ბათუმის მეტოქე - ტიმიშოარა-სარასენსი

PDF ბეჭდვა ელ. ფოსტა
საქართველო
GeosportS.ge   
სამშაბათი, 12 დეკემბერი 2017 14:08

timishoara-calvizano_instoryევროპული რაგბის "კონტინენტის ფარის" დასკვნით ტურში, "ბათუმი" 16 დეკემბერს (15 საათზე) რუმინეთის ჩემპიონ "ტიმიშოარა-სარასენსს" უმასპინძლებს და გამარჯვების შემთხვევაში ფლეი ოფში თამაშს დაიბევებს.

‘ტიმიშოარა-სარასენსი’ ბოლო წლებში რუმინეთის ყველაზე წარმატებული კლუბია. უკანასკნელი 6 წლის განმავლობაში (სუპერლიგის დაარსებიდან) მან 4-4-ჯერ მოიგო ქვეყნის ჩემპიონატი და თასი, ერთხელ კი სამეფო თასს დაეუფლა. ის ‘მუხების’ საბაზო გუნდია და მის შემადგენლობაში ნაკრების 20 მორაგბე თამაშობს, მათ შორის კატალინ ფერკუ (98 კეპი), ვალენტინ პოპირლანი (67 კეპი) და ანდრეი რადოი (54 კეპი) ყველაზე გამოცდილები არიან. ასევე ‘ტიმიშოარა-სარასენსის’ ღირსებას იცავენ ტონგელი (6 მორაგბე), ფიჯელი, ახალ ზელანდიელი (2), ავსტრალიელი, ბრიტანელი, არგენტინელი და სამხრეთ აფრიკელი (3) ლეგიონერები.

კლუბი 1949 წელს დაარსდა და 1972 წელს პირველად გახდა რუმინეთის ჩემპიონი. ‘უნივერსიტატეა ტიმიშოარა’ (მაშინ გუნდს ასე ეწოდებოდა) იყო პირველი არაბუქარესტული გუნდი 58-წლიან ისტორიაში, რომელმაც ქვეყნის ჩემპიონის თასი დედაქალაქიდან წაიღო.

გუნდმა ჩემპიონის ტიტული 40-წლიანი პაუზის შემდეგ დაიბრუნა (2012) დაიბრუნა და ის მომავალ წელსაც შეინარჩუნა. 2014 წელს ‘ტიმიშოარა’ ლონდონის ‘სარასენს’ დაუმეგობრდა. მართალია მან ამ წელს ჩემპიონობა დაკარგა, მაგრამ ტიტული მომავალ წელს დაიბრუნა და 2016/2017 წლების სეზონში, უკვე შემოდგომა-გაზაფხულის სისტემით გამართულ ჩემპიონატში კვლავ პირველ ადგილზე გავიდა. ‘ტიმიშოარა-სარასენსმა’ ქვეყნის თასი 2011, 2014, 2015 და 2016 წლებში შემართა და აღსანიშნავია, რომ 8-ვე ფინალში (ჩემპიონატში და თასზე) ‘ბაია მარე’ დაამარცხა. 2015 წელს მან რუმინეთის სამეფო თასიც მოიგო.

2017/2018 წლების სეზონში ‘ტიმიშოარა-სარასენსმა’ რუმინეთის სუპერლიგის 3 თამაში მოიგო, 2 ფრედ დაასრულა, ერთხელ დამარცხდა და 18 ქულით მე-4 ადგილზეა. ჩემპიონატი აპრილში განახლდება.

‘ტიმიშოარა-სარასენსმა’ ‘კონტინენტის ფარზე’ პირველად 2015/2016 წლების სეზონში ითამაშა (მანამდე ჩელენჯ ქაფზე რუმინეთის კლუბების ნაკრები გამოდიოდა) და ჯგუფურ ეტაპზე ოთხივე შეხვედრა მოიგო, ფლეი ოფში იტალიურ ‘კალვიზანოს’ ორი მატჩის ჯამში 64:40 მოუგო (36:23 შინ, 28:17 სტუმრად) და 2016/2017 წლების ჩელენჯ ქაფზე გავიდა, სადაც ჯგუფურ ეტაპზე ‘ედინბურგს’, ‘სტად ფრანსეს’ და ‘ჰარლექინზს’ შეხვდა და ექვსივე თამაში წააგო.

წელს გაზაფხულზე რუმინეთის ჩემპიონი საქართველოს ეწვია და ჩელენჯ ქაფის ფლეი ოფის პირველ მატჩში რუსეთის ვიცე-ჩემპიონ ‘კრასნი იარს’ რუსთავში 17:12 მოუგო, თუმცა განმეორებით შეხვედრაში 18:27 დამარცხდა და ‘კონტინენტის ფარზე’ დარჩა.

ჯგუფურ ეტაპზე ‘ტიმიშოარა-სარასენსმა’ სამივე შეხვედრა მოიგო: იტალიურ ‘პეტრარკას’ შინ 29:25 სძლია, ლისაბონის უნივერსიტეტს პორტუგალიაში 45:10 მოუგო, ხოლო გასულ შაბათს კიდევ ერთი იტალიური კლუბი, ამ ქვეყნის ჩემპიონი ‘კალვიზანო’ 15:13 დაამარცხა. აღსანიშნავია, რომ ამ თამაშს ქართველი მსაჯები უძღვებოდნენ და რეფერი ნიკა ამაშუკელი იყო. ამრიგად, რუმინეთის ჩემპიონი „ა“ ჯგუფს 13 ქულით ლიდერობს, 2-ით უსწრებს ‘როვიგოს’ და 5-ით ‘ჰაიდელბერგს’, რაც მას ერთი ბონუს-ქულის აღების შემთხვევაში ფლეი ოფში გასვლას უბევებს.

შეგახსენებთ, ფლეი ოფში ჯგუფიდან ორ-ორი გუნდი გადის, „ბ“ ჯგუფში პირველ ადგილზე ‘ბათუმია’ (8 ქულა) და გამარჯვების შემთხვევაში ის ფლეი ოფში ითამაშებს.

rugby.ge

 

ჟურნალი

ადამიანი, რომელიც ფეხბურთს მართავს

დაწვრილებით...
 

ფენომენი

დაწვრილებით...
 

მამის საამაყო შვილი ... დავიდ ლუიზი

დაწვრილებით...
 

როგორ დავიკლოთ წონაში?

დაწვრილებით...
 

რივალდო - დამზადებულია ბრაზილიაში

დაწვრილებით...
 

ვიცხოვროთ ჯანსაღად! - მუცლის პრესი

დაწვრილებით...
 

რას კითხულობენ პრემიერლიგის ვარსკვლავები

დაწვრილებით...
 

უელსელი მარადონა - აარონ რამზი

დაწვრილებით...
 

მსაჯია-ადამიანი

დაწვრილებით...
 

საფეხბურთო ზოდიაქო

დაწვრილებით...

დეკემბერი 2017 იანვარი 2018 თებერვალი 2018
კვ ორ სა ოთ ხუ პა შა
1 2 3 4 5 6
7 8 9 10 11 12 13
14 15 16 17 18 19 20
21 22 23 24 25 26 27
28 29 30 31
There are no upcoming events currently scheduled.
სრულად...

gbf

LIVESCORE.in

ჩვენ გვყავს 918 სტუმარი ონლაინში