კალათბურთის ეროვნული ფედერაციის შემაჯამებელი ღონისძიება

PDF ბეჭდვა ელ. ფოსტა
მთავარი სიახლე
GeosportS.ge   
ორშაბათი, 04 დეკემბერი 2017 19:08

GEOკალათბურთის ეროვნული ფედერაციის შემაჯამებელი ღონისძიება (ვიდეო)

საქართველოს კალათბურთის ეროვნული ფედერაციის "წლის წიგნის" პრეზენტაციას თბილისის "ივენთ ჰოლმა" უმასპინძლა.

ქართული კალათბურთის საზოგადოება გაეცნო იმ საკალათბურთო ღონისძიებებს, რომლებსაც  კალათბურთის ფედერაციამ ორგანიზება გასული 4 წლის მანძილზე გაუწია.

2016-2017 წლების წლის წიგნში თავმოყრილია გასული სეზონის ღონისძიებები. წიგნს თან ახლავს კომპაქტ-დისკი, სადაც ჩაწერილია აქამდე გამოცემული ყველა – ექვსივე  „წლის წიგნი“, მწვრთნელთა სახელმძღვანელო და იმ მასშტაბური ღონისძიებების ვიდეო-მასალა, რომელიც ფედერაციამ  ბოლო ოთხი წლის მანძილზე განახორციელა – 3X3  კალათბურთი, „სასკი ბასკონიას“ კემპი, „ყველა ვარსკვლავის მატჩი“ და  Junior NBA–Gbf ლიგა.

ვიდეო

„ივენთ ჰოლში“ გამართულ პრეზენტაციას საკალათბურთო სუპერლიგისა და ასაკობრივი ლიგების აღმასრულებელი დირექტორი, გიორგი ზაბახიძე უძღვებოდა, რომელიც  დეტალურად შეეხო იმ ღონისძიებებს და აქტივობებს, რომლებიც კალათბურთის ეროვნულმა ფედერაციამ ბოლო ოთხ წელშიგანახორციელა. დამსწრე საზოგადოებამ მოისმინა ასევე ის ვიდეო-მესიჯები, რომლებიც ფედერაციას მსოფლიო მასშტაბით საკალათბურთო საზოგადოების მნიშვნელოვანმა პირებმა გამოუგზავნეს: ფიბა-ევროპის გენერალურმა მდივანმა კამილ ნოვაკმა, საქართველოს ეროვნული ნაკრების ყოფილმა მთავარმა მწვრთნელმა იგორ კოკოშკოვმა და „სასკი ბასკონიას“ გენერალურმა დირექტორმა ხესუს ვასკესმა და ჯუნიორ ნბა-ს ხელმძღვანელებმა ნილ მეიერმა და ვანია ჩერნივეცმა.

პრეზენტაციის ბოლოს გაჟღერდა საინტერესო ინფორმაცია: კალათბურთის ეროვნული ფედერაციის მოქმედმა პრეზიდენტმა, მიხეილ გაბრიჩიძემ საზოგადოებას ამცნო რომ ფედერაციის საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობას არ მიიღებს. შესაბამისად, საქართველოს კალათბურთის ფედერაციას წარმოდგენილ კანდიდატთაგან ერთ-ერთი, ახალი პრეზიდენტი ეყოლება.

პრეზენტაციის დასკვნით ნაწილში სპეციალური, სამადლობელო პრიზებით დაჯილდოვდნენ საქართველოს კალათბურთის ეროვნული ფედერაციის სპონსორები და პარტნიორები: საქართველოს რკინიგზა, თბილისის მერია, ბორჯომი, ჰიუნდაი, პე-ეს-პე, ევროპაბეთი, ცოდნისა, ალტა-ოქეი, ქორთიარდ მარიოტი, ოლიმპიური სასახლე, სპორტის სასახლე, საზოგადოებრივი მაუწყებელი.

გამორჩეული მადლობა მიიღო და პრიზი გადაეცა სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს, ხოლო მინისტრის მოადგილემ, შალვა გოგოლაძემ სამადლობელო სიტყვასთან ერთად საკალათბურთო სამყაროსთვის დიდად გასახარი ინფორმაცია გაავრცელა -ვერის საკალათბურთო დარბაზის გადაცემა სახელმწიფო სტრუქტურებში გადაწყვეტილია და ეს ისტორიული მოვლენა იურიდიული პროცედურების გავლის შემდეგ ოფიციალურად განხორციელდება.

 

ჟურნალი

ადამიანი, რომელიც ფეხბურთს მართავს

დაწვრილებით...
 

ფენომენი

დაწვრილებით...
 

მამის საამაყო შვილი ... დავიდ ლუიზი

დაწვრილებით...
 

როგორ დავიკლოთ წონაში?

დაწვრილებით...
 

რივალდო - დამზადებულია ბრაზილიაში

დაწვრილებით...
 

ვიცხოვროთ ჯანსაღად! - მუცლის პრესი

დაწვრილებით...
 

რას კითხულობენ პრემიერლიგის ვარსკვლავები

დაწვრილებით...
 

უელსელი მარადონა - აარონ რამზი

დაწვრილებით...
 

მსაჯია-ადამიანი

დაწვრილებით...
 

საფეხბურთო ზოდიაქო

დაწვრილებით...

ნოემბერი 2017 დეკემბერი 2017 იანვარი 2018
კვ ორ სა ოთ ხუ პა შა
1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30
31
There are no upcoming events currently scheduled.
სრულად...

LIVESCORE.in

ჩვენ გვყავს 1231 სტუმარი ონლაინში