შიო ხეცურიანმა პროგრამის პრეზენტაცია გამართა

PDF ბეჭდვა ელ. ფოსტა
საქართველო
GeosportS.ge   
ხუთშაბათი, 23 ნოემბერი 2017 11:57

shioსაქართველოს კალათბურთის ფედერაციის პრეზიდენტობის კანდიდატმა შიო ხეცურიანმა პროგრამის პრეზენტაცია გამართა.

„დღეს ქართულ კალათბურში იხარჯება 10 მილიონ 300 ათასი ლარი, რაც საკმარისი ნამდვილად არ გახლავთ. საგულისხმოა, რომ აღნიშნული თანხის 95% არის სახელმწიფო ინვესტიცია და დაფინანსება. ჩვენ გვსურს სახელმწიფოს მხარდაჭერასთან ერთად ბიზნესის ჩართულობაც წამოვიდეს წინა პლანზე“ – აღნიშნა შიო ხეცურიანმა.

„ერთად განვავითაროთ კალათბურთი“ – ეს გახლავთ შიო ხეცურიანის და მისი გუნდის მთავარი დევიზი, ხოლო კალათბურთის 10 წლიანი განვითარების გეგმის ტოპ 10 აქტივობა ასე გამოიყურება:-

1.კალათბურთი ჩვენი ქვეყნის ყველა მუნიციპალიტეტში.
2.პრიორიტეტი ბავშვთა პროგრამის განვითარება.
3.ბავშვების განათლება და ჩართულობა კალათბურთში.
4.დამოუკიდებელი არბიტრაჟის შექმნა.
5.მონიტორინგის სამსახური.
6.საკალათბურთო რეესტრი.
7.კალათბურთის განვითარება რეგიონებში.
8.ევრობასკეტის მასპინძლობის მოპოვების უფლება.
9.განვითარების საბჭოს შექმნა.
10.მარკეტინგული აქტივობა.

პრეზენტაციას საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის გენერალური მდივანი ემზარ ზენაიშვილი, ვიცე-პრეზიდენტი მამუკა ხაბარელი, ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდეტი ლევან კობიაშვილი, ვიქტორ სანიკიძე, კოტე ტუღუში, გიორგი ცინცაძე და სხვა ვეტერანი თუ მოქმედი კალათბურთელები ესწრებოდნენ.

საქართველოს კალათბურთის ფედერაციის საარჩევნო-საანგარიშო ყრილობა 11 დეკემბერს გაიმართება.

 

ჟურნალი

ადამიანი, რომელიც ფეხბურთს მართავს

დაწვრილებით...
 

ფენომენი

დაწვრილებით...
 

მამის საამაყო შვილი ... დავიდ ლუიზი

დაწვრილებით...
 

როგორ დავიკლოთ წონაში?

დაწვრილებით...
 

რივალდო - დამზადებულია ბრაზილიაში

დაწვრილებით...
 

ვიცხოვროთ ჯანსაღად! - მუცლის პრესი

დაწვრილებით...
 

რას კითხულობენ პრემიერლიგის ვარსკვლავები

დაწვრილებით...
 

უელსელი მარადონა - აარონ რამზი

დაწვრილებით...
 

მსაჯია-ადამიანი

დაწვრილებით...
 

საფეხბურთო ზოდიაქო

დაწვრილებით...

დეკემბერი 2017 იანვარი 2018 თებერვალი 2018
კვ ორ სა ოთ ხუ პა შა
1 2 3 4 5 6
7 8 9 10 11 12 13
14 15 16 17 18 19 20
21 22 23 24 25 26 27
28 29 30 31
There are no upcoming events currently scheduled.
სრულად...

gbf

LIVESCORE.in

ჩვენ გვყავს 1117 სტუმარი ონლაინში