ფეხბურთის ფედერაციის მილოცვის მთავარი მესიჯი 2018 წელს

PDF ბეჭდვა ელ. ფოსტა
მთავარი სიახლე
GeosportS.ge   
კვირა, 07 იანვარი 2018 20:28

kobiფეხბურთის ფედერაციის მილოცვის მთავარი მესიჯი 2018 წელს

ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი, დეპუტატი ლევან კობიაშვილი ამბობს, რომ ფეხბურთი არის ის, რაც უამრავ განსხვავებულ ადამიანს აერთიანებს, სწორედ ამიტომ, კობიაშვილმა 2018 წლის მილოცვის მთავარ მესიჯად თანასწორობა აირჩია.

“გილოცავთ ახალ 2018 წელს და გისურვებთ ჯანსაღცხოვრებასა და გამარჯვების სიხარულს! ჩვენ ფეხბურთის ფედრაციაში გვჯერა, რომ ფეხბურთი არის ის, რაც უამრავ განსხვავებულ ადამიანს აერთიანებს, სწორედ ამიტომ, წელს ჩვენი მილოცვის მთავარი მესიჯი თანასწორობაა, რადგან ყველას უნდა შეეძლოს ისიამოვნოს ფეხბურთით იმის მიუხედავად, თუ ვინ არის, საიდან არის და როგორ თამაშობს! სწორედ ეს არის ფეხბურთი, თამაში ყველასთვის”,- წერს კობიაშვილი.

2017 წელს საქართველოს ეროვნული ნაკრების ვიცე-კაპიტანმა და არნემის “ვიტესის” კაპიტანმა გურამ კაშიამ საჯარო დაუჭირა მხარი განსხვავებული სექსუალური ორიენტაციის და იდენტობის ადაამიანებს. გურამ კაშია პირველი ქართველი სპორტსმენია, რომელმაც საჯაროდ დაუჭირა მხარი ერთ-ერთ ყველაზე მოწყვლად ჯგუფს. მიუხედავად მის წინააღმდეგ აგორებული ჰომოფობიური და ფაშისტური კამპანიისა, ეროვნული ნაკრების ლიდერს უკან არ დაუხევია და განაცხადა, რომ ყველა ადამიანი თანასწორია.

ცისარტყელის ფერის სამკლაურთან დაკავშირებით თითქმის ორი თვის განმავლობაში გაგრძელდა საქართველოში დისკუსია. ლევან კობიაშვილისა და ალექსანდრე იაშვილის ინიციატივით, ფეხბურთის ფედერაციამ და ქართველი ფეხბურთელების ნაწილმა გურამ კაშიას მხარდაჭერა გამოუცხადეს, ხოლო რამდენიმე ქართველმა სპორტსმენმა საჯაროდ გაიზიარა გურამის პოზიცია ადამიანის უფლებების საკითხზე.

 

ჟურნალი

ადამიანი, რომელიც ფეხბურთს მართავს

დაწვრილებით...
 

ფენომენი

დაწვრილებით...
 

მამის საამაყო შვილი ... დავიდ ლუიზი

დაწვრილებით...
 

როგორ დავიკლოთ წონაში?

დაწვრილებით...
 

რივალდო - დამზადებულია ბრაზილიაში

დაწვრილებით...
 

ვიცხოვროთ ჯანსაღად! - მუცლის პრესი

დაწვრილებით...
 

რას კითხულობენ პრემიერლიგის ვარსკვლავები

დაწვრილებით...
 

უელსელი მარადონა - აარონ რამზი

დაწვრილებით...
 

მსაჯია-ადამიანი

დაწვრილებით...
 

საფეხბურთო ზოდიაქო

დაწვრილებით...

დეკემბერი 2017 იანვარი 2018 თებერვალი 2018
კვ ორ სა ოთ ხუ პა შა
1 2 3 4 5 6
7 8 9 10 11 12 13
14 15 16 17 18 19 20
21 22 23 24 25 26 27
28 29 30 31
There are no upcoming events currently scheduled.
სრულად...

gbf

LIVESCORE.in

ჩვენ გვყავს 363 სტუმარი ონლაინში