"ჩიხურა" დავით ყიფიანის სახელობის თასის გამარჯვებული გახდა

PDF ბეჭდვა ელ. ფოსტა
საქართველო
GeosportS.ge   
შაბათი, 02 დეკემბერი 2017 19:25

1-1512226295

საქართველოს დავით ყიფიანის სახელობის თასის გამარჯვებული გორში, თენგიზ ბურჯანაძის სახელობის სტადიონზე, გამოვლინდა. საქართველოდან ევროპის ლიგის მესამე საგზურის მფლობელი "ჩიხურა" გახდა.

ისევე როგორც ეროვნულ ლიგაში, ამჯერადაც გამარჯვებულის ბედი პენალტმა გადაწყვიტა. პენალტების სერიაში "ჩიხურამ" "ტორპედოს" 4:3 მოუგო.

შეხვედრა საჩხერელთა მწვავე შეტევებით დაიწყო. მე-3 წუთზე დიმიტრი ტატანაშვილის ძლიერი დარტყმის შემდეგ როინ კვასხვაძემ "ტორპედო" გოლისგან იხსნა.

მე-19 წუთზე, ქუთაისელებს დაწინაურების რეალური შანსი ჰქონდათ. მაგრამ გიორგი კუხიანიძემ კარიერაში პირველად ვერ გამოიყენა პენალტი და "ტორპედოს" ნახევარმცველის დარტყმული ბურთი ძელს მოხვდა.

მეტოქეებმა გატანა ვერც მეორე ნახევარში შეძლეს და ვერც დამატებით დროში. შეხვედრა 0:0 დასრულდა და პენალტების სერია დაინიშნა.

გადამწყვეტი პენალტი კუხიანიძემ შეასრულა, საჩხერელთა ბოსნიელმა მეკარემ, დინო ჰამზიჩმა მისი დარტყმული ბურთი მოიგერია. "ჩიხურა" მესამე ცდაზე პირველად გახდა საქართველოს თასის მფლობელი.

ფოტო: 1tv.ge

ვიდეო

 

ჟურნალი

ადამიანი, რომელიც ფეხბურთს მართავს

დაწვრილებით...
 

ფენომენი

დაწვრილებით...
 

მამის საამაყო შვილი ... დავიდ ლუიზი

დაწვრილებით...
 

როგორ დავიკლოთ წონაში?

დაწვრილებით...
 

რივალდო - დამზადებულია ბრაზილიაში

დაწვრილებით...
 

ვიცხოვროთ ჯანსაღად! - მუცლის პრესი

დაწვრილებით...
 

რას კითხულობენ პრემიერლიგის ვარსკვლავები

დაწვრილებით...
 

უელსელი მარადონა - აარონ რამზი

დაწვრილებით...
 

მსაჯია-ადამიანი

დაწვრილებით...
 

საფეხბურთო ზოდიაქო

დაწვრილებით...

ნოემბერი 2017 დეკემბერი 2017 იანვარი 2018
კვ ორ სა ოთ ხუ პა შა
1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30
31
There are no upcoming events currently scheduled.
სრულად...

LIVESCORE.in

ჩვენ გვყავს 1231 სტუმარი ონლაინში