ლეგიონი: ბითაძის ორმაგი დუბლი (ვიდეო)

PDF ბეჭდვა ელ. ფოსტა
საქართველო
GeosportS.ge   
შაბათი, 06 იანვარი 2018 13:24

bitadze-19-olimpiashiსაქართველოს ეროვნული ნაკრები ყველაზე ახალგაზრდა წევრმა, 18 წლის გოგა ბითაძემ "მეგა ბიმაქსს" ადრიატიკის ლიგაზე "ოლიმპია" დაამარცხებინა.

სერბულმა გუნდმა ქართველი ცენტრის ორმაგი დუბლის წყალობით სლოვენიის მრავალგზის ჩემპიონი სტუმრად, ლიუბლიანაში დაამარცხა – 76:69.

შეხვედრის საუკეთესო მოთამაშედ ქართველი ახალგაზრდა დასახელდა, რომელმაც 23:18 წუთში 12 ქულა, 10 მოხსნა და 2 დაფარება მიითვალა. ბითაძემ 5-დან 3 ორქულიანი და 8-დან 6 საჯარიმო ჩააგდო. გოგა მოედანზე იყო მატჩის გადამწყვეტ წუთებში, როცა “მეგა ბიმაქსმა” 6-ქულიანი ჩამორჩენა 4 წუთში 7-ქულიან ლიდერობად აქცია. ქართველმა ლეგიონერმა აღნიშნულ ეპიზოდში არაერთი მნიშვნელოვანი ბურთი ჩააგდო და აცილებულები მოხსნა, რითაც სერბულ კლუბს გამარჯვებაში დაეხმარა.

“მეგა ბიმაქსში” 19 ქულით ბომბარდირი გახდა და პლუს 7 პასიც მიითვალა ნიკოლა რებიჩმა, რომელმაც ქართველი თანაგუნდელის მსგავსად მარგი ქმედების კოეფიციენტი 25-ამდე გაზარდა, თუმცა შეხვედრის საუკეთესო მოთამაშედ გოგა ბითაძე დასახელდა, რასაც პრინციპული მნიშვნელობა არ აქვს, თუმცა ახალგაზრდა ქართველისთვის საკმაოდ სამოტივაციო მომენტია.

“მეგა ბიმაქსს” 5 მოგება და 10 მარცხი დაუგროვდა და 12-გუნდიან ადრიატიკის ლიგაში მე-9 ადგილზე იმყოფება. შემდეგ მატჩს ბითაძის გუნდი 13 იანვარს, შინ მონტენეგროულ “ბუდუჩნოსტთან” ჩაატარებს.

ვიდეო

“ბასკონიას” კაპიტანი თორნიკე შენგელია რომ ამ გუნდის ჭეშმარიტი ლიდერია, ცხადზე უცხადესია. უკვე მერამდენე მატჩია, ბასკონიელთა მოგებისა თუ წაგების მიუხედავად, ქართველი ფორვარდი თავის გუნდში ყველაზე შედეგიანია. არ აქვს მნიშვნელობა, ვინაა მეტოქე. ცსკა, “ბარსელონა”, “რეალი” თუ… დღეს, ბასკონიელებმა ქართველი ფორვარდის წინამძღოლობით ღირსეული წინააღმდეგობა გაუწიეს ევროლიგის მოქმედ ჩემპიონ “ფენერბაჰჩეს” და ბოლო წუთებზე, დასანანად წააგეს – 74:79.

შეხვედრა სტამბოლში გაიმართა და ცხადია, “ფენერბაჰჩეს” დარბაზის სრული მხარდაჭერა ჰქონდა. მიუხედავად ამისა, ბასკონიელებმა პირველი ნახევარი მოიგეს და ლიდერობას ბოლო პერიოდამდე არ თმობდნენ. დასკვნით წუთებში მასპინძლებმა იძალეს და გამარჯვება იზეიმეს.

შენგელია სასტარტო ხუთულში იყო და მოედანზე გატარებულ 27:44 წუთში 15 ქულა, 6 მოხსნა, 2 პასი, 1 ჩაჭრა და 1 დაფარება მიითვალა. თორნიკემ 5-დან 4 ორქულიანი და 9-დან 7 საჯარიმო ჩააგდო, 1 სამიანი კი ააცილა.  ქართველი ფორვარდის ეფექტურობის ინდექსმა 22-ს უწია, რაც ბასკონიელთაგან საუკეთესო შედეგი იყო და 2 ერთეულით ჩამორჩა ფენერბაჰჩელი ბრედ უონამეიქერის მონაგარს – 16 ქულა, 6 მოხსნა, 4 პასი, 3 ჩაჭრა.

ევროლიგაში 16 გუნდია, რომლებიც 2 წრედ თამაშობენ და საუკეთესო 8 პლეი ოფში გადის. ამ მომენტისთთვის 16 ტურია გამართული და ბასკონიელებს 7 მოგებით მე-9 ადგილი უკავიათ. შემდეგი ტურში, 12 იანვარს, შენგელიას გუნდი ბერძნულ “ოლიმპიაკოსს” უმასპინძლებს.

ვიდეო

 

ჟურნალი

ადამიანი, რომელიც ფეხბურთს მართავს

დაწვრილებით...
 

ფენომენი

დაწვრილებით...
 

მამის საამაყო შვილი ... დავიდ ლუიზი

დაწვრილებით...
 

როგორ დავიკლოთ წონაში?

დაწვრილებით...
 

რივალდო - დამზადებულია ბრაზილიაში

დაწვრილებით...
 

ვიცხოვროთ ჯანსაღად! - მუცლის პრესი

დაწვრილებით...
 

რას კითხულობენ პრემიერლიგის ვარსკვლავები

დაწვრილებით...
 

უელსელი მარადონა - აარონ რამზი

დაწვრილებით...
 

მსაჯია-ადამიანი

დაწვრილებით...
 

საფეხბურთო ზოდიაქო

დაწვრილებით...

ნოემბერი 2017 დეკემბერი 2017 იანვარი 2018
კვ ორ სა ოთ ხუ პა შა
1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30
31
There are no upcoming events currently scheduled.
სრულად...

gbf

LIVESCORE.in

ჩვენ გვყავს 1116 სტუმარი ონლაინში