ლეგიონი: შერმადინის MVP-ის ზიარი ტიტული და გამარჯვება "მონბუსთან"

PDF ბეჭდვა ელ. ფოსტა
საქართველო
GeosportS.ge   
კვირა, 07 იანვარი 2018 20:33

shermadini-19-mvp-obradorioესპანეთის ჩემპიონატის მორიგ მატჩში გიორგი შერმადინის “უნიკახამ” “მონბუს ობრადორიო”96:76 დაამარცხა, ხოლო ქართველმა ცენტრმა კარლოს სუარესთან ზიარად MVP-ის ტიტული დაიმსახურა.

შერმადინი სათადარიგო იყო, მოედანზე კი მთლიანობაში 21 წუთი გაატარა. გიორგი 100-პროცენტიანი სიზუსტით უტევდა და 6 ორქულიანთან ერთად უშეცდომოდ შეასრულა 4 საჯარიმოც. ქართველმა ცენტრმა 16 ქულა, 5 მოხსნა და 1 პასი მოაგროვა, ბურთი კი 2-ჯერ დაკარგა. სავარაუდოდ ეს დაკარგვეები გახდა იმის მიზეზი, რომ შერმადინს საერთო სარგებლიანობით თანაგუნდელი სუარესი წამოეწია. ორივე მათგანის სარგებლიანობის ინდექსმა 21 შეადგინა, არადა, სუარესმა შეხვედრა 10 ქულით, 6 პასით და 3 მოხსნით დაასრულა.

15 მატჩიდან 8 მოგებით “უნიკახა” ცხრილში მე-8 ადგილზეა. მომდევნო ტურში, 14 იანვარს, შერმადინის გუნდი სტუმრად “ბარსელონას’ დაუპირისპირდება. რაც შეეხება თორნიკე შენგელიას, მისი “ბასკონია” მე-15 ტურის მატჩს დღეს ვიტორიაში, მოქმედ ჩემპიონ “ვალენსიასთან” გამართავს.

ზაზა ფაჩულიას “გოლდენ სტეიტმა” ნბა-ს რეგულარული ჩემპიონატის მორიგი შეხვედრა ლოს ანჯელესში მოიგო. ოკლენდელთა მეტოქე ტრავმებით დათრგუნული “კლიპერსი” გახლდათ, რომელიც “მეომრებმა” 121:105 დაამარცხეს.

“გოლდენ სტეიტს” ერთ-ერთი ლიდერი კევინ დიურანტი აკლდა, თუმცა სტეფ კარიმ სეზონის ერთ-ერთი საუკეთესო შეხვედრა ჩაატარა, 45 ქულა მიითვალა და ოკლენდელებს იოლი გამარჯვება მოაპოვებინა. “კლიპერსმა” ბოლო პერიოდი 11 ქულით მოიგო, თუმცა მაინც 19 ქულით დამარცხდა. მატჩის პირველ პერიოდში ჯავალი მაკგის იდაყვს შეეჯახა და სავარაუდოდ ტვინის შერყევა მიიღო ბლეიკ გრიფინმა, რომელიც “კლიპერსის” ტრავმირებულთა ლაზარეთს შეუერთდა.

ქართელმა ცენტრმა სასტარტო ხუთეულში ითამაშა და მოედანზე 14 წუთი გაატარა. ზაზამ 6-დან 2 ორქულიანი ჩააგდო და შეხვედრა 4 ქულით, 5 მოხსნითა და 1 ჩაჭრით დაასრულა. კარის 45 ულის შემდეგ 11-11 ქულა ჰქონდათ ნიკ იანგს და ჯავალ მაკგის.

32 მოგებითა და 8 მარცხით “გოლდენ სტეიტს” ლიგაში საუკეთესო შედეგი უპყრია. მომდევნო მატჩი ოკლენდელებს შინაურ არენაზე, 9 იანვარს, “დენვერ ნაგეტსთან” ელის.

მაიკლ დიქსონის “ბაჰჩეშეჰირმა” თურქეთის მეორე ლიგაში მორიგი გამარჯვება მოიპოვა, თუმცა საქართველოს ნაკრების ნატურალიზებული მოთამაშის გარეშე. დიქსონს შეხვედრაში მონაწილეობა არ მიუღია, ხოლო ბაჰჩეშეჰირელებმა სტუმრად “სამსუნი” 77:71 დაამარცხეს და 10 მოგების წილ 7 მარცხით ცხრილში 6-8 ადგილებს იყოფენ.

მომდევნო მატჩს “ბაჰჩეშეჰირი” 13 იანვარს, სტუმრად “დუზჩესთან” გამართავს.

 

ჟურნალი

ადამიანი, რომელიც ფეხბურთს მართავს

დაწვრილებით...
 

ფენომენი

დაწვრილებით...
 

მამის საამაყო შვილი ... დავიდ ლუიზი

დაწვრილებით...
 

როგორ დავიკლოთ წონაში?

დაწვრილებით...
 

რივალდო - დამზადებულია ბრაზილიაში

დაწვრილებით...
 

ვიცხოვროთ ჯანსაღად! - მუცლის პრესი

დაწვრილებით...
 

რას კითხულობენ პრემიერლიგის ვარსკვლავები

დაწვრილებით...
 

უელსელი მარადონა - აარონ რამზი

დაწვრილებით...
 

მსაჯია-ადამიანი

დაწვრილებით...
 

საფეხბურთო ზოდიაქო

დაწვრილებით...

დეკემბერი 2017 იანვარი 2018 თებერვალი 2018
კვ ორ სა ოთ ხუ პა შა
1 2 3 4 5 6
7 8 9 10 11 12 13
14 15 16 17 18 19 20
21 22 23 24 25 26 27
28 29 30 31
There are no upcoming events currently scheduled.
სრულად...

gbf

LIVESCORE.in

ჩვენ გვყავს 923 სტუმარი ონლაინში