ვინ ააშენებს ბათუმის საფეხბურთო სტადიონს ?

PDF ბეჭდვა ელ. ფოსტა
საქართველო
შაბათი, 02 დეკემბერი 2017 19:46

stadioni

ბათუმის საფეხბურთო სტადიონს სავარაუდოდ სამშენებლო კომპანია ''ანაგი'' ააშენებს. სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს ოფიციალურ ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, ელექტრონულ ტენდერში ყველაზე დაბალი ფასი - 99 მილიონ 448 ათას 549 ლარი სწორედ ამ კომპანიამ დააფიქსირა.

როგორც საჯარო ინფორმაციით ირკვევა, შპს ''სტადიონის'' სატენდერო კომისიამ ''ანაგის'' წინადადებაზე 1 დეკემბერს იმსჯელა და მას დამატებითი ტექნიკური დოკუმენტაციის წარდგენისთვის ვადა 7 დეკემბრამდე მისცა.

აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროში სატელევიზიო კომენტარს არ აკეთებენ და აცხადებენ, რომ ამ ეტაპზე სატენდერო დოკუმენტაციის დაზუსტება მიმდინარეობს და გამარკვებული საბოლოოდ ერთ კვირაში გამოვლინდება. “უეფას” მეოთხე კატეგორიის საფეხბურთო სტადიონის მშენებლობა ბათუმში, ყოფილი მანქანათმშენებელი ქარხნის ტერიტორიაზე იგეგმება. 20 ათას მაყურებელზე გათვლილი სტადიონის მშენებლობაზე ტენდერი 19 ოქტომბერს გამოცხადდა,  წინადადებების მიღება კი 21 ნოემბერს დასრულდა.

 

დეკემბერი 2017 იანვარი 2018 თებერვალი 2018
კვ ორ სა ოთ ხუ პა შა
1 2 3 4 5 6
7 8 9 10 11 12 13
14 15 16 17 18 19 20
21 22 23 24 25 26 27
28 29 30 31
There are no upcoming events currently scheduled.
სრულად...

gbf

LIVESCORE.in

ჩვენ გვყავს 445 სტუმარი ონლაინში