გორის "დილამ" ოთხი ფეხბურთელი დაიმატა

PDF ბეჭდვა ელ. ფოსტა
მთავარი სიახლე
შაბათი, 06 იანვარი 2018 13:50

dilaგორის "დილამ" ოთხი ფეხბურთელი დაიმატა

სეზონის დასრულების შემდეგ, "დილა" ბევრმა ფეხბურთელმა დატოვა, თუმცა გორელებს ახალწვეულებიც ჰყავთ.

საზოგადოებრივი მაუწყებლის ინფორმაციით, დავით რაჟამაშვილის ჩარიცხვის შემდეგ, გუნდმა მორიგი სიახლები გაასაჯაროვა – 2018 წელს „დილაში“ თამაშებენ გია ჩადუნელი, ანზორ სუხიაშვილი, გიორგი კორიფაძე და გურამ სამუშია.

გია ჩადუნელი მცველია და ბოლოს ქობულეთის „შუქურაში” გამოდიოდა. ანზორ სუხიაშვილიც მცველია და 2013 წლიდან ბათუმის „დინამოში“ თამაშობდა.  ნახევარმცველი გიორგი კორიფაძე გორელებმა საჩხერის „ჩიხურადან“ დაიმატეს, სადაც 4 წელი თამაშობდა.

„დილას“ ბოლო შენაძენი შემტევი ნახევარმცველი გურამ სამუშიაა, რომელმაც ბოლო სეზონი „სამტრედიაში“ გაატარა და 27 მატჩში 5 გოლი გაიტანა.

 

დეკემბერი 2017 იანვარი 2018 თებერვალი 2018
კვ ორ სა ოთ ხუ პა შა
1 2 3 4 5 6
7 8 9 10 11 12 13
14 15 16 17 18 19 20
21 22 23 24 25 26 27
28 29 30 31
There are no upcoming events currently scheduled.
სრულად...

gbf

LIVESCORE.in

ჩვენ გვყავს 1008 სტუმარი ონლაინში