ფაჩულიას 6 ქულა, 8 მოხსნა და 4 პასი ორლანდოში მოგებულ მატჩში

PDF ბეჭდვა ელ. ფოსტა
საქართველო
GeosportS.ge   
შაბათი, 02 დეკემბერი 2017 19:43

fachulia"გოლდენ სტეიტ უორიორსმა" ფლორიდაში "ორლანდო მეჯიქი" 133:112 (სტატისტიკა) გაანადგურა.

ზაზა ფაჩულიამ კარიერა 2003 წელს სწორედ “ორლანდოში” დაიწყო და მას შემდეგ 14 წელი გავიდა. ქართველმა ცენტრმა მას შემდეგ 4 გუნდი გამოიცვალა და დღეს ფლორიდაში “გოლდენ სტეიტის” მაისურით ჩავიდა.

ფაჩულია სასტარტო ხუთეულში იყო და იმ დროში, რაც მას მწვრთნელმა სათამაშოდ დაუთმო, საკმაოდ შედეგიანად გაისარჯა. მოედანზე გატარებულ 15 წუთში ზაზამ 6 ქულა, 8 მოხსნა და 4 პასი მიითვალა. თამაშიდან განხორციელებული 4 სროლიდან ფაჩულიამ 3 მოათავსა მეტოქის კალათში.

გოლდენსტეიტელთა ლიდერები კი ტრადიციულად კევინ დიურანტი (25 ქულა, 7 პასი), სტეფ კარი (23 ქულა, 10 პასი) და კლეი ტომპსონი (27 ქულა) გახლდათ. ნბა-ს განვითარების ლიგიდან დამატებულმა ჯორდან ბელმა 16 წუთში 16 ქულა, 4 მოხსნა და 3 დაფარება მიითვალა.

17 მოგებითა 5 მარცხით “გოლდენ სტეიტი” “ჰიუსტონის” შემდეგ დასავლეთ კონფერენციაში მეორე ადგილზეა. ოკლენდელები ორლანდოდან ფლორიდის უდიდეს ქალაქ მაიამიში გადაინაცვლებენ, სადაც 4 დეკემბერს “ჰითს” დაუპირისპირდებიან.

 

ჟურნალი

ადამიანი, რომელიც ფეხბურთს მართავს

დაწვრილებით...
 

ფენომენი

დაწვრილებით...
 

მამის საამაყო შვილი ... დავიდ ლუიზი

დაწვრილებით...
 

როგორ დავიკლოთ წონაში?

დაწვრილებით...
 

რივალდო - დამზადებულია ბრაზილიაში

დაწვრილებით...
 

ვიცხოვროთ ჯანსაღად! - მუცლის პრესი

დაწვრილებით...
 

რას კითხულობენ პრემიერლიგის ვარსკვლავები

დაწვრილებით...
 

უელსელი მარადონა - აარონ რამზი

დაწვრილებით...
 

მსაჯია-ადამიანი

დაწვრილებით...
 

საფეხბურთო ზოდიაქო

დაწვრილებით...

ნოემბერი 2017 დეკემბერი 2017 იანვარი 2018
კვ ორ სა ოთ ხუ პა შა
1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30
31
There are no upcoming events currently scheduled.
სრულად...

LIVESCORE.in

ჩვენ გვყავს 1232 სტუმარი ონლაინში