"ტორპედო" ჩემპიონია!

PDF ბეჭდვა ელ. ფოსტა
საქართველო
GeosportS.ge   
ორშაბათი, 27 ნოემბერი 2017 03:19

kjr_3757

26 ნოემბერს ეროვნული ლიგის 2017 წლის სეზონის ბოლო, 36-ე ტურის მატჩები გაიმართა. საქართველოს ჩემპიონი"დინამო არენაზე" გამართულ ქართულ დერბიში გამოვლინდა.

თბილისის „დინამოსა“ და ქუთაისის „ტორპედოს“ დრამატული დაპირისპირება ქუთაისელთა გამარჯვებით 1:0 დასრულდა. შეხვედრა გარდამავალი უპირატესობით წარიმართა და მომენტები ორივე კართან მრავლად შეიქმნა. შეხვედრის ერთადერთი გოლი 75-ე წუთზე გავიდა, ვლადიმირ კორობკას ჩაწოდებას საჯარიმოში კაპანაძე გამოეხმაურა და ახლო მანძილიდან თავური დარტყმით გაიტანა. გაშვებული გოლის შემდეგ დინამოელები გააქტიურდნენ და დიდი ძალით შეუტიეს მეტოქეს. კახაბერ კაჭარავას გუნდს მატჩის უკანასკნელ წუთზე ჩემპიონის ტიტულის მოპოვების შესნიშნავი შანსი მიეცა, მაგრამ ოთარ კიტეიშვილის შესრულებული 11-მეტრიანი საჯარიმო დარტყმა როინ კვასხვაძემ მოიგერია და საკუთარ გუნდს 15-წლიანი პაუზის შემდეგ საქართველოს ჩემპიონატი მოაგებინა. პრინციპული შეხვედრის დასრულების შემდეგ დაჯილდოვების საზეიმო ცერემონია გაიმართა. ქუთაისის „ტორპედოს“ კუთვნილი ოქროს მედლები და საჩემპიონი ფარი საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა, ლევან კობიაშვილმა და სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრმა, ტარიელ ხეჩიკაშვილმა გადასცეს.


გადათამაშების ზონაში ადგილის შენარჩუნება მოახერხა ფოთის „კოლხეთმა“. ფოთელები შავიზღვისპირულ დერბიში ბათუმის „დინამოს“ დაუპირისპირდნენ და 2:1 დაამარცხეს მეტოქე. ბათუმელები შეხვედრას იგებდნენ, თუმცა უპირატესობის შენარჩუნება ვერ მოახერხეს და დამარცხდნენ. ანგარიში 51-ე წუთზე გაიხსნა, ვალერიან თევდორაძემ პენალტით გაიტანა. ფოთელებმა წონასწორობა მალევე აღადგინეს, 63-ე წუთზე ლევან კაკულიას მოწოდებული კუთხურის შედეგად გიორგი ბუხაიძემ მოახერხა ანატოლი ტიმოფეევის კარის აღება. კოლხებმა აქტიური შეტევები გააგრძელეს და 77-ე წუთზე ალეკსანდრ დერებჩინსკიმ გამარჯვების გოლი გაიტანა. მოპოვებული გამარჯვებით ფოთის „კოლხეთმა“ მეცხრე ადგილი შეინარჩუნა და გადათამაშებაში მიიღებს მონაწილეობას.

ქობულეთის „შუქურა“ ეროვნული ლიგიდან გავარდა. ბოლო ტურში ქობულეთელები თბილისის „საბურთალოს“ დაუპირისპირდნენ. გადათამაშების ზონაში მოსახვედრად გიორგი შაშიაშვილის გუნდს საკუთარ მოგებასთან ერთად ფოთის „კოლხეთის“ წარუმატებელი თამაში სჭირდებოდა. თუმცა საბოლოოდ ისე მოხდა, რომ „შუქურა“ „საბურთალოსთან“ დამარცხდა და საკუთარი შეხვედრა ფოთელებმაც მოიგეს. აჭარლებმა თბილისელებთან გამართული შეხვედა აქტიურად დაიწყეს და საწყის წუთებზე რამდენიმე სახიფათო მომენტი შემქნეს. მიუხედავად ამისა, ანგარიში სტუმრებმა გახსნეს. 21-ე წუთზე გიორგი სომხიშივილის კარი ელვინ ტერამ აიღო. შეხვედრის მიმდინარეობა არც ამ გოლის შემდეგ შეცვლილა. შეტევას ორივე გუნდი ცდილობდა და შესაბამისად მომენტები ორივე კართან იქმნებოდა. 65-ე წუთზე საბურთალოელთა კენიელმა ლეგიონერმა, ნდუე მუეცის გადაცემით დუბლი შეასრულა და მატჩის ბედი ფაქტიურად გადაწყვიტა. შეხვედრის დასრულებამდე ქობულეთელებმა ერთი გოლის გაქვითვა შეძლეს. 74-ე წუთზე საჯარიმო დარტყმით ალექსანდრე გურულმა გაიტანა და საბოლოო ანგარიში დააფიქსირა - 1:2.

ეროვნული ჩემპიონატის უმაღლეს ლიგაში გადმოსვლის შემდეგ საჩხერის „ჩიხურას“ გათამაშება მეხუთე ადგილზე ქვემოთ არასდროს დაუსრულებია. ერთგვარი ტრადიცია საჩხერელებმა არც 2017 წლის სეზონში დაარღვიეს და ბოლო ტურში თბილისის „ლოკომოტივის“ დამარცხებით მეხუთე ადგილი დაიკავეს. „დავით პეტრიაშვილი არენაზე“ გამართული შეხვედრა ორმხირივი შეტევებით წარიმართა და იმერელთა გამარჯვებით 1:0 დასრულდა. შეხვედრის ერთადერთი გოლი მეორე ტაიმის სტარტზე გავიდა. 48-ე წუთზე ლაშა ჩიკვაიძის გამჭოლი გადაცემით მიშიკო სარდალიშვილმა გაიტანა.

სამტრედიის ეროსი მანჯგალაძის სახელობის სტადიონზე ადგილობრივმა „სამტრედიამ“ გორის „დილას“ უმასპინძლა. შეხვედრა სატურნირო თვალსაზრისით უინტერესო იყო, მაგრამ ამის მიუხედავად გუნდებმა გულშეტაკვირას უშეღავათო ბრძოლა და საინტერესო თამაში უჩვენეს. ანგარიში 31-ე წუთზე ირაკლი ძარიას ზუსტი 11-მეტრიანი საჯარიმო დარტყმით სტუმრებმა გახსნეს. გაშვებული გოლის შემდეგ სამტრედიელებმა მწვავედ შეუტიეს, თუმცა პირველ ნახევარში ანგარიში არ შეცვლილა. იმერლებმა წონასწორობის აღდგენა მეორე ტაიმი საწყის წუთებზე შეძლეს, 50-ე წუთზე დავით რაჟამაშვილის ჩაწოდებით მაიკლ ოლაიტანმა გაიტანა. სწრაფმა გოლმა მასპინძლებზე კარგად იმოქმედა და „სამტრედიამ“ სრული უპირატესობა მოიპოვა. გორელები ძირითადად კონტრშეტევებზე ცდილობდნენ თამაშის აგებას. სამტრედიელთა შეტევებმა შედეგი 76-ე წუთზე გამოიღო, ანტე გიიმ მეტოქე გუნდის მცველების უყურადღებობით ისარგებლა და მოჭრილი დარტყმით გაიტანა. მატჩის მიწურულს გაშვებული გოლის მიუხედავად „დილამ“ ბოლომდე იბრძოლა და გიორგი დარასელიას გუნდმა შეხვედრის უკანასკნელ წუთზე წონასწორობა აღადგინა. მსაჯის მიერ კონპენსირებულ დროში გიორგი ფანცულაიამ გაიტანა და საბოლოო ანაგრიში დააფიქსირა - 2:2.

ეროვნული ლიგის 2017 წლის სეზონი ქუთაისის „ტორპედოს“ ტრიუმფით დასრულდა. ქუთაისელებმა 36 ტურში 76 ქულა მოიპოვეს და 15-წლიანი პაუზის შემდეგ საქართველოს ჩემპიონის ტიტულს დაეუფლნენ. მეორე ადგილზე 75 ქულით მათი ყველაზე პრიცნიპული მეტოქე თბილისის „დინამო“ გავიდა. მესამე ადგილი კი, 68 ქულით „სამტრედიამ“ დაიკავა. ქვეყნის ჩემპიონი 2018-2019 წლების სეზონში უეფას ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპზე იასპარეზებს. რაც შეეხებათ, მეორე და მესამე ადგილზე გასულ გუნდებს, ისინი საქართველოს ევროპა ლიგაზე წარმოადგენენ.

წლევანდელი სეზონი ბომბარდირი 25 გატანილი გოლით თბილისის „ლოკომოტივის“ ფორვარდი, ირაკლი სიხარულიძე გახდა. მეორე-მესამე ადგილს კი, 15-15 გატანილი გოლით თბილისის „დინამოს“ შემტევი, ბექა მიქელთაძე და საჩხერის „ჩიხურას“ თავდამსხმელი, დიმიტრი ტატანაშვილი იყოფენ.

ერვონული ლიგის პლეი-ოფის მატჩები 30 ნოემბერსა და 3 დეკემბერს გაიმართება. ფოთის „კოლხეთი“ მარტვილის „მერანთან“ შეხვედრებში შეეცდება უძლიერესთა შორის ადგილის შენარჩუნებას. ბათუმის „დინამოს“ მეტოქე კი, ბოლნისის „სიონი იქნება. შეგახსენებთ, რომ პლეი-ოფში გამარჯვებული გუნდები ორმატჩიან დაპირისპირებაში გამოვლინდებიან.

 

ჟურნალი

ადამიანი, რომელიც ფეხბურთს მართავს

დაწვრილებით...
 

ფენომენი

დაწვრილებით...
 

მამის საამაყო შვილი ... დავიდ ლუიზი

დაწვრილებით...
 

როგორ დავიკლოთ წონაში?

დაწვრილებით...
 

რივალდო - დამზადებულია ბრაზილიაში

დაწვრილებით...
 

ვიცხოვროთ ჯანსაღად! - მუცლის პრესი

დაწვრილებით...
 

რას კითხულობენ პრემიერლიგის ვარსკვლავები

დაწვრილებით...
 

უელსელი მარადონა - აარონ რამზი

დაწვრილებით...
 

მსაჯია-ადამიანი

დაწვრილებით...
 

საფეხბურთო ზოდიაქო

დაწვრილებით...

დეკემბერი 2017 იანვარი 2018 თებერვალი 2018
კვ ორ სა ოთ ხუ პა შა
1 2 3 4 5 6
7 8 9 10 11 12 13
14 15 16 17 18 19 20
21 22 23 24 25 26 27
28 29 30 31
There are no upcoming events currently scheduled.
სრულად...

gbf

LIVESCORE.in

ჩვენ გვყავს 1253 სტუმარი ონლაინში