ბოულინგი, სპორტი და ბავშვები

PDF ბეჭდვა ელ. ფოსტა
საინტერესო
GeosportS.ge   
სამშაბათი, 12 დეკემბერი 2017 13:57

bouling10-cr-739x428საქართველოს სპორტულ ჟურნალისტთა ასოციაციამ და „ლიდერბეთმა“ ბოულინგში ერთობლივი ტურნირი ჩაატარეს.

ასოციაცია და აღნიშნული კომპანია (სპორტის და ახალგაზრდობის სამინისტროსთან ერთად) 28 დეკემბერს კლუბ Beer Time-ში ატარებენ 2017 წლის საუკეთესო ქართველი სპორტსმენების დაჯილდოვებას. ბოულინგის აქციაც აღნიშნული აქტივობის ფარგლებში გაიმართა.

ტურნირში მიიღეს მონაწილეობა სპორტულმა ჟურნალისტებმა. და იყო რამდენიმე ძალიან საინტერესო მონაწილეც. საქართველოს წყალბურთელთა ნაკრები, რომელიც დააკომპლექტეს ირაკლი რაზმაძემ, გიორგი თეთრაძემ და თედო შავშიშვილმა. ითამაშა მოჭიდავეების გუნდმა გივი მაჭარაშვილის და ავთო კენჭაძის შემადგენლობით. გუნდის მესამე წევრი ჭიდაობის ფედერაციის პრეს-სამსახურის ხელმძღვანელი ნინა პირმისაშვილი იყო. ყველაზე წარმომადგენლობითი გახდა საკალათბურთო კლუბი „დელტა“ - ორი გუნდი, 8 მონაწილე. „დელტას“ ორივე გუნდი საბოლოოდ, ფინალურ ეტაპზე გადავიდა, სადაც თამაში ხუთმა საუკეთესო გუნდმა გააგრძელა.

საბოლოოდ, ჩემპიონობა დაირტყა ამერიკული სპორტული აქსესუარების ყველაზე პოპულარული მაღაზიის, Nick and Dave-ის გუნდმა. ფინალში, 471 ქულით. ოდნავ უკეთესი, ვიდრე - „დელტას“ მეორე გუნდი, რომელმაც 463 ქულა აკრიფა. მესამე ადგილზე გადის საქართველოს სპორტულ ჟურნალისტთა ასოციაცია, რომელიც გადახალისებული შემადგენლობით გამოვიდა.

გამოვლინდნენ საუკეთესო მონაწილეები გოგონათა შორის. პირველ მეორე ადგილებზე გადიან საწყლოსნო სახეობათა ფედერაციის პიარის და მარკეტინგის ხელმძღვანელი ია ჩაჩუა და ეკა ლოლუა, რომელიც სპორტულ ჟურნალისტთა ასოციაციაში იყო და პარალელურად, კომპანია Beeline-ს წარმოადგენდა. ეკა ამ ტურნირის დებიუტანტი არის. მესამე ადგილზე „ლიდერბეთის“ წევრი გვანცა ავალიანი გადის, რომელმაც განსაკუთრებით კარგად ბოლო გეიმი ჩაატარა.

კაცებში პირველ ადგილზე ზის წყალბურთელი გიორგი თეთრაძე, მეორეზე - „ლიდერბეთის“ ანზორ კიპაროიძე და მესამეზე დაჯდა სპორტულ ჟურნალისტთა ასოციაციის პრეზიდენტი მიხეილ აბაიშვილი. მიშა ბოულინგის ტურნირების დამსახურებული ვეტერანი და თავისი გუნდის უცვლელი კაპიტანია.

ტურნირის სპეციალური სტუმარი გახდა ჩერნოვეცკის ფონდის ბავშვებისგან დაკომპლექტებული გუნდი. პატარებმა მაგარი დრო გაატარეს და შემდეგშიც, ამ სახის ღონისძიებების მონაწილეები იქნებიან.

ზვიად ანთაძე („დელტა“-ს კაპიტანი): „ძალიან სასიამოვნო აქცია იყო. მადლობა მინდა გადავუხადო მის ორგანიზატორებს. „დელტა“ მომავალშიც სიამოვნებით ჩაერთვება ასეთი სახის აქტივობაში. სპორტი და ბავშვები მეგობრები უნდა იყვნენ.“

მიხეილ აბაიშვილი: „მოგეხსენებათ, 28 დეკემბერს გაიმართება სპორტულ ჟურნალისტთა ასოციაციის ვერსიით 2017 წლის საქართველოს საუკეთესო სპორტსმენების დაჯილდოვება და დღევანდელი ღონისძიება ამ აქციის მხარდასაჭერად ჩატარდა. დიდი მადლობა მსურს გადავუხადო ამ კამპანიაში ჩვენს მთავარ პარტნიორს და გენერალურ სპონსორს, კომპანია „ლიდერბეთს“. ტურნირი ძალიან კარგი, სახალისო და იმდენად საინტერესო გამოვიდა, რომ აშკარად გასცდა მხარდამჭერი აქციის ფარგლებს და დამოუკიდებელი სპორტული ასპარეზობის სახე მიიღო. დიდი მრავალფეროვნება შემოიტანეს მოჭიდავეებმა, წყალბურთელებმა და საკალათბურთო სუპერლიგის კლუბ „დელტას“ წარმომადგენლებმა. ამით კი ჩვენმა ტურნირმა დამატებითი და მნიშვნელოვანი საერთაშორისო ელფერი შეიძინა, რადგან ერთი გუნდი თითქმის მთლიანად „დელტას“ ამერიკელ-კანადელი ლეგიონერებით იყო დაკომპლექტებული. მადლობას ვუხდი ჩვენს კიდევ ერთ პარტნიორს, „ისთ ფოინთის“ ბოულინგ-კლუბ „ლებოვსკის“, რომელიც ყოველთვის მხარს გვიჭერს მსგავსი ტურნირების ჩატარებაში. ვულოცავ ჩემპიონობას Nick and Dave-ის შეკრულ გუნდს და იმედი მაქვს, ბიჭები შემდეგ ტურნირში ჩაერთვებიან. მათ უკვე ტიტული აქვთ დასაცავი. ყველა მონაწილე კმაყოფილი დარჩა როგორც აზარტული და დაძაბული ტურნირით, ისე საჩუქრებით, რომელიც „ლიდერბეთმა“ დაარიგა“.

ტურნირის ჩატარების პარტნიორები იყვნენ კომპანიები „კამპა“ და Adidas. საქართველოს სპორტულ ჟურნალისტთა ასოციაცია მადლობას უხდის ყველას, ვინც მიიღო მონაწილეობა ამ საინტერესო აქციის ჩატარებაში.

ipress.ge

 

ჟურნალი

ადამიანი, რომელიც ფეხბურთს მართავს

დაწვრილებით...
 

ფენომენი

დაწვრილებით...
 

მამის საამაყო შვილი ... დავიდ ლუიზი

დაწვრილებით...
 

როგორ დავიკლოთ წონაში?

დაწვრილებით...
 

რივალდო - დამზადებულია ბრაზილიაში

დაწვრილებით...
 

ვიცხოვროთ ჯანსაღად! - მუცლის პრესი

დაწვრილებით...
 

რას კითხულობენ პრემიერლიგის ვარსკვლავები

დაწვრილებით...
 

უელსელი მარადონა - აარონ რამზი

დაწვრილებით...
 

მსაჯია-ადამიანი

დაწვრილებით...
 

საფეხბურთო ზოდიაქო

დაწვრილებით...

დეკემბერი 2017 იანვარი 2018 თებერვალი 2018
კვ ორ სა ოთ ხუ პა შა
1 2 3 4 5 6
7 8 9 10 11 12 13
14 15 16 17 18 19 20
21 22 23 24 25 26 27
28 29 30 31
There are no upcoming events currently scheduled.
სრულად...

gbf

LIVESCORE.in

ჩვენ გვყავს 991 სტუმარი ონლაინში