მარკოიშვილის 10 ქულა, ფაჩულიას ტრავმამ შეუშალა ხელი

PDF ბეჭდვა ელ. ფოსტა
საქართველო
GeosportS.ge   
ხუთშაბათი, 07 დეკემბერი 2017 12:20

manuმანუჩარ მარკოიშვილი, რომელიც იტალიური"“რეჯიო ემილიას" ღირსებას იცავს, ევროთასის გათამაშებაში ყოფილ გუნდს შეხვდა.

gbf.ge-ის ინფორმაციით, ემილიელები სტამბოლს ესტუმრნენ და “გალათასარაისთან” დაპირისპირებაში 10 ქულით – 72:82 დამარცხდნენ.

ქართველი ცენტრი ტრადიციულად სასტარტო ხუთეულში იმყოფებოდა და მოედანზე 31 წუთი გაატარა. მარკოიშვილი საკმაოდ შედეგიანი იყო და 10 ქულა, 6 პასი და 4 მოხსნა დააგროვა. მანუჩარმა 6-დან 3 ორქულიანი, 5-დან 1 სამქულიანი და 1 საჯარიმო ჩააგდო, 3 პერსონალური ფოლი მიიღო, მის წინააღმდეგ კი 2-ჯერ დაჯარიმდნენ.

იტალიურ გუნდს 3 მოგება და 4 მარცხი მოუგროვდა და “ბ” ჯგუფში მე-3 ადგილზე იმყოფება. “რეჯიო ემილიას” შემდეგი მატჩი 13 დეკემბერს, შინ, ლიტვურ “ლიეტკაბელისთან” აქვს დაგეგმილი.

ნატკენი მხრის მიუხედავად, ზაზა ფაჩულიამ ნბა-ს რეგულარული ჩემპიონატის მორიგ მატჩში მონაწილეობა მიიღო, თუმცა “შარლოტთან” შეხვედრის მე-5 წუთზე მოედანი დატოვა და აღარ დაბრუნებულა. სავარაუდოდ, ქართველმა ცენტრმა თავი არაკომფორტულად იგრძნო და მწვრთნელებმა ის დაასვენეს.

5 წუთში ფაჩულიამ 3 მოხსნა მოაგროვა, 1 ბურთი ააცილა და 1 დაკარგა. “გოლდენ სტეიტი” თამაშობდა ტრავმირებული სტეფ კარისა და დრეიმონდ გრინის გარეშე, თუმცა კევინ დიურანტის სამმაგი დუბლის (35 ქულა, 11 მოხსნა, 10 პასი) მაინც მოახერხა “შარლოტის” სტუმრად დამარცხება – 101:87.

20 მოგებითა და 6 მარცხით “გოლდენ სტეიტი” დასავლეთ კონფერენციაში მე-2 ადგილზეა. მომდევნო მატჩს ოკლენდელები 8 დეკემბერს, დეტროიტში, “პისტონსთან” გამართავენ.

 

ჟურნალი

ადამიანი, რომელიც ფეხბურთს მართავს

დაწვრილებით...
 

ფენომენი

დაწვრილებით...
 

მამის საამაყო შვილი ... დავიდ ლუიზი

დაწვრილებით...
 

როგორ დავიკლოთ წონაში?

დაწვრილებით...
 

რივალდო - დამზადებულია ბრაზილიაში

დაწვრილებით...
 

ვიცხოვროთ ჯანსაღად! - მუცლის პრესი

დაწვრილებით...
 

რას კითხულობენ პრემიერლიგის ვარსკვლავები

დაწვრილებით...
 

უელსელი მარადონა - აარონ რამზი

დაწვრილებით...
 

მსაჯია-ადამიანი

დაწვრილებით...
 

საფეხბურთო ზოდიაქო

დაწვრილებით...

ნოემბერი 2017 დეკემბერი 2017 იანვარი 2018
კვ ორ სა ოთ ხუ პა შა
1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30
31
There are no upcoming events currently scheduled.
სრულად...

LIVESCORE.in

ჩვენ გვყავს 1229 სტუმარი ონლაინში