SBM League 2017/18: 3 დეკემბერს II ტურის შეხვედრები გაიმართება

PDF ბეჭდვა ელ. ფოსტა
ფუტსალი
GeosportS.ge   
შაბათი, 02 დეკემბერი 2017 12:45

TMN_55673 დეკემბერს, თბილისის ოლიმპიურ სასახლეში, ბიზნესის ჩემპიონთა ლიგის 2017/18 წ.წ სეზონის მორიგი სათამაშო დღე გაიმართება.

II ტურის შეხვედრებს ვერცხლის ლიგისა და სუპერლიგის გუნდები გამართავენ.

პირველები პარკეტზე ვერცხლის ლიგის გუნდები გავლენ. 11:00 სთ-ზე ჯეო ჰოლდინგი ელიტა ბურჯს დაუპირისპირდება. მომდევნო შეხვედრაში, ერთმანეთის პირისპირ ენერგო-პრო და ავერსი წარსდგებიან. 13:00 სთ-ზე დაიწყება „ძალოვანთა“ დერბი, სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახური ეროვნული თავდაცვის აკადემიას დაუპირისპირდება. 14:00 სთ-ზე აიღებს სტარტს „საბანკო დერბი“ ლიბერთი ბანკისა და საქართველოს ბანკის გუნდების მონაწილეობით. ვერცხლის ლიგის II ტურს 19:00 სთ-ზე თბილისის მერიისა და შემოსავლების სამსახურის დაპირისპირება დაასრულებს.

03.12.2017.ვერცხლის ლიგა. II ტური

11:00 Geo Holding - ელიტა ბურჯი

12:00 ენერგო-პრო - ავერსი

13:00 SSPS - ეთა

14:00 ლიბერთი ბანკი - საქართველოს ბანკი

19:00 თბილისის მერია - შემოსავლების სამსახური

სუპერლიგის II ტური 15:00 სთ-ზე, აჭარის ნაკრებისა და თელავის დაპირისპირებით აიღებს სტარტს. 16:30 სთ-ზე გაიმართება სათამაშო დღის ცენტრალური შეხვედრა - „სტუდენტური დერბი“, რომელშიც ერთმანეთს კავკასიის საერთაშორისო და თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტების გუნდები დაუპირისპირდებიან. აღნიშნული მატჩის შესვენებაზე დაჯილდოვდებიან სუპერლიგის და ვერცხლის ლიგის პირველი ტურის საუკეთესო ფეხბურთელები, რომლებიც ვებ-გვერდ sbm.ge-ს მომხმარებელმა გამოავლინა. სუპერლიგის პირველი ტურის საუკეთესო ფეხბურთელი და SNAP-ის ერთ თვიანი ვაუჩერის მფლობელი კსუ-ს მეკარე, დათა ფარაჯანაშვილი გახდა. ხოლო ვერცხლის ლიგის პირველი ტურის საუკეთესო, შემოსავლების სამსახურის ფეხბურთელი იასონ ხუნდაძე გახდა, რომელსაც JOMA-ს სასაჩუქრე ვაუჩერი გადაეცემა.

ტური 18:00 სთ-ზე სფფ-სა და მაუდის შეხვედრით განახლდება. 20:00 სთ-ზე გაიმართება საქართველოს უნივერსიტეტისა და მფკ ნატახტარის დაპირისპირება, ხოლო სათამაშო დღეს ტვ იმედისა და პსპ-ს შეხვედრა დაასრულებს.

03.12.2017.სუპერლიგა. II ტური

15:00 აჭარა - თელავი

16:30 კსუ/CIU - თსუ-ჰიუნდაი

18:00 სფფ - მაუდი

20:00 FC UG - მფკ ნატახტარი

21:00 ტვ იმედი - FC PSP***

ბიზნესის ჩემპიონთა ლიგის გენერალური პარტნიორია „ვითიბი ბანკი“. ჩემპიონატის ტექნიკური პარტნიორია, ესპანური სპორტული ბრენდი JOMA.

ღონისძიების პარტნიორები და მხარდამჭერები არიან: „ნაბეღლავი“, ენერგეტიკული სასმელი „ბუღა“, SNAP Fitness Georgia, იზოტონური სასმელი OSHEE,  რადიო ენერჯი 104.7, ტელეკომპანია „იმედი“, GT GROUP, იურიდიული ჯგუფი „McGill“, „ტატიშვილის სამედიცინო და სპორტული რეაბილიტაციის ცენტრი“, სასტუმრო „ბილტმორი“

მედია პარტნიორები: Palitra News, რადიოები, „იმედი“, JAKO FM, „კომერსანტი“, “თანამგზავრი“, ვებ პორტალები, sportall.ge, worldsport.ge, sportstar.ge, adjarasport.com, mysports.ge, geosports.ge,  tsff.ge, გაზეთი „ლელო”

სპორტული სააგენტო SBM-ის პრეს-სამსახური

 

ჟურნალი

ადამიანი, რომელიც ფეხბურთს მართავს

დაწვრილებით...
 

ფენომენი

დაწვრილებით...
 

მამის საამაყო შვილი ... დავიდ ლუიზი

დაწვრილებით...
 

როგორ დავიკლოთ წონაში?

დაწვრილებით...
 

რივალდო - დამზადებულია ბრაზილიაში

დაწვრილებით...
 

ვიცხოვროთ ჯანსაღად! - მუცლის პრესი

დაწვრილებით...
 

რას კითხულობენ პრემიერლიგის ვარსკვლავები

დაწვრილებით...
 

უელსელი მარადონა - აარონ რამზი

დაწვრილებით...
 

მსაჯია-ადამიანი

დაწვრილებით...
 

საფეხბურთო ზოდიაქო

დაწვრილებით...

დეკემბერი 2017 იანვარი 2018 თებერვალი 2018
კვ ორ სა ოთ ხუ პა შა
1 2 3 4 5 6
7 8 9 10 11 12 13
14 15 16 17 18 19 20
21 22 23 24 25 26 27
28 29 30 31
There are no upcoming events currently scheduled.
სრულად...

gbf

LIVESCORE.in

ჩვენ გვყავს 1111 სტუმარი ონლაინში