ქართველ მორაგბეებთან ორი ახალი უცხოელი სპეციალისტი იმუშავებს

PDF ბეჭდვა ელ. ფოსტა
საქართველო
GeosportS.ge   
შაბათი, 06 იანვარი 2018 13:39

KM_SC_Instory2018 წლიდან საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრების სამწვრთნელო შტაბში ორი ახალი სპეციალისტი იმუშავებს.

რაგბის კავშირმა კონტრაქტი უელსელ ფიზიკური მომზადების სპეციალისტთან, კევინ მორგანთან და ინგლისელ ფიზიოთერაპევტთან, საიმონ ფოუფთან გააფორმა.

ორივე მათგანი ბორჯღალოსნებთან მსოფლიოს 2019 წლის დასრულებამდე იმუშავებენ. მორგანი და ფოუფი საქართველოში იანვრის ბოლოს ჩამოვლენ და მუშაობას „რაგბი ევროპის ჩემპიონატის“ დაწყებისთანავე შეუდგებიან.

ლაშა ხურციძე (რაგბის კავშირის მაღალი სპორტული მიღწევების დირექტორი): "ფიზმომზადების მწვრთნელი და ფიზიოთერაპევტი ნებისმიერი უმაღლესი დონის ნაკრების წარმატების განმსაზღვრელი ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ფაქტორია. ჩვენ გამოვაცხადეთ შესაბამისი ვაკანსია, გავიარეთ ინტერვიუებისა და შერჩევის 6-თვიანი პროცედურა, რის შემდეგაც უამრავ მაღალკვალიფიციურ კანდიდატს შორის, "მსოფლიო რაგბის" კონსულტანტებისა და ჩვენი ერთობლივი გადაწყვეტილებით არჩევანი ქევინ მორგანსა და საიმონ ფოუფზე შევაჩერეთ.

მათ ბრიტანულ გუნდებთან (შესაბამისად,"ოსპრეისი" და "ნიუკასლი") მუშაობის დიდი გამოცდილება აქვთ და ეს გამოცდილება უმნიშვნელოვანესი იქნება როგორც ფიზმომზდების, ასევე ტრავმების პრევენციის და არსებული ტრავმების რეაბილიტაციის კუთხით. ორივე სპეციალისტთან 2-წლიანი კონტრაქტი უკვე გაფორმებულია და რაგბი ევროპის ჩემპიონატის დაწყებიდან ისინი ბორჯღალოსნების სამწვრთნელო შტაბს შეუერთდებიან".

 

ჟურნალი

ადამიანი, რომელიც ფეხბურთს მართავს

დაწვრილებით...
 

ფენომენი

დაწვრილებით...
 

მამის საამაყო შვილი ... დავიდ ლუიზი

დაწვრილებით...
 

როგორ დავიკლოთ წონაში?

დაწვრილებით...
 

რივალდო - დამზადებულია ბრაზილიაში

დაწვრილებით...
 

ვიცხოვროთ ჯანსაღად! - მუცლის პრესი

დაწვრილებით...
 

რას კითხულობენ პრემიერლიგის ვარსკვლავები

დაწვრილებით...
 

უელსელი მარადონა - აარონ რამზი

დაწვრილებით...
 

მსაჯია-ადამიანი

დაწვრილებით...
 

საფეხბურთო ზოდიაქო

დაწვრილებით...

დეკემბერი 2017 იანვარი 2018 თებერვალი 2018
კვ ორ სა ოთ ხუ პა შა
1 2 3 4 5 6
7 8 9 10 11 12 13
14 15 16 17 18 19 20
21 22 23 24 25 26 27
28 29 30 31
There are no upcoming events currently scheduled.
სრულად...

gbf

LIVESCORE.in

ჩვენ გვყავს 929 სტუმარი ონლაინში