ჩხეტიანი: "კარგია, რომ ყველაფერი ფულით არ ისაზღვრება"

PDF ბეჭდვა ელ. ფოსტა
საქართველო
GeosportS.ge   
ორშაბათი, 27 ნოემბერი 2017 13:31

IMG_2662-1511737852-1024x597კახა ჩხეტიანის ხელმძღვანელობით ქუთაისის „ტორპედო“ პირველივე სეზონში საქართველოს თასის მფლობელი გახდა.

26 ნოემბერს კი, თბილისის „დინამოს” დამარცხებით, (1:0) ქუთაისელებმა ქვეყნის ჩემპიონობა მოიპოვეს.

39 წლის მთავარი მწვრთნელის თქმით, წარმატება გუნდში არსებული ერთსულოვნების შედეგი იყო.

„ჩვენ ყველაზე მდიდარი კლუბი არ ვართ. მაგრამ კარგია, რომ ყველაფერი ფულით არ ისაზღვრება. გარკვეული პერიოდი ფინანსური პრობლემებიც გვქონდა და ეს თამაშზე არ აისახებოდა, რაც ფეხბურთელების დამსახურებაა – მათ იბრძოლეს, დიდი მოთმინება და ერთსულოვნება გამოავლინეს. 15 წლის შემდეგ, შენს მშობლიურ ქალაქს ქვეყნის საუკეთესო გუნდის ტიტულით რომ ახარებ, ამას ვერაფერი აწონის“, – განაცხადა საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველ არხთან ჩხეტიანმა.

„ტორპედოს“ მთავარმა მწვრთნელმა ქუთაისელი ქომაგების მხარდაჭერაზეც ისაუბრა.

„დღეს „დინამო-არენაზე“ შეხვედრაზე მინიმუმ ხუთი-ექვსი ათასი გულშემატკივარი მაინც მოვიდა, ქუთაისიდან კი „ტორპედოს“ 1500-ზე მეტი ადამიანი ჩამოყვა. მათ თანადგომას მთელი მატჩის განმავლობაში ვგრძნობდით. ბევრმა ჩამოსვლა ვერ მოახერხა, მაგრამ სახლიდან, ტელევიზორებთან გვქომაგობდა. გვეამაყება, ასეთი გულშემატკივარი რომ გვყავს. ისინი საქართველოს ახსენებენ, რომ ამ ქვეყანაში ფეხბურთი უზომოდ უყვართ და მიუხედავად მძიმე მდგომარეობისა, მაინც პოპულარული სახეობაა“, – აღნიშნა ჩხეტიანმა.

„ტორპედომ“ „დინამო არენაზე“ გადამწყვეტ შეხვედრაში თბილისის „დინამო“ 1:0 დაამარცხა და ქვეყნის ჩემპიონის ტიტულს მეოთხედ დაეუფლა.

 

ჟურნალი

ადამიანი, რომელიც ფეხბურთს მართავს

დაწვრილებით...
 

ფენომენი

დაწვრილებით...
 

მამის საამაყო შვილი ... დავიდ ლუიზი

დაწვრილებით...
 

როგორ დავიკლოთ წონაში?

დაწვრილებით...
 

რივალდო - დამზადებულია ბრაზილიაში

დაწვრილებით...
 

ვიცხოვროთ ჯანსაღად! - მუცლის პრესი

დაწვრილებით...
 

რას კითხულობენ პრემიერლიგის ვარსკვლავები

დაწვრილებით...
 

უელსელი მარადონა - აარონ რამზი

დაწვრილებით...
 

მსაჯია-ადამიანი

დაწვრილებით...
 

საფეხბურთო ზოდიაქო

დაწვრილებით...

დეკემბერი 2017 იანვარი 2018 თებერვალი 2018
კვ ორ სა ოთ ხუ პა შა
1 2 3 4 5 6
7 8 9 10 11 12 13
14 15 16 17 18 19 20
21 22 23 24 25 26 27
28 29 30 31
There are no upcoming events currently scheduled.
სრულად...

gbf

LIVESCORE.in

ჩვენ გვყავს 449 სტუმარი ონლაინში