გოლდენ სტეიტის მორიგი გამარჯვება

PDF ბეჭდვა ელ. ფოსტა
საქართველო
GeosportS.ge   
სამშაბათი, 05 დეკემბერი 2017 12:16

FB_IMG_1512458176396-1512458204-857x1024დღეს დილით, მორიგი შეხვედრები გაიმართა ნაციონალურ საკალათურთო ასოციაციაში.  გამარჯვებები მოიპოვეს, კონფერენცეიბის ლიდერებმა.

ზედიზედ მეოთხე თამაში მოიგო, გოლდენ სტეიტ „უორიორზმა“ მოქმედმა ჩემპიონებმა, ნიუ ორლეანს „პელიკანსი“ სტუმრად 125-115 დაამარცხეს. დღევანდელ შეხვედრაში, მომაწილეობა არ მიუღია ზაზა ფაჩულიას. მისი უთამაშებლოს მიზეზი, ამ ეტაპზე უცნობია. აღსანიშნავია, რომ თამაშის ბოლოს, კოჭის ტრავმა მიიღო სტეფ კარიმ. გოლდენ სტეიტის ეთერთმა ლიდერმა მატჩის დასრულება ვეღარ შესძლო. გასახდელიდან, კარი ყავარჯნებით გამოვიდა. გუნდის საექიმო შტაბის განცხადებით, პირველადი მონაცემებით, ტრავმა საკმაოდ მძიმეა. NBA-ს ორგზის საუკეთესო მოთამაშეს, დღეს რენტგენს გადაუღებენ და ამის შემდეგ გახდება ცნობილი, თუ რამდენ ხანს გამოაკლდება გუნდს.

აღმოსავლეთის საუკეთესო გუნდმა, ბოსტონ „სელტიქსმა“ საკუთარ „თი დი გარდენში“ მილუოკი „ბაქსი მიიღო და ანგარიშით 111-100 დაამარცხა. მასპინძლები, მთელი შეხვედრის განმავლობაში ლიდერობდნენ და მეტოქეს თამაშის დაძაბვის საშუალება არ მისცეს. ბოსტონელთა 21-ე გამარჯვების მთავარი შემოქმედი, კვლავ კაირი ირვინგი გახდა. უკანახაზელმა, 32 ქულა გააკეთა. ტრდაციულად, დამაჯერებელი იყო, ალ ჰორფორდი. დომენიკელმა ცენტრმა, სამმაგი დუბლის ზღვარზე ითამაშა. მისმა მონაგარმა: 20 ქულა, 9 მოხსნა და 8 შედეგიანი გადაცემა შეადგინა. სტუმართა შორის, გიანის ანტეტუკონმპო გამოირჩა. ბერძენმა ფორრვარდმა, 40 ქულა და 9 მოხსნა მიითვალა აქტივში. „სელტიქსს“ ლიგაში, საუკეთესო მაჩვენებლი აქვს. ბრედ სტივენსის გუნდის მომდევნო მეტოქე, დალას „მავერიქსი“ იქნება.

1tv.ge

 

ჟურნალი

ადამიანი, რომელიც ფეხბურთს მართავს

დაწვრილებით...
 

ფენომენი

დაწვრილებით...
 

მამის საამაყო შვილი ... დავიდ ლუიზი

დაწვრილებით...
 

როგორ დავიკლოთ წონაში?

დაწვრილებით...
 

რივალდო - დამზადებულია ბრაზილიაში

დაწვრილებით...
 

ვიცხოვროთ ჯანსაღად! - მუცლის პრესი

დაწვრილებით...
 

რას კითხულობენ პრემიერლიგის ვარსკვლავები

დაწვრილებით...
 

უელსელი მარადონა - აარონ რამზი

დაწვრილებით...
 

მსაჯია-ადამიანი

დაწვრილებით...
 

საფეხბურთო ზოდიაქო

დაწვრილებით...

ნოემბერი 2017 დეკემბერი 2017 იანვარი 2018
კვ ორ სა ოთ ხუ პა შა
1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30
31
There are no upcoming events currently scheduled.
სრულად...

LIVESCORE.in

ჩვენ გვყავს 1222 სტუმარი ონლაინში