ერთი გუნდის ფეხბურთელები

PDF ბეჭდვა ელ. ფოსტა
საკითხავი
გიორგი ფულარიანი   
სამშაბათი, 07 მაისი 2013 10:30

Paolo Maldini

როგორც იცით, დღევანდელ ფეხბურთში უამრავი ფული იხარჯება ამა თუ იმ ტრანსფერში, რის შემდეგაც ესა თუ ის ფეხბურთელი ერთი კლუბიდან მეორე გუნდში გადადის და იქ განაგრძობს კარიერას.

თუმცა არსებობს იმ ფეხბურთელთა კატეგორია, რომელთაც მთელი თავისი კარიერა ერთ გუნდს შეალიეს და დღეს სწორედ მათზე გვინდა გესაუბროთ.

რაიან გიგზი (მანჩესტერ იუნაიტედი, 1987-დღემდე)
რაიან გიგზი არის ფეხბურთელი, რომელიც 37 წლის გახლავთ და პრემიერლიგის მცველებს მაინც არღვევს თავის მახვილგონივრული და გენიალური პასებით. 

არ მოგვერიდება და ვიტყვით, რომ გიგზი ”მანჩესტერ იუნაიტედის” ისტორიაში, სერ ბობი ჩარლტონთან ერთად, ერთ-ერთი საუკეთესო მოთამაშეა და თან, სწორედ ჩარლტონის რეკორდი აქვს გაუმჯობესებელი უელსელს — 607 მატჩი პრემიერლიგაში.

მეტ ლე ტისიე (საუთჰემპტონი, 1986-2002)
ესპანური და მსოფლიო ფეხბურთის ვარსკვლავმა, ”ბარსელონას” ნახევარმცველმა ჩავი ერნანდესმა 2010 წელს ერთ-ერთ ინტერვიუში თქვა, ჩემი ბავშვობის კერპი მეთიუ ლი ტეისერი იყოო.

ტეისერი მართლაც ძალიან ნიჭიერი ფეხბურთელი გახლდათ, რომელმაც ”საუთჰემპტონში” 540 შეხვედრა ჩაატარა და 210 გოლს მოუყარა თავი.

პაოლო მალდინი (მილანი, 1985-2009)
ხუთი ევროპული თასის მფლობელი, იტალიური ფეხბურთის ისტორიაში ერთ-ერთი საუკეთესო მცველი, რომელიც ”მილანის” ისტორიაში ოქროს ასოებითაა ჩაწერილი — საუბარი, რა თქმა უნდა, პაულო მალდინიზე და მის უნიკალურობაზე გვაქვს.

”როსონერის” შემადგენლობაში მალდინიმ 900-ზე მეტი შეხვედრა ჩაატარა და 24 სეზონი გაატარა, ფრანკო ბარეზისთან ერთად კი მილანელთა დაცვა უბრალოდ, გაუვალი იყო!

ახლა თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ მალდინი მსოფლიო ფეხბურთის ისტორიაში ერთ-ერთი საუკეთესო ცენტრალური მცველია.

ფრანჩესკო ტოტი (რომა, 1992-დღემდე)
ფრანჩესკო ტოტი ”რომას” სული და გულია. ”გლადიატორებმა” იტალიის ჩემპიონატი უკანასკნელად 2001 წელს ფაბიო კაპელოს მეთაურობით მოიგეს და იმ დროს ტოტის დებიუტი იყო.

ტოტი დღემდე ”რომას” რიგებში ირიცხება და ”ჯალოროსის” შემადგენლობაში 34 წლის ფრანჩესკომ 600-ზე მეტი მატჩის ჩატარება მოახერხა.

ნათ ლოფჰაუსი (ბოლტონი, 1946-1960)
1958 წლის ინგლისის ასოციაციის თასის ფინალში ”მანჩესტერ იუნაიტედთან” ნათ ლოფჰაუსი ”ბოლტონის” კაპიტანი გახლდათ და ”იუნაიტედს” გოლიც გაუტანა მაგ მატჩში, რითაც კლუბმა 1929 წლის შემდეგ, პირველად მოიგო ტიტული.

რაც ყველაზე საინტერესოა, ნათმა ინგლისის ნაკრებში 33 შეხვედრა ჩაატარა და 30 გოლი გაიტანა.

ტონი ადამსი (არსენალი, 1983-2002)
ტონი ადამსმა ”არსენალის” შემადგენლობაში დაახლოებით 700 შეხვედრის ჩატარება შესძლო და ის კლუბის ისტორიაში განსაკუთრებულ ადგილს დამსახურებულად იკავებს.

მისი 1998 წელს გატანილი გოლი ”ევერტონის” კარში კი ალბათ, ნებისმიერ ”არსენალის” ქომაგს ახსოვს და სწორედ მაგ წელს მოიგეს ”მეთოფეებმა” პრემიერლიგა.

ალესანდრო დელ პიერო (იუვენტუსი, 1993-2012)
ალესანდრო დელ პიერო ”იუვენტუსის” სული, გული, ლეგენდა, თილისმა და განსაკუთრებული ფეხბურთელია, რომელიც ახლა კარიერას ავსტრალიაში აგრძელებს.

36 წლის დელ პიერომ ”ბებერი ქალბატონის” რიგებში 680 შეხვედრა ჩაატარა და გუნდს უამრავი ტიტულის მოხვეჭაში გაუწია ძალიან დიდი დახმარება.

ახლა ავსტრალიაში იცით, რატომ წავიდა? არ მინდა, ოდესმე ”იუვეს” წინააღმდეგ მომიხდეს თამაშიო, რის გამოც ალე ორმაგად დასაფასებელია!

ჩავი ერნანდესი (ბარსელონა, 1998-დღემდე)
ჩავი ერნანდესი არის ფეხბურთელი, რომელიც ესპანეთის ნაკრებისა და ”ბარსელონას” მთავარი დირიჟორია შეტევით ოპერაციებში და რასაკვირველია, გენიალური გადაცემებითაც გამოირჩევა.

31 წლის ჩავიმ ”ბლაუგრანას” ღირსება 500 შეხვედრაში დაიცვა და ეს ციფრი კიდევ საკმაოდ გაიზრდება, მანამ ფეხბურთელი ბუცებს ლურსმანზე ჩამოკიდებს.

ფრანკო ბარეზი (1977-1997)
ფრანკო ბარეზის ”სან სიროზე” ბრწყინვალე კარიერა ჰქონდა, სადაც გაუვალი კედელივით იდგა დაცვაში.

ბარეზის ყველა ის საჭირო კომპონენტი და თვისება გააჩნდა, რაც მსოფლიოს საუკეთესო მცველს უნდა ჰქონოდა, რომელმაც 700 შეხვედრაზე მეტი ითამაშა, სადაც სამი ჩემპიონთა თასი და ექვსი სკუდეტო მოიგო.

ტომას შააფი (ვერდერი, 1978-1995)
ბრემენის ”ვერდერში” ტომას შააფმა ისედაც დიდი პერიოდი გაატარა, როგორც ფეხბურთელმა და 1999 წლიდან კი გუნდის მთავარი მწვრთნელიც გახლავთ დღემდე.

”ბრემენელი მუსიკოსების” შემადგენლობაში შააფმა ბუნდესლიგა ორჯერ მოიგო, 2004 წელს კი ”ვერდერს” ”ვერცხლის სინი” უკვე მწვრთნელის რანგში მოუპოვა — ის მართლაც ერთი კლუბის კაცია!

როჟერიო სენი (სან პაულო, 1992-დღემდე)
როჟერიო სენი მსოფლიო ფეხბურთის ისტორიაში ერთ-ერთი უცნაური გოლკიპერია, რომელსაც ”სან პაულოს” რიგებში 950 შეხვედრა აქვს გამართული.

რაც ყველაზე ყურადსაღებია, 38 წლის მეკარე გუნდში ყოველთვის ასრულებს სტანდარტულ სიტუაციებს და შედეგიც სახეზეა —100 გოლი და თან, მეკარეს!

ასევე უნდა ვთქვათ, რომ ბრაზილიის ნაკრების შემადგენლობაში 2002 წელს მსოფლიოს ჩემპიონატი მოიგო, ”სან პაულოსთან” ერთად კი ორჯერ იზეიმა კოპა ლიბერტადორესის მოგება.

ლევ იაშინი (დინამო მოსკოვი, 1947-1971)
კიდევ ერთი გოლკიპერი, რომელზედაც უნდა ვისაუბროთ, რუსი ლევ იაშინი გახლავთ, რომელიც მოსკოვის ”დინამოს” ღირსებას საბჭოთა კავშირის პერიოდში იცავდა და რომელიც მსოფლიო ფეხბურთის ისტორიაში ყველა დროის საუკეთესო მეკარედაა აღიარებული.

საინტერესოა, რომ საბჭოთა კავშირის ნაკრების შემადგენლობაში იაშინს ზედიზედ (!) სამ მსოფლიოს ჩემპიონატზე აქვს მონაწილეობა მიღებული — 1958, 1962 და 1966 წლებში.

პოლ სქოულზი (მანჩესტერ იუნაიტედი, 1994-დღემდე)
პოლ სქოულზი გახლავთ ფეხბურთელი, რომელიც ბუნებამ უდიდესი ტალანტით დააჯილდოვა — მისი მოედნის ხედვა და გენიალური გადაცემები დღემდე ყველას აღფრთოვანებაში მოჰყავს.

ინგლისური ფეხბურთის ისტორიაში ერთ-ერთმა ნიჭიერმა ნახევარმცველმა გასულ სეზონში კარიერა დაასრულა, თუმცა ”იუნაიტედს” ნახევარდაცვის ცენტრში იმდენად გაუჭირდა, რომ 36 წლის ფეხბურთელი კვლავ დაუბრუნდა მოედანს. 

გარი ნევილი (მანჩესტერ იუნაიტედი, 1992-2011)
თანაკლუბელ პოლ სქოულზისგან განსხვავებით, გარი ნევილმა კარიერა რომ დაასრულა, მერე ”მანჩესტერში” აღარ დაბრუნებულა. 

გარი ნევილი პრემიერლიგის ისტორიაში ერთ-ერთ საუკეთესო მარჯვენა მცველად ითვლება და სრულიად დამსახურებულადაც -გარის მანკუნიანელთა ღირსება 600-ჯერ დაუცავს.

 

ჟურნალი

ადამიანი, რომელიც ფეხბურთს მართავს

დაწვრილებით...
 

ფენომენი

დაწვრილებით...
 

მამის საამაყო შვილი ... დავიდ ლუიზი

დაწვრილებით...
 

როგორ დავიკლოთ წონაში?

დაწვრილებით...
 

რივალდო - დამზადებულია ბრაზილიაში

დაწვრილებით...
 

ვიცხოვროთ ჯანსაღად! - მუცლის პრესი

დაწვრილებით...
 

რას კითხულობენ პრემიერლიგის ვარსკვლავები

დაწვრილებით...
 

უელსელი მარადონა - აარონ რამზი

დაწვრილებით...
 

მსაჯია-ადამიანი

დაწვრილებით...
 

საფეხბურთო ზოდიაქო

დაწვრილებით...

დეკემბერი 2017 იანვარი 2018 თებერვალი 2018
კვ ორ სა ოთ ხუ პა შა
1 2 3 4 5 6
7 8 9 10 11 12 13
14 15 16 17 18 19 20
21 22 23 24 25 26 27
28 29 30 31
There are no upcoming events currently scheduled.
სრულად...

gbf

LIVESCORE.in

ჩვენ გვყავს 1214 სტუმარი ონლაინში