პაატა გურასპაული კალათბურთის ეროვნული ფედერაციის პრეზიდენტია

PDF ბეჭდვა ელ. ფოსტა
საქართველო
GeosportS.ge   
სამშაბათი, 12 დეკემბერი 2017 14:03

0G2A0044-e1513061619843-683x1024საქართველოს კალათბურთის ფედერაციას ახალი პრეზიდენტი ჰყავს.

პაატა გურასპაულმა არჩევნებში წარმოდგენილი დელეგატების 80-პროცენტიანი მხარდაჭერა მიიღო და ფედერაციის პრეზიდენტის სადავეები მიხეილ გაბრიჩიძისგან გადაიბარა.

კალათბურთის ფედერაციის საანგარიში-საარჩევნო ყრილობა დღეს, სასტუმრო „ქორთიარდ მერიოტში“ 13:00 საათზე დაიწყო. ფედერაციის გამგეობის გადაწყვეტილებით, ყრილობის დელეგატებად წარმოდგენილი იყვნენ  საკალათბურთო სუბიექტები, რომლებსაც აქტიურობის შესაბამისად, მინიჭებული ჰქონდათ არჩევნებში ხმის შესაბამისი პროცენტული კვოტა:

  • სუპერლიგაში მოასპარეზე კლუბები – 30%
  • რეგიონალური ფედერაციები -30%
  • საკალათბურთო სკოლები – 10%
  • დაბალ ლიგაში მოასპარეზე კლუბები – 5%
  • მსაჯთა კავშირი – 5%
  • მწვრთნელთა კავშირი – 5%
  • ვეტერანთა კავშირი -5%
  • ქალთა საკალათბურთო ორგანიზაციები -5%
  • მოთამაშეთა საკალათბურთო ორგანიზაციები/გაერთიანებები – 5%

ჩამოთვლილი საკალათბურთო სუბიექტებისგან მთლიანობაში წარმოდგენილი იყო 34 დელეგატი, რომელთაგან დღევანდელ საარჩევნო-საანგარიშო ყრილობაზე 27 გამოცხადდა. ყრილობის დაწყებას 1 საათით წინ უსწრებდა ფედერაციის საპრეზიდენტო არჩევნებში რეგისტირებული 2 კანდიდატისგან ერთ-ერთის, შიო ხეცურიანის კანდიდატურის მოხსნა. ხეცურიანმა სასტუმრო „რუმსში“ ბრიფინგი გამართა, სადაც განაცხადა, რომ არჩევნებში მონაწილეობას არ მიიღებდა. მისი კანდიდატურის მოხსნა, დროის ფაქტორის გამო, პროცედურულად ვერ განხორციელდებოდა და შესაბამისად, შიო ხეცურიანის გვარი დელეგატებისთვის წარდგენილი საარჩვნო ბიულეტენიდან ამოღებული არ იქნა.

საარჩევნო ყრილობაზე მოსული 27 დელეგატს ხმათა საერთო რაოდენობის 82 პროცენტი გააჩნდა. არჩევნებზე წარმოდგენილ ერთადერთ კანდიდატ პაატა გურასპაულს მხარი 26-მა დელეგატმა დაუჭირა, რამაც მთლიანობაში ხმათა 80 პროცენტი შეადგინა. ეს ინფორმაცია დამსწრეებს ხმის დამთვლელმა კომისიამ მიაწოდა, რომელშიც შევიდნენ: გია სანაძე, პაატა ლობჟანიძე, ლაშა თოიძე და რევაზ ჩხეიძე.

შესაბამისად, პაატა გურასპაული ხმათა სოლიდური უპირატესობით საქართველოს კალათბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდა. ახალმა პრეზიდენტმა ფედერაციის გამგეობის ყველა მოქმედი წევრი – მიხეილ გაბრიჩიძე, გიორგი ქართველიშვილი, ვლადიმერ ბოისა, გია სანაძე, ნოდარ ქორქია, გივი ბიჭიაშვილი და ვალერი ლომაძე გამგეობაში დატოვა და მათ 4 ახალი წევრი დაამატა: ვახტანგ ნაცვლიშვილი, ლაშა-გიორგი გამყრელიძე, მიხეილ აბულაძე და თავად – პაატა გურასპაული.

ახალმა პრეზიდენტმა, პაატა გურასპაულმა პირველი კომენტარი გააკეთა:

„დიდი მადლობა საკალათბურთო სამყაროს, რომელმაც ნდობა გამომიცხადა. ეს არის დიდი პასუხისმგებლობა ჩემთვის და ყველაფერს გავაკეთებ, ეს ნდობა გავამართლო. პირველ რიგში, მინდა ფედერაციის გამგეობის ფუნქციები გავზარდოთ, რაც გამგეობის წევრთა გაზრდას გულისხმობს. პირველი, რასაც ვამბობდი, ისაა, რომ პრეზიდენტი არ იყოს გამგეობის თავმჯდომარე. ის უნდა იყოს რიგითი წევრი. წესდებით გათვალისწინებულ ძირითად სუბიექტებს მიეცემათ ვადა, რათა წარმოადგინონ თავიაანთი კანდიდატები. მთავარი მომენტი არის, რომ საკალათბურთო სამყარომ წარადგინოს კანდიდატები და მათგან დაკომპლექტდეს გამგეობა და არა პრეზიდენტის ნება-სურვილზე იყოს წევრთა შერჩევა. სწორედ ამისთვის ვაცხადებ, რომ თებერვლის თვეში ჩვენ ჩავატარებთ რიგგარეშე ყრილობას და გამგეობის წევრთა რაოდენობა გაიზრდება და მიიღებს საბოლოო სახეს. სწორედ ის გამგეობა იქნება ქმედითი და აქტიური, რომელიც გადაწყვეტს ქართული კალათბურთის საჭირბოროტო საკითხებს…

ნამდვილად არ ველოდი და თითქოს, რაღაცნაირად, გულიც დამწყდა, რომ ასე, ეულად წარვსდექი არჩევნებზე. ყველა ადამიანის გადაწყვეტილებას პატივი უნდა ვცეთ და მეც ვიღებ შიოს ნაბიჯს. კიდევ ერთხელ ვაფიქსირებ, რომ კალათბურთის სამყაროს წარმომადგენლებთან სათანამშრომლოდ ყოველთვის მზადაა ჩემი გუნდი, რათა ერთიანი ძალებით გადავდგათ ის ნაბიჯები, რასაც ქართული კალათბურთის განვითარება და ბედნიერი მომავალი ჰქვია“.

ვახტანგ ნაცვლიშვილი, „დინამო თბილისის“ პრეზიდენტი, ფედერაციის გამგეობის წევრი:

„მინდა მივულოცო პაატა გურასპაულს პრეზიდენტობა და აქედანვე განვაცხადო, რომ მას და ფედერაციის შემადგენლობას დიდი მუშაობა მოუწევს. დღეს არჩევნებზე წარმოდგენილი იყო 1 კანდიდატი და ასე იყო წინა არჩევნებზეც. მე ვისურვებდი, რომ მომავალ არჩვნებზე ასე არ იყოს და პრეზიდენტობის მსურველი იყოს, 2-3 კანდიდატი მაინც, რომლებიც საკალათბურთო სამყაროს წინაშე საკუთარი პროგრამებით წარსდგებიან. მინდა ვთქვა, რომ აქ წარმოდგენილია საკალათბურთო საზოგადოება და მეც, მისმა წევრმა ჩემი 15-წლიანი კარიერის შემდეგ დავიმსახურე ეს საარჩევნო მანდატი. ასევე დაიმსახურეს აქ წარმოდგენილმა სუბიექტებმა – კლუბებმა, სკოლებმა, კავშირებმა და მინდა აღვნიშნო, რომ მოქმედი კალათბურთელების საქმე უპირველესად თამაშია, ხოლო პრეზიდენტი საკალათბურთო საზოგადოებამ უნდა აირჩიოს“.

ვლადიმერ ბოისა, კალათბურთის ეროვნული ფედერაციის გამგეობის წევრი:

მივულოცავ პაატა გურასპაულს გამარჯვებას და წარმატებას ვუსურვებ მომდევნო 4 წლის განმავლობაში. მაქსიმალურად დავუდგები გვერდში ახალ პრეზიდენტს, რადგან  ფედერაციაში ჩემი მუშაობის გამოცდილებიდან გამომდინარე, კარგად  ვიცი ეს რამდენად რთულია. გასული ოთხი წელი წარმატებული იყო  ქართული კალათბურთისთვის და წინსვლა კვლავაც გაგრძელდება.

მიხეილ გაბრიჩიძე,  კალათბურთის ეროვნული ფედერაციის  გამგეობის წევრი: პირველ რიგში, მადლობას გადავუხდი ყველა იმ ადამიანს, ვინც გვერდით მედგა  ამ 4 წლის მანძილზე. ჩვენ ძალიან საინტერესოდ ვიმუშავეთ და  ერთად ბევრი მნიშვნელოვანი პროექტის  განხორციელება შევძელით. არჩევნები ჩატარდა სამართლიან და მშვიდ გარემოში, 34 დელეგატიდან  27 გამოცხადდა და საკუთარი სურვილი ყველამ დააფიქირა. საერთო ხმების 82% -დან  80%-მა  მხარი პაატა გურასპაულს დაუჭირა. მინდა ვუსურვო პაატას გაამართლოს ის დიდი მოლოდინი,  რაც საკალათბურთო ოჯახს აქვს და მჯერა მას ამ მიზნების მიღწევაში გვერდით ყველა დაუდგება.

 

ჟურნალი

ადამიანი, რომელიც ფეხბურთს მართავს

დაწვრილებით...
 

ფენომენი

დაწვრილებით...
 

მამის საამაყო შვილი ... დავიდ ლუიზი

დაწვრილებით...
 

როგორ დავიკლოთ წონაში?

დაწვრილებით...
 

რივალდო - დამზადებულია ბრაზილიაში

დაწვრილებით...
 

ვიცხოვროთ ჯანსაღად! - მუცლის პრესი

დაწვრილებით...
 

რას კითხულობენ პრემიერლიგის ვარსკვლავები

დაწვრილებით...
 

უელსელი მარადონა - აარონ რამზი

დაწვრილებით...
 

მსაჯია-ადამიანი

დაწვრილებით...
 

საფეხბურთო ზოდიაქო

დაწვრილებით...

დეკემბერი 2017 იანვარი 2018 თებერვალი 2018
კვ ორ სა ოთ ხუ პა შა
1 2 3 4 5 6
7 8 9 10 11 12 13
14 15 16 17 18 19 20
21 22 23 24 25 26 27
28 29 30 31
There are no upcoming events currently scheduled.
სრულად...

gbf

LIVESCORE.in

ჩვენ გვყავს 1100 სტუმარი ონლაინში