სასკოლო სპორტული ოლიმპიადა - ღონისძიებას მერი და სპორტის მინისტრი დაესწრნენ

PDF ბეჭდვა ელ. ფოსტა
საინტერესო
GeosportS.ge   
სამშაბათი, 28 ნოემბერი 2017 17:52

saskolo olimpiadaსასკოლო ოლიმპიადის გამარჯვებული ფუტსალში თბილისის 149-ე საჯარო სკოლა გახდა, რომელმაც მე-2 საჯარო სკოლის გუნდი ფინალურ შეხვედრაში 2:1 დაამარცხა.

სასკოლო სპორტული ოლიმპიადის გახსნის საზეიმო ღონისძიებას თბილისის მერი კახა კალაძე და სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრი ტარიელ ხეჩიკაშვილი ეწრებოდნენ.

დედაქალაქის მერმა სპორტული ოლიმპიადის მონაწილეებს წარმატება უსურვა და ჯანსაღი ცხოვრების აუცილებლობასა და მის პოპულარიზაციაზე ისაუბრა.

„ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ ჯანსაღი ცხოვრების პოპულარიზაციას ხელი შევუწყოთ. შესაბამისად, თითოეული მსგავსი ღონისძიება მიმართულია იმისკენ, რომ რაც შეიძლება მეტი ახალგაზრდა იყოს მასში ჩართული. თბილისის მერიის მხრიდან ამ მიმართულებით, მაქსიმალური თანადგომა და მხარდაჭერა იქნება, რადგან სასკოლო სპორტული ოლიმპიადის 2018 წლის მასპინძელი ჩვენი დედაქალაქია. მინდა ვისარგებლო შემთხვევით და „ვითიბი ბანკს“ თანადგომისა და სპორტის განვითარების ხელშეწყობისთვის მადლობა გადავუხადო“, – განაცხადა კახა კალაძემ.

ოლიმპიადა სკოლის მოსწავლეების ყველაზე მასშტაბური სპორტული შეჯიბრია. ის მთელი საქართველოს მასშტაბით იმართება. წელს ღონისძიებაში 1700 სკოლის 100 000-მდე მოსწავლე მონაწილეობს. ოლიმპიადა სპორტის ცხრა სახეობას აერთიანებს. ფინალში გამარჯვებული მოსწავლეები სასკოლო მსოფლიო ჩემპიონატებზე მიემგზავრებიან, რომელიც მსოფლიოს სხვადასხვა ქალაქში იმართება.

გასულ წელს, სასკოლო სპორტულ ოლიმპიადას ქუთაისმა უმასპინძლა, ხოლო 2017-2018 წელს აღნიშნული საპატიო ფუნქცია თბილისს ერგო, რომლის აღსანიშნავადაც, სიმბოლურად, ოლიმპიადის დროშა თბილისის მერს გადაეცა.

სასკოლო სპორტული ოლიმპიადა, ბავშვთა და სასკოლო სპორტის ეროვნული ფედერაციის ორგანიზებითა და საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს, განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს, საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის დახმარებით ხორციელდება.

 

ჟურნალი

ადამიანი, რომელიც ფეხბურთს მართავს

დაწვრილებით...
 

ფენომენი

დაწვრილებით...
 

მამის საამაყო შვილი ... დავიდ ლუიზი

დაწვრილებით...
 

როგორ დავიკლოთ წონაში?

დაწვრილებით...
 

რივალდო - დამზადებულია ბრაზილიაში

დაწვრილებით...
 

ვიცხოვროთ ჯანსაღად! - მუცლის პრესი

დაწვრილებით...
 

რას კითხულობენ პრემიერლიგის ვარსკვლავები

დაწვრილებით...
 

უელსელი მარადონა - აარონ რამზი

დაწვრილებით...
 

მსაჯია-ადამიანი

დაწვრილებით...
 

საფეხბურთო ზოდიაქო

დაწვრილებით...

დეკემბერი 2017 იანვარი 2018 თებერვალი 2018
კვ ორ სა ოთ ხუ პა შა
1 2 3 4 5 6
7 8 9 10 11 12 13
14 15 16 17 18 19 20
21 22 23 24 25 26 27
28 29 30 31
There are no upcoming events currently scheduled.
სრულად...

gbf

LIVESCORE.in

ჩვენ გვყავს 1051 სტუმარი ონლაინში