"დინამომ" ფიბა ევროპის თასზე ასპარეზობა მარცხით დაასრულა

PDF ბეჭდვა ელ. ფოსტა
საქართველო
GeosportS.ge   
ხუთშაბათი, 07 დეკემბერი 2017 12:17

lashaირაკლი ხოშტარიას გაწვრთნილმა თბილისურმა გუნდმა ჯგუფური ეტაპის ბოლო ტურის შეხვედრა დღეს, ოლიმპიურ სასახლეში გამართა და წინა 5-ის მსგავსად, ეს მატჩიც წააგო.

gbf.ge-ის ინფორმაციით, თურქულ “ისთანბულს” ჯგუფიდან გასვლა გარანტირებული ჰქონდა. სტუმრებს 5-დან 4 მოგება ჰქონდათ აქტივში და ჯგუფში პირველ ადგილზე გასვლისთვის იბრძოდნენ. დინამოელებს კი ტურნირზე პირველი გამარჯვების მოპოვება სურდათ, მაგრამ ამ ფაქტორის მიუხედავად, გამარჯვება სტამბოლელებს დარჩათ. “ისთანბულს” შემადგენლობაში ჰყავდა სლოვენიის ეროვნული ნაკრების წევრი იაკა კლობუჩარი, ხორვატიის ნაკრების წევრი ივან ბუდვა და სერბეთის ეროვნული გუნდის წარმომადგენელი, სტეფან ბირჩევიჩი. ერთი სიტყვით, თურქულ კლუბს ძლიერი შემადგენლობა და შესაბამისად, დიდი ამბიციები აქვს და დღევანდელი შეხვედრის მოგებაც არ გასჭირვებია.

დინამოელებმა იბრძოლეს. მეტოქეს მეორე პერიოდში ანგარიში გაუთანაბრეს (32:32), ხოლო მესამეში ჩამორჩენა 5 ქულამდე გაუბათილეს (52:57), თუმცა კლასისა და ოსტატობის ხარჯზე სტამბოლელებმა უმალ მოიპოვეს ხელჩასაჭიდი უპირატესობა და თამაშის ბოლომდე ლიდერობა 27 ქულამდე გაზარდეს – 97:70.

“ისთანბულში” 22 ქულით, 10 მოხსნითა და 5 პასით ივან ბუდვა გამოირჩა. 17 ქულა დაგროვდა რაიან ტულსონის ანგარიშზე. “დინამოში” 18 ქულით ბომბარდირი გახდა ნიკოლა გაჩეშა, 13 ქულა ჰქონდა ჰარისონ ტურპინს, ხოლო ლევან გრძელიძის ანგარიშზე 11 ქულა დაგროვდა.

ამით დინამოელებმა დაასრულეს ფიბა ევროპის თასზე ასპარეზობა და ახლა მთლიანად საქართველოს სუპერლიგაზე გადაერთვებიან.

ირაკლი ხოშტარია, “დინამოს” მთავარი მწვრთნელი:

“სამწუხაროდ, ჩვენ ვერ მოვახერხეთ გამარჯვება და დავმარცხით. თუ ჩვენ დასკვნებს გამოვიტანთ არა ამ მატჩიდან, არამედ მთლიანად ფიბა ევროპის თასის ტურნირიდან, მასში ჩვენი მონაწილეობა გამართლებული იქნება. როგორც ვხედავთ, მეტია საჭირო, როგორც მოთამაშეებისგან, ისე მწვრთნელებისგან. კომპლექსურადაა განვითარება საჭირო. მე მზად ვარ ამისთვის და ვფიქრობ, ჩვენ მოვახერხებთ იმას, რომ ვაჩვენოთ უკეთესი შედეგი და გულშემატკივრები გავახაროთ”.

 

ჟურნალი

ადამიანი, რომელიც ფეხბურთს მართავს

დაწვრილებით...
 

ფენომენი

დაწვრილებით...
 

მამის საამაყო შვილი ... დავიდ ლუიზი

დაწვრილებით...
 

როგორ დავიკლოთ წონაში?

დაწვრილებით...
 

რივალდო - დამზადებულია ბრაზილიაში

დაწვრილებით...
 

ვიცხოვროთ ჯანსაღად! - მუცლის პრესი

დაწვრილებით...
 

რას კითხულობენ პრემიერლიგის ვარსკვლავები

დაწვრილებით...
 

უელსელი მარადონა - აარონ რამზი

დაწვრილებით...
 

მსაჯია-ადამიანი

დაწვრილებით...
 

საფეხბურთო ზოდიაქო

დაწვრილებით...

ნოემბერი 2017 დეკემბერი 2017 იანვარი 2018
კვ ორ სა ოთ ხუ პა შა
1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30
31
There are no upcoming events currently scheduled.
სრულად...

LIVESCORE.in

ჩვენ გვყავს 1231 სტუმარი ონლაინში