“გოლდენ სტეიტი“ “მემფისის“ მატჩზე ამერიკის ჰიმნს ქართული “შვიდკაცა“ შეასრულებს

PDF ბეჭდვა ელ. ფოსტა
საქართველო
GeosportS.ge   
სამშაბათი, 12 დეკემბერი 2017 13:50

uniInc20 დეკემბერს, "Oracle Arena"-ზე გასამართ  ნბა-ს რეგულარული ჩემპიონატის მატჩში, რომელშიც ერთმანეთს "გოლდენ  სტეიტი" და "მემფისი" დაუპირისპირდებიან ზაზა ფაჩულიას სახელობის სათამაშო ''Bubble Head" დარიგდება.

თამაშის დაწყებამდე ამერიკის ჰიმნს ქართული ანსამბლი "შვიდკაცა" შეასრულებს, დიდ შესვენებაზე კი 3 ქართულ სიმღერას იმღერებს. ქართული ანსამბლის ამერიკაში მიწვევა, მას შემდეგ გადაწყდა, რაც ნბა-ს ჩემპიონმა,  საქართველოს ნაკრების ყოფილმა კაპიტანმა ზაზა ფაჩულიამ ჩემპიონის თასი საქართველოში ამოგზაურა, "შვიდკაცა" კი აქტიურად გახლდათ ჩართული სპეციალურად გამართულ ღონისძებებში და "გოლდენ სტეიტის" პრესსამსახურის თანამშრომლების სიმპათიაც დაიმსახურა.

ნბა-ს მოქმედი ჩემპიონის პრესსამსახური ზაზა ფაჩულიას საქართველოში ჩამოჰყვა, ჯგუფი სამი წევრისგან შედგებოდა - თასზე პასუხისმგებელი პირი, ჟურნალისტი და ოპერატორი, რომელიც გუნდის და ნბა-ს ვარსკვლავის სტეფ კარის პირადი ოპერატორი გახლავთ და ჩვენს ქვეყანაში გუნდის ხელმძღვანელობის თხოვნით გამოემგზავრა. ქართული ანსამბლი ოკლენდში 15 დეკემბერს გაემგზავრება და მონაწილეობას მიიღებს "გოლდენ სტეიტის" მიერ დაგეგმილ სხვადასხვა ღონისძიებებში.

დავით ნოზაძე ("შვიდკაცა"):" აგვისტოში აქტიურად ვიყავით ჩართული ღონისძიებებში, რომელიც ნბა-ს საჩემპიონო თასის საქართველოში მოგზაურობას მიეძღვნა. ერთ-ერთი შეხვედრის დროს, "გოლდენ სტეიტის" პრესსამსახურის წარმომადგენელმა, რომელიც ზაზა ფაჩულიას თბილისში ჩამოჰყვა გამოთქვა სურვილი, რომ 20 დეკემბერს "გოლდენ სტეიტი" "მემფისის" მატჩზე გვემღერა, რომელზეც ზაზა ფაჩულიას სახელობის სათამაშოები დარიგდებოდა. ცხადია, შემოთავაზებას ჩვენგან მაშინვე თანხმობა მოჰყვა, რის შემდეგაც გვთხოვეს ამერიკის ჰიმნის ჩვენი ინტერპრეტაციით შესრულება და ოკლენდში გაგზავნა. ჰიმნი "გოლდენ სტეიტის" პრეზიდენტმა მოისმინა და მიწვევაც მივიღეთ. რა თქმა უნდა, ეს არის არამარტო ჩვენი, არამედ ქართველი გულშემატკივრის და მსმენელის წარმატება და ცხადია ზაზა ფაჩულიას მიერ გაწეული უდიდესი შრომის შედეგი. სწორედ ზაზას დამსახურებაა ჩვენი იქ მოხვედრა. ქართველი ცენტრი მართლაც საოცარი მოთამაშე და ადამიანია".

 

ჟურნალი

ადამიანი, რომელიც ფეხბურთს მართავს

დაწვრილებით...
 

ფენომენი

დაწვრილებით...
 

მამის საამაყო შვილი ... დავიდ ლუიზი

დაწვრილებით...
 

როგორ დავიკლოთ წონაში?

დაწვრილებით...
 

რივალდო - დამზადებულია ბრაზილიაში

დაწვრილებით...
 

ვიცხოვროთ ჯანსაღად! - მუცლის პრესი

დაწვრილებით...
 

რას კითხულობენ პრემიერლიგის ვარსკვლავები

დაწვრილებით...
 

უელსელი მარადონა - აარონ რამზი

დაწვრილებით...
 

მსაჯია-ადამიანი

დაწვრილებით...
 

საფეხბურთო ზოდიაქო

დაწვრილებით...

დეკემბერი 2017 იანვარი 2018 თებერვალი 2018
კვ ორ სა ოთ ხუ პა შა
1 2 3 4 5 6
7 8 9 10 11 12 13
14 15 16 17 18 19 20
21 22 23 24 25 26 27
28 29 30 31
There are no upcoming events currently scheduled.
სრულად...

gbf

LIVESCORE.in

ჩვენ გვყავს 1099 სტუმარი ონლაინში