ლევან კობიაშვილი მსაჯის გარდაცვალების ფაქტს ეხმაურება (ვიდეო)

PDF ბეჭდვა ელ. ფოსტა
საქართველო
GeosportS.ge   
პარასკევი, 08 დეკემბერი 2017 13:06

kobi

33 წლის მსაჯის ილია ტუღუშის ბურუსით მოცულ გარდაცვალების ფაქტს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გამოეხმაურა.

ლევან კობიაშვილი ვიდეომიმართვაში ამბობს, რომ 3 დეკემბერს გამართულ „გურია"-"თელავის“ მატჩში ტუღუშს არ უმსაჯია. მისივე თქმით, ფეხბურთის ფედერაცია მზადაა, საჭიროების შემთხვევაში, ითანამშრომლოს გამოძიებასთან და იმედოვნებს, რომ შესაბამისი უწყებები უმოკლეს ვადაში დაადგენენ სიმართლეს. ვიდეომიმართვა ლევან კობიაშვილმა სოციალურ ქსელში გაავრცელა.

ვიდეო

"მინდა გამოვეხმაურო ჩვენთვის ძალიან მძიმე შემთხვევას და კიდევ ერთხელ მივუსამძიმრო გარდაცვლილი მსაჯის - ილია ტუღუშის ოჯახის წევრებს, ახლობლებს, მეგობრებს, სრულიად საფეხბურთო სამყაროს.

ამასთან, მინდა, ვთხოვო მედიის წარმომადგენლებს, რომ ინფორმაციის გავრცელებისას მეტი სიფრთხილე გამოიჩინონ და ნუ შეიყვანენ შეცდომაში საზოგადოებას.

კერძოდ, ვგულისხმობ, გავრცელებულ უსაფუძვლო ინფორმაციას, თითქოს ილია ტუღუში მსაჯობდა 3 დეკემბრის საპლეიოფო მატჩს - ლანჩხუთის გურიასა და თელავს შორის.ილია ტუღუში არ ყოფილა არანაირად დაკავშირებული ამ მატჩთან. მეტიც, მას არ უმსაჯია ეროვნული ლიგის არცერთი მატჩი, ასევე არც ეროვნული ლიგა 2-ისა და ლიგა 3-ის მატჩები, ის მსაჯობდა ახალგაზრდულ პირველობებსა და რეგიონულ გათამაშებას.

აქვე მინდა აღვნიშნო, რომ დასახელებული სამი პირიდან არცერთი არ არის და არც ყოფილა ფეხბურთის ფედერაციის თანამშრომელი.

და ბოლოს, მინდა, მკაფიოდ დავაფიქსირო ჩვენი, ფეხბურთის ფედერაციის პოზიცია - ჩვენ მზად ვართ, საჭიროების შემთხვევაში, ვითანამშრომლოთ გამოძიებასთან და ვიმედოვნებ, რომ შესაბამისი უწყებები უმოკლეს ვადაში დაადგენენ სიმართლეს", - ამბობს კობიაშვილი.

 

ჟურნალი

ადამიანი, რომელიც ფეხბურთს მართავს

დაწვრილებით...
 

ფენომენი

დაწვრილებით...
 

მამის საამაყო შვილი ... დავიდ ლუიზი

დაწვრილებით...
 

როგორ დავიკლოთ წონაში?

დაწვრილებით...
 

რივალდო - დამზადებულია ბრაზილიაში

დაწვრილებით...
 

ვიცხოვროთ ჯანსაღად! - მუცლის პრესი

დაწვრილებით...
 

რას კითხულობენ პრემიერლიგის ვარსკვლავები

დაწვრილებით...
 

უელსელი მარადონა - აარონ რამზი

დაწვრილებით...
 

მსაჯია-ადამიანი

დაწვრილებით...
 

საფეხბურთო ზოდიაქო

დაწვრილებით...

დეკემბერი 2017 იანვარი 2018 თებერვალი 2018
კვ ორ სა ოთ ხუ პა შა
1 2 3 4 5 6
7 8 9 10 11 12 13
14 15 16 17 18 19 20
21 22 23 24 25 26 27
28 29 30 31
There are no upcoming events currently scheduled.
სრულად...

gbf

LIVESCORE.in

ჩვენ გვყავს 1158 სტუმარი ონლაინში