მალთაყვაში მსაჯის ცხედარი იპოვეს - გარიგებული თამაშის ვერსიას მსაჯთა კომიტეტში გამორიცხავენ

PDF ბეჭდვა ელ. ფოსტა
მთავარი სიახლე
GeosportS.ge   
ხუთშაბათი, 07 დეკემბერი 2017 11:52

msajiმალთაყვაში მსაჯის ცხედარი იპოვეს - გარიგებული თამაშის ვერსიას მსჯთა კომიტეტში გამორიცხავენ

ეროვნული საფეხბურთო ჩემპიონატის მატჩების მსაჯის ცხედარი მალთაყვის ტყეში იპოვეს. საქმე თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლით არის აღძრული, თუმცა ოფიციალური ვერსიის ოჯახს არ სჯერა.

გარდაცვლილის მეუღელე და დედა „კურიერს“ იმ ინციდენტის შესახებ უყვებიან, რომელიც მსაჯის გაუჩინარებას წინ უძღოდა.

ეროვნული საფეხბურთო ჩემპიონატის მსაჯს უცნობმა პირებმა სახლში მიაკითხეს და დაძაბული საუბრის დროს ფულს სთხოვდნენ. არის ვერსია, რომ შესაძლოა, ილია ტუღუშის სიკვდილი ჩაწყობილ თამაშებს უკავშირდებოდეს.

„აქ მომაკითხეს, რაღაც თანხაზე იყო საუბარი. ეძებდნენ ჩემს ქმარს, არ ვიცი რა მოხდა. თანამდებობა უნდოდათ და ვერ დასვა ჩემმა ქმარმა და სთხოვდნენ ჩემს ქმარს. 5000 ლარს ითხოვდნენ. მოკლულია ჩემი ქმარი,“- განაცხადა ტუღუშის მეუღლემ, ეკა ტუღუშმა.

ანალოგიურს ჰყვება გარდაცვლილის დედა. მანანა ტუღუში ამტკიცებს, რომ მისი შვილი მოკლეს.

გურიაში გარდაცვლილი მსაჯის საქმეზე ლანჩხუთის გუნდში და მსაჯთა კომიტეტში გარიგებული თამაშების ვერსიას გამორიცხავენ. საფეხბურთო სამყაროში ოჯახის ბრალდებებს აბსურდულს უწოდებენ.

„ჩვენ რაც დაგვემართა წელს, რომ გავარდა ეს გუნდი, ესეც საკმარისია ჩვენთვის და ამას მოყვა ეს ჭორები. გარიგებებთან დაკავშირებით ეს სისულელეა, ეს არის ზღაპარი. მე რა ვიცი რა მოხდა, მე თვითონ შოკში ვარ, ამ ახალგაზრდა კაცმა რატომ გააკეთა ასეთი რაღაც, რა ქონდა ასეთი პრობლემა ვეღარ გავიგე,“ - აცხადებს ლანჩხუთის ”გურიას” დირექტორის მოადგილე ნუგზარ ჩხაიძე.

საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის მსაჯთა განვითარებისა და რეკრუტირების უფროსი მენეჯერი მამუკა ელიკაშვილი განმარტავს, რომ მსაჯებს საკმაოდ დიდი ხელფასები აქვთ და ისინი გარიგებებზე არ წავლენ. მისი თქმით, მათ მომხდარის შესახებ ინფორმაცია არ აქვთ

გავრცელებული ინფორმაციით, საუბარია ლანჩხუთის „გურიასა“ და თელავის გუნდს შორის რამდენიმე დღის წინ შემდგარ თამაშზე, სადაც გურიამ წააგო და შედეგად მეორე ლიგა დატოვა.

 

 

ჟურნალი

ადამიანი, რომელიც ფეხბურთს მართავს

დაწვრილებით...
 

ფენომენი

დაწვრილებით...
 

მამის საამაყო შვილი ... დავიდ ლუიზი

დაწვრილებით...
 

როგორ დავიკლოთ წონაში?

დაწვრილებით...
 

რივალდო - დამზადებულია ბრაზილიაში

დაწვრილებით...
 

ვიცხოვროთ ჯანსაღად! - მუცლის პრესი

დაწვრილებით...
 

რას კითხულობენ პრემიერლიგის ვარსკვლავები

დაწვრილებით...
 

უელსელი მარადონა - აარონ რამზი

დაწვრილებით...
 

მსაჯია-ადამიანი

დაწვრილებით...
 

საფეხბურთო ზოდიაქო

დაწვრილებით...

ნოემბერი 2017 დეკემბერი 2017 იანვარი 2018
კვ ორ სა ოთ ხუ პა შა
1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30
31
There are no upcoming events currently scheduled.
სრულად...

LIVESCORE.in

ჩვენ გვყავს 1266 სტუმარი ონლაინში