძლო ერთი ჯარიმის გატანა და შესვენებისთვის ასეთი ანგარიში დაფიქსირდა – 10:3. მეორე ნახევარი იმით დაიწყო, რომ მათიაშვილმა მეორე ჯარიმა გაიტანა და 10:6 ანგარიში გახდა.

რაც დრო გადიოდა, საქართველოს ნაკრები სულ უფრო თამამად თამაშობდა, უელსს კი უფრო მეტად უჭირდა და ლელოს შანსებიც ნაკლებად უჩნდებოდა. როგორც კი მასპინძლებს ჯარიმის შანსი გაუჩნდათ, მაშინვე დაარტყეს და პრისტლენდმა ანგარიში 13:6 გახადა.

“ბორჯღალოსნებზე” ამ მომენტს არ უმოქმედია და თამამად შეიძლება ითქვას, რომ ჰეიგის გუნდმა თამაშის ბოლო 15 წუთში მოგებაზე ითამაშა და სულ ცოტა დააკლდა მატჩის გადარჩენამდე. ხანგრძლივი იერიშისას, ჩვენი გუნდი ხუთ მეტრამდე იყო მეტოქის ჩასათვლელ მოედანთან, მაგრამ ბოლოს „ბორჯღალოსნები“ შერკინების დატრიალებისთვის  შეტევაში დაჯარიმდნენ.

მალე საქართველოს 20-ფაზიანი შეტევა ჰქონდა, მაგრამ ისევ შეტევაში ჯარიმა მივიღეთ. და ეს არ ყოფილა “ბორჯღალოსნების” ბოლო შანსი. თამაშის უკანასკნელი წამები მეტოქის 22-მეტრიან ზონაში გავატარეთ, უელსს ჯარიმა ავაღებინეთ და ისევ მეტრები იყო დარჩენილი ლელომდე, მაგრამ 11-ფაზიანი შეტევის შემდეგ, კვლავ შეტევაში ჯარიმით დასრულდა იერიშიც და თამაში უელსმა 13:6 მოიგო.

საქართველოს ნაკრებმა ასეთი შემადგენლობით ითამაშა:
15. მათიაშვილი, 14. კოშაძე (23. კვირიკაშვილი, 74), 13. კაჭარავა, 12. შარიქაძე, 11. მოდებაძე, 10. ხმალაძე (22. ჯინჭველაშვილი, 50), 9. ლობჟანიძე (21. ბეგაძე, 56);
1. ნარიაშვილი (17. ასეიშვილი, 66), 2. ბრეგვაძე (16. მამუკაშვილი, 66), 3. ჩილაჩავა (18. ბეკოშვილი, 62), 4. მიქაუტაძე, 5. ნემსაძე (19. ჩხაიძე, 65), 6. ლომიძე, 7. კოლელიშვილი (20. თხილაიშვილი, 62), 8. ბიწაძე.

წყარო: www.1tv.ge

 

ჟურნალი

ადამიანი, რომელიც ფეხბურთს მართავს

დაწვრილებით...
 

ფენომენი

დაწვრილებით...
 

მამის საამაყო შვილი ... დავიდ ლუიზი

დაწვრილებით...
 

როგორ დავიკლოთ წონაში?

დაწვრილებით...
 

რივალდო - დამზადებულია ბრაზილიაში

დაწვრილებით...
 

ვიცხოვროთ ჯანსაღად! - მუცლის პრესი

დაწვრილებით...
 

რას კითხულობენ პრემიერლიგის ვარსკვლავები

დაწვრილებით...
 

უელსელი მარადონა - აარონ რამზი

დაწვრილებით...
 

მსაჯია-ადამიანი

დაწვრილებით...
 

საფეხბურთო ზოდიაქო

დაწვრილებით...

დეკემბერი 2017 იანვარი 2018 თებერვალი 2018
კვ ორ სა ოთ ხუ პა შა
1 2 3 4 5 6
7 8 9 10 11 12 13
14 15 16 17 18 19 20
21 22 23 24 25 26 27
28 29 30 31
There are no upcoming events currently scheduled.
სრულად...

gbf

LIVESCORE.in

ჩვენ გვყავს 1049 სტუმარი ონლაინში