ილიას ზუროსი: "ავსტრიასთან და გერმანიასთან პრინციპული მატჩები გველის"

PDF ბეჭდვა ელ. ფოსტა
საქართველო
GeosportS.ge   
ორშაბათი, 04 დეკემბერი 2017 17:38

zurosiსაქართველოს საკალათბურთო ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, ილიას ზუროსმა პირველი არხის გადაცემა „სპორტის დაფა“-ში სტუმრობისას, მსოფლიოს ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის განვლილი ორი მატჩი შეაჯამა და მომდევნო შეხვედრებზეც ისაუბრა.

პირველ არხთან მიცემულ ექსკლუზიურ ინტერვიუში, ბერძენმა სპეციალისტმა, გერმანიასთან და სერბეთთან წაგებული შეხვედრების მიზეზებზე გაამახავილა ყურადღება: „გასულ ორ მატჩში, ნაკრებს არაერთი წამყვანი მოთამაშე აკლდა. სამწუხაროდ, ტრავმების გამო, გიორგი ცინცაძე, ბექა ბურჯანაძე და დუდა სანაძე გვაკლდნენ. „ფიბასა“ და ევროლიგას“ შორის წარმოქმნილი უთანხმოების გამო, თორნიკე შენგელია და გიორგი შერამდინიც ვერ დაგვეხმარნენ. ამის ფონზე, ვფიქრობ გუნდმა ბოლომდე იბრძოლა.

გერმანიასთან წაგების რამდენიმე მიზეზი არსებობს, მათ შორის გადაღლილობა და ტაქტიკური შეცდომები დაცვაში. ბევრ კალათბურთელს, დებიუტი ჰქონდა ეროვნულ გუნდში. მე მათი ასპარეზობით კმაყოფილი ვარ.“

ზუროსმა ავსტრიასთან და გერმანიასთან მოახლოვებულ შეხვედრებზეც ისაუბრა –

„თებერვალში ორი პრინციპული მატჩი გველოდება, ჯერ ავსტრიასთან სტუმრად, ხოლო შემდეგ საშინაო დაპირისპირება გერმანიასთან. მთვარია კალათბურთელებმა პროგრესირება განაგრძონ და დაშვებული შეცდომები სწორედ გავაანალიზოთ.“

როგორც პირველ არხთან საუბარში, კალათბურთის ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტმა, ვლადიმერ ბოისამ განაცხადა, ამჟამად აქტიური მოლაპარაკებები მიმდინარეობს, „ევროლიგის“ კლუბებთან ეროვნულ გუნდში მოთამაშეების გამოშვებასთან დაკავშირებით. აქედან გამომდინარე, დიდია ალბათობა, საქართველოს ნაკრებს, გიორგი შერმადინი და თორნიკე შენგელიაც შეუერთდნენ.

შეგახსენებთ, რომ ილიას ზუროსის გუნდი, 23 თებერვალს ავსტრიას სტუმრად შეხვდება, ხოლო ორ დღეში თბილისის სპორტის სასახლეში, გერმანიას უმასპინძლებს.

 

ჟურნალი

ადამიანი, რომელიც ფეხბურთს მართავს

დაწვრილებით...
 

ფენომენი

დაწვრილებით...
 

მამის საამაყო შვილი ... დავიდ ლუიზი

დაწვრილებით...
 

როგორ დავიკლოთ წონაში?

დაწვრილებით...
 

რივალდო - დამზადებულია ბრაზილიაში

დაწვრილებით...
 

ვიცხოვროთ ჯანსაღად! - მუცლის პრესი

დაწვრილებით...
 

რას კითხულობენ პრემიერლიგის ვარსკვლავები

დაწვრილებით...
 

უელსელი მარადონა - აარონ რამზი

დაწვრილებით...
 

მსაჯია-ადამიანი

დაწვრილებით...
 

საფეხბურთო ზოდიაქო

დაწვრილებით...

ნოემბერი 2017 დეკემბერი 2017 იანვარი 2018
კვ ორ სა ოთ ხუ პა შა
1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30
31
There are no upcoming events currently scheduled.
სრულად...

LIVESCORE.in

ჩვენ გვყავს 1272 სტუმარი ონლაინში