„ბასკებით დაწყებული ისტორია“ - წიგნის პრეზენტაცია ესპანეთში

PDF ბეჭდვა ელ. ფოსტა
საქართველო
GeosportS.ge   
ოთხშაბათი, 29 ნოემბერი 2017 20:37

basketiესპანეთში, ბასკეთის ავტონომიის ქალაქ ეიბარში წიგნის - „ბასკებით დაწყებული ისტორია" - პრეზენტაცია გაიმართა.

წიგნის ავტორი სსჟა-ს აღმასრულებელი კომიტეტის წევრი, სპორტული ჟურნალისტი ლაშა გოდუაძე გახლავთ.

ლაშა გოდუაძის გარდა პრეზენტაციაში ასევე მონაწილეობდა საქართველოს პარლამენტის სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე მიხეილ ყაველაშვილი და წიგნის ესპანურ ენაზე მთარგმნელი, დიასპორის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატის დიასპორულ ორგანიზაციებთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსი თამარ გამილაღდიშვილი-გაგუა.

საქართველოს დელეგაცია, რომლის შემადგენლობაში ასევე შედიოდა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის კაბინეტის უფროსი ნიკოლოზ სამხარაძე, ესპანეთში ოფიციალური ვიზიტით ბასკეთის ავტონომიის მთავრობის, კონკრეტულად კი კულტურისა და ენის პოლიტიკის რეგიონული მინისტრის ბინგენ სუპირია გოროსტიდის მიწვევით იმყოფებოდა.

ეიბარში გამართულ პრეზენტაციას 1937 წელს თბილისში ჩამოსული ბასკეთის ნაკრების ფეხბურთელების შთამომავლები, ბასკეთის ნაკრების მთავარი მწვრთნელი მიკელ ეჩარი, ბილბაოს ატლეტიკის და ესპანეთის ნაკრების სახელგანთქმული მეკარე ხოსე ანხელ ირიბარი, ახლო წარსულში სან სებასტიანის რეალ სოსიედადის კაპიტანი ანტონიო ლოპეს რეკარტე, ბასკეთის გოგონათა ნაკრების მწვრთნელები, გულშემატკივრები და ჟურნალისტები დაესწრნენ.

„ჩემთვის დიდი პატივია, რომ ამ წიგნის პრეზენტაციას ბასკეთი მასპინძლობს. მადლობას ვუხდი ბასკეთის ავტონომიის მთავრობას მოპატიჟებისთვის და არაერთი საინტერესო ღონისძიებისთვის. ქართული ფეხბურთის ისტორიაში ბასკეთის ნაკრების 80 წლის წინანდელ სტუმრობას გამორჩეული ადგილი უჭირავს, თბილისში დინამოსთან და საქართველოს ნაკრებთან გამართული ის ორი მატჩი კი ლეგენდადაა შემორჩენილი. ვიმედოვნებ წლების შემდეგ, როცა ბასკებთან საერთაშორისო მატჩების იუბილე აღინიშნება, უკვე ჩვენ, ქართველებს მოგვეცემა თქვენი მასპინძლობის საშუალება", - განაცხადა წიგნის ავტორმა ლაშა გოდუაძემ.

ბასკეთის მთავრობის ინიციატივით, საქართველოს დელეგაცია 23 ნოემბერს ბილბაოში, სან მამესზე, ატლეტიკის და ბერლინის ჰერტას უეფას ევროპალიგის მატჩს, 25 ნოემბერს კი ეიბარში ბასკეთის და ჩეხეთის ქალთა გუნდების ამხანაგურ პაექრობას დაესწრო.

ამას გარდა საქართველოს დელეგაციას ბილბაოში ბასკეთის ნაციონალური პარტიის ხელმძღვანელებმა მიკელ ბურსაკო სამპერმა და ხოსე მარი ეჩებარიამ, ავტონომიის დედაქალაქ ვიტორია-გასტეისში კი პარლამენტის პრეზიდენტმა ბაკარჩო ტეხერია ოტერმინმა, საერთაშორისო ურთიერთობათა კომიტეტის დირექტორმა ლეირე მადარიახამ და გენერალურმა მდივანმა ანხელეს ელორსამ უმასპინძლეს.

„ბასკებით დაწყებული ისტორია" თბილისის დინამოს საერთაშორისო თამაშების შესახებ მოგვითხრობს, პირველი ასეთი მატჩი კი, როგორც იცით, 1937 წლის 24 ივლისს, თბილისში, ბასკეთის ნაკრებთან გაიმართა. წიგნში თბილისის დინამოს საერთაშორისო ისტორიის 10 ყველაზე გამორჩეული მოვლენის შესახებ ამდენივე წერილია თავმოყრილი, ასევე სტატისტიკური ინფორმაცია კლუბის ყველა საერთაშორისო მატჩის შესახებ.

სამინისტროს პრესსამსახური

 

ჟურნალი

ადამიანი, რომელიც ფეხბურთს მართავს

დაწვრილებით...
 

ფენომენი

დაწვრილებით...
 

მამის საამაყო შვილი ... დავიდ ლუიზი

დაწვრილებით...
 

როგორ დავიკლოთ წონაში?

დაწვრილებით...
 

რივალდო - დამზადებულია ბრაზილიაში

დაწვრილებით...
 

ვიცხოვროთ ჯანსაღად! - მუცლის პრესი

დაწვრილებით...
 

რას კითხულობენ პრემიერლიგის ვარსკვლავები

დაწვრილებით...
 

უელსელი მარადონა - აარონ რამზი

დაწვრილებით...
 

მსაჯია-ადამიანი

დაწვრილებით...
 

საფეხბურთო ზოდიაქო

დაწვრილებით...

დეკემბერი 2017 იანვარი 2018 თებერვალი 2018
კვ ორ სა ოთ ხუ პა შა
1 2 3 4 5 6
7 8 9 10 11 12 13
14 15 16 17 18 19 20
21 22 23 24 25 26 27
28 29 30 31
There are no upcoming events currently scheduled.
სრულად...

gbf

LIVESCORE.in

ჩვენ გვყავს 1027 სტუმარი ონლაინში