ლაშა ტალახაძე ცოლად ქალიშვილ გოგონას მოიყვანს

PDF ბეჭდვა ელ. ფოსტა
მთავარი სიახლე
GeosportS.ge   
ორშაბათი, 27 ნოემბერი 2017 19:55

talaxadzeლაშა ტალახაძე ცოლად ქალიშვილ გოგონას მოიყვანს

ამის შესახებ მან ჟურნალ "თბილისელებს" განუცხადა. "ვფიქრობ, ვიზუალით უნდა გამოირჩეოდეს გოგო, მაგრამ ბევრჯერ მქონია შემთხვევა, ძალიან ლამაზი გოგო არ მომწონებია, სხვა რამის გამო", - ამბობს ძალოსანი.

ტალახაძე: "გარეგნულად შეიძლება, ვარსკვლავებს ვერ წყვეტდეს, მაგრამ წესიერი უნდა იყოს. ამ საკითხში მეთვრამეტე საუკუნეში ვარ ჩარჩენილი (იცინის). ზოგი უკვე გასცდა 21-ე საუკუნეს, მაგრამ მე ვერ განვვითარდი. სირცხვილად არ მიმაჩნია, კაცმა რომ საჭმელი გააკეთოს ან სახლი დაალაგოს. თუ შეუძლია, რატომაც არა?! ჩემი აზრით, გოგომ თავის საქმე უნდა იცოდეს. ცოლმა რომ დამიწყოს, ამას მე ვერ გავაკეთებო, არ გამიხარდება, მაგრამ თუ მინდა, -0:01მეუღლეს ვასიამოვნო, რატომ არ უნდა გავაკეთო რაღაც სახლში. მაგრამ ცოლი რომ დაგავალდებულებს გააკეთეო, ეს სხვა ამბავია (იცინის).

– რატომ ამბობ, რომ მეთვრამეტე საუკენეში ხარ ჩარჩენილი?

– ცოლს არ ვეტყვი კოჭებამდე კაბით იარე-მეთქი, მაგრამ იმის მიღმა, კიდევ ბევრი რამეა. გოგოებმა რომ იციან ლაპარაკი, რა მნიშვნელობა აქვს ქალიშვილი ვიქნები თუ არაქალიშვილიო, ჩემთვის ეგრე არ არის. ჩემ გვერდით რომ იქნება გოგო, თავისთავად ქალიშვილი უნდა იყოს. აჰა, გითხარით (იცინის). ზოგს არ აქვს ამაზე პრობლემა. თუმცა, მე ასე მიმაჩნია.

 

 

ნოემბერი 2017 დეკემბერი 2017 იანვარი 2018
კვ ორ სა ოთ ხუ პა შა
1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30
31
There are no upcoming events currently scheduled.
სრულად...

LIVESCORE.in

ჩვენ გვყავს 1224 სტუმარი ონლაინში