დავით ჯიქია ლოკომოტივში დაბრუნდა

PDF ბეჭდვა ელ. ფოსტა
საქართველო
GeosportS.ge   
შაბათი, 06 იანვარი 2018 19:30

Davit Jikia - Newsთბილისის ლოკომოტივს კიდევ ერთი ახალწვეული ჰყავს.

კლუბმა კონტრაქტი 22 წლის ნახევარმცველ,დავით ჯიქიასთან გააფორმა.

ჯიქია ლოკოში 2019 წლის ბოლომდე ითამაშებს, მხარეების სურვილის შემთხვევაში, კონტრაქტი კიდევ ერთი წლით გაგრძელდება.

მან, პროფესიონალური კარიერა 2011 წელს, სწორედ ლოკომოტივში დაიწყო. ეროვნულ ლიგა 2-ში, ლოკოს მაისურით ჩატარებულ 51 მატჩში, 34 გოლი გაიტანა.

2014 წელს ჯიქიამ კარიერა ქუთაისის ტორპედოში გააგრძელა, საიდანაც კვლავ ლოკომოტივში დაბრუნდა.

2015 წელს იგი დინამო თბილისში გადავიდა, ნახევარი სეზონის შემდეგ კი საბურთალოს ფეხბურთელი გახდა, სადაც 18 მატჩი ჩაატარა და 7 გოლი გაიტანა.

2015 წლიდან, დავითი სამტრედიას შემადგენლობაში თამაშობდა. 2016 წელს, იგი ქვეყნის ჩემპიონი და სუპერ თასის მფლობელი გახდა. სამტრედიის მაისურით, ჯიქიამ ეროვნულ ლიგაში, 63 მატჩი ჩაატარა და 12 გოლი გაიტანა.

ჯიქია საქართველოს 19 და 17 წლამდე ნაკრების წევრი იყო. 19 წლამდე ნაკრების შემადგენლობაში ორი მატჩი ჩაატარა და 2 გოლი გაიტანა.

2012 წელს, 17 წლამდე ნაკრებთან, ერთად ევროპის ჩემპიონატზე ითამაშა. საქართველოს ნაკრები ნახევარფინალში, ჰოლანდიის ნაკრებთან დამარცხდა.

 

ჟურნალი

ადამიანი, რომელიც ფეხბურთს მართავს

დაწვრილებით...
 

ფენომენი

დაწვრილებით...
 

მამის საამაყო შვილი ... დავიდ ლუიზი

დაწვრილებით...
 

როგორ დავიკლოთ წონაში?

დაწვრილებით...
 

რივალდო - დამზადებულია ბრაზილიაში

დაწვრილებით...
 

ვიცხოვროთ ჯანსაღად! - მუცლის პრესი

დაწვრილებით...
 

რას კითხულობენ პრემიერლიგის ვარსკვლავები

დაწვრილებით...
 

უელსელი მარადონა - აარონ რამზი

დაწვრილებით...
 

მსაჯია-ადამიანი

დაწვრილებით...
 

საფეხბურთო ზოდიაქო

დაწვრილებით...

იანვარი 2018 თებერვალი 2018 მარტი 2018
კვ ორ სა ოთ ხუ პა შა
1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28
There are no upcoming events currently scheduled.
სრულად...

gbf

LIVESCORE.in

ჩვენ გვყავს 1059 სტუმარი ონლაინში